17 ოქტომბერს 18 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა დარია ბელოდედმა (48) ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბელოდედმა ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ იოშიდა სანოს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს ბელოდედმა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებშიც მოიგო და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელ გოგონას ადრე მოქალაქეობის შეცვლას სთავაზობდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთ-ერთი მსურველი ქვეყანა საქართველო იყო.

"ძიუდომდე ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ ტანმოვარჯიშე გამოვსულიყავი. ისინი ძიუდოს წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თავად ძიუდოისტებმა იციან ეს და რადგან ეს ქალური სპორტის სახეობა არ არის.

როცა ტანვარჯიშზე დავდიოდი, სამი წლის ვიყავი, ხოლო ძიუდოზე 6 წლის ასაკში შევედი. ძალიან მომწონდა ეს. ძლიერი ხასიათი მაქვს, რაც ძიუდოისთვის იდეალურია. რა თქმა უნდა, წინ ბევრი შეჯიბრება მექნება, მაგრამ შემდეგი მთავარი მიზანი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებია.

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატრიოტი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები გვაქვს. კარგი ოლიმპიური ბაზები არ გვაქვს, ძალიან ცუდი პირობები გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერი სასიამოვნოა, როცა ვდგავარ და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ისმის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რომელი ქვეყნები მთავაზობდნენ მოქალაქეობას? აზერბაიჯანი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

რა თქმა უნდა, ეს დიდ ფულს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არაა. მთავარია ოქროს მედალი, როცა ჩემი ქვეყნის დროშა მაღლა იწევს. ეს ფულზე მნიშვნელოვანია", - თქვა ბელოდედმა უკრაინული "მე-5 არხის" ეთერში.

იხილეთ ფოტოგალერეა

არჩილა
რა ლამაზმანი, ცარიელი ძვალი და ტყავია. თან, ასაკითაც პატარაა-ეს-ესაა, 18 წლისა გახდა. არ ვიცი, რა დიეტაზე უზით მშობლებს, რომ 172სმ სიმაღლის გოგო 48კგ-ს იწონის. არანორმალურია ეგეთი დაბალი წონა. რაც შეეხება ძლიერ სპორტსმენობას, 48კგ წონაში არცერთი გოგო 155სმ-ზე მაღალი არაა და მოუგებს ბილოდიდი, აბა რა იქნება, ცალი ფეხი აქვს მაგათი სიმაღლე.
პაატა
ძალიან ნიჭიერი და ზოგადად მაგარი გოგოა! უკვე შევიდა ძიუდოს ისტორიაში, ერთდროულად ახალგაზრდებშიც და დიდებშიც მსოფლიოს ჩემპიონობაა უდიდესი მიღწევაა! სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება როგორ განვითარდება დარიას კარიერა, ასაკის მატებასთან ერთად ალბათ მოუწევს ზედა წონაში ასვლა, იქ კი უკვე ძალიან მაგრი იაპონელი აბე უტე დახვდება. დიდ წარმატებებს ვუსურვებ დარიას!!!
ჯ ი ჯ ი
ზალიან ძლიერი, ტექნიკური მოჭიდავეა.ტედი რინერის რეკორდს მოხსნის.
სოსო
შეხედავ და იტყვი,ამან რა უნდა იჭიდავოსო,ამისი გრძელი კისრულით დახეთქება,მართლა მაგარი საყურებელი იქნება,მაგრამ რად გინდა,მაგის წამქცევი არავინ გამოჩნდა.მართლა მაგარი გოგოა და სასიხარულოა სამშობლოს პატრიოტიც რომ ყოფილა, ამავე დროს.გულით ვულოცავ გამარჯვებას.
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
20 წლის ჩოგბურთელი, რომელიც "მის იტალია 2019" გახდა [PHOTO]
28 ათასი დოლარი ერთ პოსტში - კოლუმბიელი მოდელი, რომელიც ფიტნესით გამდიდრდა [PHOTO]
ჟურნალისტი, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელები ინტერვიუზე უარს ვერ ეუბნებიან [PHOTO]
სპორტული ტელეწამყვანი, რომელმაც პოპულარობა სკანდალებით მოიპოვა [PHOTO]
უკრაინის ნაკრების მეკარე ფოტოსესიისთვის გაშიშვლდა [PHOTO]
მსაჯმა დამხმარე არბიტრს პირდაპირ მოედანზე ვნებიანად აკოცა [VIDEO]