გერმანულ სპორტულ მედიაში ახლა მთავარი თემა ნაკრების მძიმე მდგომარეობაა და გასაგები მიზეზების გამო ცოტა ხნით დავიწყებას მიეცა "ბაიერნი", რომელსაც ასევე კრიზისმა დარია ხელი. მაგრამ დასრულდა სანაკრებო ბატალიები და დავუბრუნდეთ საკლუბო ფეხბურთს...

ისე, ამას მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა - ამ დროისთვის ნიკო კოვაჩის გუნდს სატურნირო ცხრილში მე-6(!) ადგილი უჭირავს. კლუბის ხელმძღვანელობა საწინააღმდეგოს კი ამტკიცებს, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, კოვაჩს "მგლებთან" ფეხის დაცდენა არ აპატიონ.

მაინც რა სჭირს "ბაიერნს"? ბოროტი ენები ამბობენ, რომ კოვაჩს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს გუნდის ლიდერებთან - მაგალითად, ხამეს როდრიგესთან, ვისაც თვალი გაქცევაზე უჭირავს.

ასეა თუ ისე, "ვოლფსბურგი" სულაც არ არის იოლი მეტოქე, მით უმეტეს, საშინაო ასპარეზზე. "მონსტრს" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება. პირველი, რასაც გერმანიის ჯერაც საუკეთესო კლუბმა უნდა მიხედოს, დაცვაში არსებული უამრავი პრობლემაა.

ამ მატჩში "ბაიერნს" ვერ დაეხმარებიან დავიდ ალაბა, კინგსლი კომანი, რაფინია და კორენტენ ტოლისო. "ვოლფსბურგს" კი ნახევარდაცვის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ჯოშუა გილავოგი არ ეყოლება ტრავმის გამო.

ზოგიერთებისთვის მოულოდნელად სატურნირო ცხრილს სათავეში "დორტმუნდი" უდგას. ლუსიენ ფავრის გუნდს ამ ტურში რთული გასვლითი თამაში ელის "შტუტგარტთან". რა თქმა უნდა, სტუმართა მიზანი მოგება იქნება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "შვაბები" საკუთარ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

მასპინძელთა უმთავრესი ამოცანა "დორტმუნდის" ესპანელი ფორვარდის, პაკო ალკასერის შეჩერება იქნება, რომელიც ჩინებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს, თან არამარტო კლუბის სახელით. აგერ, რამდენიმე დღის წინ იყო ესპანეთ-ინგლისის მატჩი, რომელშიც პაკომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. სხვა საქმეა, რომ ამ გოლმა ესპანეთი ინგლისთან მარცხს ვერ აარიდა.

"დორტმუნდში" ტრავმის გამო გამორიცხულია მარკო როისის თამაში. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ფეხზე დააყენონ უნიჭიერესი ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი, ვისაც მსუბუქი დაზიანება აქვს.

ფაქტები

"აინტრახტსა" და "ფორტუნას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"აუგსბურგისა" და "ლაიპციგის" უკანასკნელ ორ მატჩში ორივე გუნდს არ გაუტანია.

"ნიურნბერგსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შტუტგარტსა" და "დორტმუნდს" შორის ბოლო 10 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ვოლფსბურგმა" და "ბაიერნმა" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"შალკემ" ბუნდესლიგის ზედიზედ 2 მატჩი მოიგო.

"ჰერტასა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

"გლადბახსა" და "მაინცს" შორის უკანასკნელ ორ თამაშში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. VIII ტური

პარასკევი, 19 ოქტომბერი

აინტრახტი-ფორტუნა 7:1

გოლები: 1:0, 4:0 სებასტიან ჰალერი (პენ. 20, 50), 2:0, 3:0, 5:1, 6:1, 7:1 ლუკა იოვიჩი (26, 34, 55, 69, 72), 4:1 დოდი ლუკებაკიო (53)

შაბათი, 20 ოქტომბერი

ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30

შტუტგარტი-დორტმუნდი 17:30

აუგსბურგი-ლაიპციგი 17:30

ვოლფსბურგი-ბაიერნი 17:30

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 17:30

შალკე-ვერდერი 20:30

კვირა, 21 ოქტომბერი

ჰერტა-ფრაიბურგი 17:30

გლადბახი-მაინცი 20:00

ბომბარდირები: 6 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 5 - ალასან პლეა (გლადბახი), ანჯეი დუდა (ჰერტა);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა