საპლეიოფო სერიის მე-6 მატჩში "ატლანტამ" "ორლანდო მეჯიქი" შინ 84:81 დაამარცხა
ზაზა ფაჩულია აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია. დღეს, გამთენიისას, ატლანტაში გამართული საპლეიოფო სერიის მე-6 მატჩში, მასპინძლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და "ორლანდო მეჯიქი", რომელიც გასულ წინა სეზონში სულაც NBA-ს დიდ ფინალში გავიდა, 84:81 დაამარცხა.

სერიაც აქ დამთავრდა, რადგან ატლანტელების გამარჯვებების რიცხვმა სერიაში ოთხს უწია. საბოლოო ანგარიშია 4:2 "ატლანტას" სასარგებლოდ.

ამით "ატლანტამ" შური იძია "ორლანდოზე", რომელთანაც წინა სეზონის პლეი ოფის მეორე წრეში 0:4 შერცხვა. მაშინ ორლანდოელებმა ოთხივე თამაში ისე მოუგეს "ატლანტას", რომ ამ უკანასკნელს შანსი არ ჰქონია. ამასთან, "ატლანტამ" ზედიზედ მესამედ მოახერხა პირველი საპლეიოფო წრის გადალახვა, თუმცა ასეთი ძლიერი მეტოქე პირველად ჰყავდა.

მეორე წრეში, ანუ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ზაზა ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგის მქონე "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება, რომელიც სერიაში იოლად გაუსწორდა "ინდიანას" - 4:1.

ცოტა ხნის წინ დასრულებული "ატლანტა"-"ორლანდო" ძალიან დაძაბული გამოვიდა. შეხვედრა თითქმის სულ თანაბარი იყო და მისი ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ჯო ჯონსონმა გაამართლა გუნდის ლიდერის სახელი და გადამწყვეტ წამებში გონივრული მოქმედებებით "ატლანტას" გამარჯვება მოუტანა. ორლანდოელი ჯეი ჯეი რედიკის გამთანაბრებელ სამქულიანს კი ბოლო წამზე ჯოშ სმიტმა დააფარა.

ზაზამ ამ შეხვედრაში 23 წუთს ითამაშა და ძირითადად დუაიტ ჰოვარდის მეურვეობით იყო დაკავებული. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს თამაშიდან ერთხელ, ისიც უშედეგოდ შეუტია, ხოლო 2 საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა. საბოლოოდ ფაჩულიას 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.

"ატლანტასთვის" მომდევნო საპლეიოფო სერია 2 მაისს დაიწყება. მოედნის უპირატესობა, რა თქმა უნდა, "ჩიკაგოს" ექნება. გთავაზობთ მატჩების გამართვის ადგილებსა და თარიღებს.

1 მატჩი - ჩიკაგოში, 2 მაისს.

2 მატჩი - ჩიკაგოში, 4 მაისს.

3 მატჩი - ატლანტაში, 6 მაისს.

4 მატჩი - ატლანტაში, 8 მაისს.

5 მატჩი - ჩიკაგოში, 10 მაისს(თუ საჭირო გახდა).

6 მატჩი - ატლანტაში, 12 მაისს (თუ საჭირო გახდა).

7 მატჩი - ჩიკაგოში, 15 მაისს (თუ საჭირო გახდა).

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა