ფიგურული სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის პირველობა კანადელმა პატრიკ ჩანმა მოიპოვა
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებმა გაითამაშეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა კანადელმა პატრიკ ჩანმა მოიპოვა.

მან გამარჯვებაზე პრეტენზია ჯერ კიდევ წინა დღეს, მოკლე პროგრამის შესრულებისას განაცხადა. ახალმა ვარსკვლავმა სარეკორდო - 93.02 ქულა მოიპოვა. ასევე მსოფლიოს ახალი რეკორდია გუშინ თავისუფალ პროგრამაში დაფიქსირებული შედეგი - 187,96 ქულა.

ჩანმა ჯამში 280.98 ქულა დააგროვა და დიდი სხვაობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ იაპონელ ტაკაჰირო კოძუკეს - მისი შედეგი იყო 258.41 ქულა. მესამე ადგილზე მასპინძელი მოციგურავე არტურ გაჩინსკი გავიდა.

იაპონელი ნობუნარი ოდა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე იყო, მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა. ტიტული დაკარგა შარშანდელმა ჩემპიონმა, კიდევ ერთმა იაპონელმა დაისუკე ტაკაჰაშიმ. ისიც საპრიზო სამეულის მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ციგურების გაუმართაობის გამო შეწყვიტა თავისუფალი პროგრამა და ხელმეორედ მოუწია თავისი პროგრამის შესრულება.

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა