ლატვიის ნაკრების კარში გატანილმა გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული ღირსეულად დაიმსახურა.

გარდა ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლის ავტორი, რომელიც ლატვიის კარში გატანილ გოლს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ Sportall.ge-ს გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე ესაუბრება:

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ფეხბურთზე სიარული გიორგიმ?

- ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

- სკოლაში როგორ სწავლობდა, როგორი ბავშვი იყო?

- კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს.

- ხომ არ ჰქონდა მცდელობა, სხვა პროფესიაშიც ეცადა ბედი?

- იმდენად კარგ საფეხბურთო მონაცემებს ფლობს, ამის მცდელობა ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს და ძალიან ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ სფეროში.

- მშობლები რა პროფესიის ბრძანდებით?

- მე ეკონომისტი ვარ. მამა, მერაბი ელექტროინჟინერია. ჩემი უფროსი ვაჟი სუხიშვილებში ცეკვავდა. სამი ბიჭის დედა ვარ.

- უყურებთ გიორგის თამაშებს, როგორია მისი რეაქცია, მოწინააღმდეგის კარში გატანილი გოლების შემდეგ?

- ჩემთვის ძალიან ემოციურია გიორგის თამაშის ყურება. თავადაც გექნებათ ნანახი ეკრანებიდან, როგორი მოკრძალებულია გოლის გატანის შემდეგ. არც კი სურს ემოციების გამოხატვა.

- ფაქტობრივად, პატარა ასაკიდანვე აეწყო მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა, ის ხომ ჯერ 19 წლის არის ... ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში შედგა...

- დიახ, ასეა, თუმცა ამას საკუთარი ნიჭიერებითა და დაუღალავი შრომით მიაღწია. ჩვენ არავინ გვყავდა ისეთი, მას რომ დახმარებოდა.

- ბელგიურ გუნდ "გენტშიც" თამაშობს. რჩება დრო მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის? შეყვარებული ხომ არ ჰყავს?

- თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ აქვს და არც შეყვარებულია. სულ ფეხბურთით არის დაკავებული.

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის

1
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა? - აკაკი წერეთელი. ცუდად არ გაიგოთ,უბრალოდ შევასწორე.მთავარი წინადადების არსია
zurab
კარგია დედ-მამის შვილობა, ბუნება, მაგრამ დინამოს აკადემია და ის დაუღალავი შრომა მწვრთნელების, ოთხჯერადი კვება, სავარჯიშო პირობები და უმაღლესი აკადემიური განათლების მიღება ფეხბურთში - ამ ყველაფერმა მისცა საშუალება ამ უდაოდ ნიჭიერ ფეხბურთელს გამოჩენილიყო თავის ასაკში!! მადლობა დინამოსაც !! :)))
nia
ოოხ, მამას როგორ გავსსსს... ის ორი დედას.....მიდი გიორგიიიიიიიიიი!!!
bibi
წარმატებებს გისურვებ შენ ხარ ქართული ფეხბურთის იმედი ასე გააგრძელე შენი სამშობლოს გახარება!!!!
jiji
შოთა კი არა აკაია ეგ
შოთა
ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად, მხითარიანზე გონებაგახსნილ ფეხბურთელს ვხედავ მე მაგ ბიჭში, წინასწარ მტკიცება რა თქმა უნდა ყველაფრის ძნელია მაგრამ კოჭებში ეტყობაოო ხომ იცით ეს გამოთქმა
Gia
Udides carmatebebs gisurveb gio!ixara imravla da ixara shenma gvarma!!
გიორგი
შოთას - ფეხბურთი ისევე გვესმის როგორც თქვენ ბატონო შოთა. აგერ ბურთი და აგერ მოედანი. გამოჩნდება 2 წელიწადში. ჩაკვეტაძისგან მესი არ გამოვა. არც ბეილი და არც მოდრიჩი. იქნება ძალიან კარგი ფეხბურთელი, მაგრამ არა დიდი ფეხბურთელი. იქნება დაახლოებით იმ კლასის, რაც გენრიხ მხითარიანი.
გიორგი
რეალისტები ვიყოთ . მესის და მარადონას ნუ შევადარებთ. ჩაკვეტაძე გამოვა კარგი ევროპული დონის მოთამაშე და ვერ იქნება სუპერვარსკვლავი.
გელა ნუგზარაშვილი
ამწუთას გაიტანა გენტში . 0:3
temo
მაგარი ბიჭი ხარ დიდ რუსთაველს დავესესხები ,,მაგრამ აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა,,
გიორგი ჯანიკაშვილი
დავით ყიფიანის და გიორგი ქინქლაძის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მესამე ქართველი ფეხბურთელია,რომელიც ელეგანტურ ქართულ ფეხბურთს თამაშობს.გააზრებული და რაციონალურია მისი ყველა მანევრი;არცერთი ნაბიჯი უაზროდ.უპირველესად სასიხარულო ისაა,რომ ის სულ 19 წლისაა.ამ ასაკში ასეთი ფეხბურთი მსოფლიოს ბევრ კორიფეს არ უთამაშნია.შესანიშნავად მახსოვს 19 წლის მესი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთვქა,რომ პლეიმეკერის ამპლუაში გიორგის მესიზე უკეთესი ფეხბურთის თამაშიც შეუძლია.ამისთვის კი მრავალი სიტუაციის თანხვედრაც უნდა მოხდეს:მაღალი დონის გუნდი,მაღალი კლასის მწვრთნელი,მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და...რაც მთავარია ფიზიკური კონდიციების ამაღლება.(რამაც მას საშუალება უნდა მისცეს აიცილოს ხშირტრავმიანობა).ერთი სიტყვით გიორგის დიდი გუნდი სჭირდება და ჩემი ღრღმა რწმენით ის ამას ძალიან მალე მიიღებს.ვამჩნევ,რომ გიორგი ვარსკვლავური დაავადებით არასდროს ,,გახდება ავად''და საშუალებას მოგვცემს დიდხანს დავტკბეთ მისი ლამაზი ფეხბურთით.ბედნიერი გზებით გევლოს ჩემო გიორგი.მშობლებს კი უდიდესი მადლობა ასეთი შვილების გაზრდისათვის.
შოთა
დიდი ვარსკვავიც გამოვა და მსოფლიო დონის კლუბებშიც ითამაშებს, თქვენ ფეხბურთი არ გესმით ბატონებოო, მოესნის ხედვაც აქვს ტექნიკაც და სისწრაფეც. ქინქლაძეც კი არ აიყო მაგ ასაკში ეგეთი ჩამოყალიბებული, გაჩუმდით და უყურეთ ფებურთს, არავინ გიშლით )))
ზურა
ჩაკვე მაგარი ბიჭია, ვენაცვალე კაცობაში და ჯიგარში
გიორგი
რას აბუქებთ და ნუ გამოგყავთ თითქოს პელე იზრდებოდეს. ძალიან მაგარია, მაგრამ დიდი ვარსკვლავი ნაღდად ვერ იქნება. მაგ დონეს ვერ ითამაშებს. გენტშიც დიდი ვერაფერი.
გულშემატკივარი
მთელი საქართველო იმედით შესცქერის ამ ბიჭს, იმედია ესე გაარძელებს და მთელი მსოფლიო მისი გულშემატკივარი გახდება.
გგგ
უფრო მეტს მიაღწევს ქალბატონო. ასე გააგრძელოს და მილიონობით გულშემატკივარი ეყოლება. წარმატებებს ვუსურვებ! მისმა გამოჩენამ ყველას დიდი იმედი მოგვცა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს !!!
გოჩა
შენს გამზრდელს ვენაცვალე,რატომ ვნერვიულობთ ყველა,იმიტომ,რომ ქინქლაძის ასე ვთქვათ სინდრომი არ შეეყაროს,შენ გაიხარე როგორც ჩვენ.ვხარობთ,შენ ხარ მომავალი მიდი გიო მიდი და გაგმარჯვებოდეს ყველას.
ქუთაისელი
მადლობა მშობლებს, რომ კარგ კაცად გაზარდეს! ბუნებამაც გაუმართლა! დიდ წარმატებებს გისურვებ, გიორგი!
davita
რას ვაბუქებთ
euhh
გიორგის უდიდესი წარმატებები....რაც შეეხება სტატია კი იმდენად ღრმა და შინაარსიანია ვერ მოწყდები კაცი(((
გია
ყოჩაღ გიო, ნამდვილად ნიჭიერი ფეხბერთელი ხარ! ასე გააგრძელე თამაში არ გაჩერდე. გვჯერა წინ ბევრი წარმატებები გელის. გეტყობა, რომ ხარ თავმდაბალი ეს ძალიან კარგი თვისებაა სპორცმენისთვის. ერდადერთი შენი მტერია, ამდენმა ქებამ არ იმოქმედოს შენზე და როგორც იტყვიან "თავში არ აგივარდეს". ბევრმა ცობილმა ფეხბურთელმა ამ "სენით" დაამთავრა სპორტული კარიერა. იმედია შენ ეს არ გემუქრება! ასე გააგრძელეთ თამაში და გაგვახარეთ. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი.
lasha
კარგი ბიჭია ))
გულშემატკივარი
გენაცვალე გიო, ძალიან გთხოვ იმედები არ გაგვიცრუო ქართველ გულშემატკივარს.
გიორგი
ნუ აბუქებთ
დათო
ზუსტად გიორგიზეა ზედგამოჭრილი ,ქართული გამონათქვამი: კარგი ოჯახის შვილიაო!!! ძალიან გამეხარდა, რომ გიორგი ასეთ წესიერ, თავმდაბალ და ნამდვილ ქართულ ოჯახშია გაზრდილი!!! ყოჩაღ თქვენ!!!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება