NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: რეგულარული ჩემპიონატის მეორე გუნდი "სპურსი" პლეი ოფიდან გავარდნას სასწაულებრივ გადაურჩა
რეგულარული ჩემპიონატის მეორე გუნდი - "სან ანტონიო სპურსი" პლეი ოფიდან გავარდნას სასწაულებრივ გადაურჩა. გუშინ "მემფისთან" მეხუთე მატჩის პერიპეტიებმა დაჩრდილა "მაიამისა" და "ოკლაჰომას" შემდეგ ეტაპზე გასვლა.

დასავლეთი

სან ანტონიო-მემფისი 110:103 (ო)

20:14, 30:28, 15:26, 32:29, 13:6

ს-ა: ჯინობილი (33+6 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), პარკერი (24+9 პასი), დანკანი (13+12 მოხსნა), ჰილი (12+5 მოხსნა), ნილი (7), ჯეფერსონი (6+5 მოხსნა), სპლიტერი (6), ბონერი (5), მაკდაესი (4+8 მოხსნა).

მ: რენდოლფი (26+11 მოხსნა+6 პასი), კონლი (20+5 მოხსნა+5 პასი), იანგი (18+6 მოხსნა), მ. გასოლი (11+17 მოხსნა), მაიო (9), ალენი (7), ბატიე (6), არტური (4), ვასკესი (2).

სერია: 2-3

ზუსტად 1.7 წამი არ ეყო "მემფისს" სერიაში გამარჯვებამდე. და ამ სენსაციას ხელი შეუშალა არა ტიმ დანკანმა, ტონი პარკერმა ან მანუ ჯინობილიმ, არამედ ახალბედა გარი ნილმა. ამ წაგების მიუხედავად, "დათვებს" შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ - დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი უნდა მოიგონ, თანაც შემდეგ შეხვედრას საკუთარ მოედანზე თამაშობენ. ასე რომ, საშიში არაფერი მომხდარა.

მაგრამ მაინც დასანანია ეს მარცხი, რადგან თამაში თითქმის მოგებული იყო. ამან შეიძლება ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს "მემფისზე". საფინალო სირენამდე 9.4 წამით ადრე ზაკ რენდოლფმა ორი ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში 95:92 გახადა სტუმრების სასარგებლოდ. საპასუხო შეტევაში "სპურსმა" კინაღამ ორჯერ დაკარგა ბურთი, მაგრამ ბოლოს იერიში მანუ ჯინობილიმ გააგრძელა - თითქმის წაქცეულმა არგენტინელმა მარკ გასოლის მეურვეობის მიუხედავად შორიდან ჩააგდო.

თუმცა ჯინობილის ანგარიში არ გაუთანაბრებია - ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ მსაჯებმა ორქულიანი გდება დააფიქსირეს. სათამაშო რჩებოდა 2.2 წამი. იქვე მასპინძლები რენდოლფზე დაჯარიმდნენ და "მემფისის" მძიმე ფორვარდმა ისევ გამოიყენა ორი საჯარიმო - 97:94. და სწორედ ამის შემდეგ ჩააგდო ნილმა გადამრჩენი სამქულიანი.

"ორ წამზე ნაკლები დრო ჰქონდათ სამქულიანის შესასრულებლად, - ნერვებს ვერ იწყნარებდა მატჩის შემდეგ რენდოლფი. - არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიგვეცა მათთვის ამის საშუალება". მართლაც, გაუგებარია, თავიდანვე რატომ არ დაჯარიმდნენ სტუმრები ნილზე? ოვერტაიმში კი მემფისელებს ძალები აღარ ეყოთ და ახლა, "სან ანტონიო" შეეცდება გახდეს ლიგის ისტორიაში მეცხრე გუნდი, რომელმაც შეძლო 1:3-დან სერიის მოგება. თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

ოკლაჰომა-დენვერი 100:97

25:28, 25:22, 22:26, 28:21

ო: დურანტი (41+5 მოხსნა), უესტბრუკი (14+5 მოხსნა), ჰარდენი (12+7 მოხსნა), პერკინსი (11+9 მოხსნა), მეინორი (9), სეფოლოშა (8+8 მოხსნა), კოლისონი (2), მოჰამედი (2), იბაკა (1+8 მოხსნა+9 დაფარება).

დ: აფლალო (15), მარტინი (14+10 მოხსნა), ლოუსონი (13), ფელტონი (13), გალინარი (11), ნენე (8+9 მოხსნა), ჩენდლერი (8), სმიტი (8), ჰარინგტონი (5), ანდერსენი (2).

სერია: 4-1

რასელ უესტბრუკის საშინელი თამაშის (15-დან მხოლოდ 3 ზუსტი ტყორცნა) მიუხედავად, "თანდერმა" მაინც მოახერხა საკუთარ კედლებში სერიის თავის სასარგებლოდ დასრულება. არადა, საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე "დენვერი" ცხრა ქულით იყო წინ. და მაინც, ოკლაჰომას" არ ჰქონდა ამ მატჩის წაგების უფლება. თუნდაც იმიტომ, რომ მისმა საუკეთესო მოთამაშემ კევინ დურანტმა 41 ქულა ჩააგდო და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა, ან იმიტომ, რომ მეტოქის ფარზე 16 ბურთი მოხსნა (მეტოქის ანალოგიური მაჩვენებელი სამ მოსხნას უდრიდა) და ჯამში 14 დაფარება შეასრულა ("დენვერს" სულ სამი დაფარება ჰქონდა)...

სამწუთნახევრით ადრე სერჟ იბაკამ (მატჩის კიდევ ერთი გმირი - ცხრა დაფარება მიითვალა) ნენე ილარიოს დაუფარა და მეტოქეს ორნიშნა უპირატესობით წინ გასვლის საშუალება არ მისცა - 82:91. მასპინძლებმა შეინარჩუნეს ბურთი და დურანტმა მეტოქის ნახევარზე გადასვლისთანავე სამქულიანი ჩააგდო. ამის შემდეგ რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი შეუჩერებელი გახდა.

"ოკლაჰომას" ბოლო 20 ქულიდან 16 სწორედ დურანტმა ჩააგდო. ამას დაუმატა შესანიშნავი პასი ჯეიმს ჰარდენის მისამართით, რომელმაც საფინალო სირენამდე წუთითა და 50 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 91:91. და კიდევ, თამაშის დამთავრებამდე 9 წამით ადრე კევინმა ჯეი არ სმიტს დაუფარა. ამ დროს ანგარიში 100:97 იყო. მართალია, ბურთი სტუმრებს დარჩათ და აფლალომ სამქულიანის ტყორცნაც მოასწრო, მაგრამ ოვერტაიმი არ შეგდა. "თანდერმა" პლეი ოფში პირველი სერია მოიგო მას შემდეგ, რაც სიეტლი დატოვა და ოკლაჰომა-სიტიში გადაბარგდა.

აღმოსავლეთი

მაიამი-ფილადელფია 97:91

27:23, 18:19, 27:25, 25:24

მ: უეიდი (26+11 მოხსნა+7 პასი), ბოში (22+11 მოხსნა), ჩალმერსი (20), ჯეიმსი (16+10 მოხსნა+8 პასი), ჯონსი (9), ენტონი (4+5 მოხსნა).

ფ: იგუოდალა (22+10 მოხსნა), ბრენდი (22+6 მოხსნა), იანგი (13+5 მოხსნა), მიქსი (12), ჰოლიდეი (10+8 პასი+5 მოხსნა), ტერნერი (4+10 მოხსნა), ჰოსი (4), უილიამსი (4).

სერია: 4-1

ეს სერია ზუსტად ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. ფილადელფიელებმა სულაც არ დატოვეს უმწეო გუნდის შთაბეჭდილება და თუ მეორე მატჩს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში წინააღმდეგობა გაუწიეს ფლორიდელებს. "ფილადელფიამ" თავი იმით უნდა ინუგეშოს, რომ ამ სერიით კარგი გამოცდილება მიიღო. ამ გუნდში მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა პლეი ოფის შეხვედრებში მონაწილეობა მიღებული.

ახლა "მაიამის" წინ აქვს სერია "ბოსტონთან". ეს იქნება დიადი დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებულის პროგნოზირება დროის ფუჭი ხარჯვა გახლავთ. სერია კვირას აიღებს სტარტს.

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"