პირველ მატჩში მოურინიო გააძევეს, ამიტომ საპასუხო შეხვედრაში ის თავისი გუნდის ხელმძღვანელობას სამწვრთნელო სკამიდან ვერ შეძლებს
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩზე "ბარსელონასთან" VIP ლოჟის გამოყოფა მოითხოვა.

პირველ მატჩში, რომელიც 27 აპრილს მადრიდში გაიმართა, მოურინიო გააძევეს, ამიტომ საპასუხო შეხვედრაში ის თავისი გუნდის ხელმძღვანელობას სამწვრთნელო სკამიდან ვერ შეძლებს.

"ბარსელონასთან" პირველ მატჩში პორტუგალიელი მწვრთნელი არბიტრ ვოლფგანგ შტარკთან დავისთვის გააძევეს. მოურინიო თავისი გუნდის ფეხბურთელის პეპეს გაძევებით იყო უკმაყოფილო. მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საპასუხო მატჩს მოურინიო "რეალის" სპორტულ დირექტორ მიგელ პარდესასთან ერთად უყურებს. ამას გარდა, მწვრთნელთან ერთად კლუბის ორი პირადი მცველი იქნება. მოურინიოს უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლებს "ბარსელონაც" გამოუყოფს.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უეფამ მოურინიოს გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომელიც მან "ბარსელონასთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სპეციალური გამოძიება დაიწყო. "რეალის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ უეფა "ბარსელონას" ეხმარება, მსაჯები კი ამ გუნდის სასარგებლოდ რეგულარულად ცდებიან.

ხუთშაბათს "ბარსელონამ" უეფაში მოურინიოს წინააღმდეგ სარჩელის ოფიციალურად შეტანა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მალე "რეალის" ოფიციალურ საიტზე გაჩნდა განცხადება, რომ კლუბი პირველი ნახევარფინალური მატჩის დროს "ბარსელონას" არასპორტული საქციელის გამო უეფაში იჩივლებს.

"ბარსელონასა" და "რეალის" საპასუხო შეხვედრა 3 მაისს ბარსელონაში შედგება.

david
ვისაც არ სჯერა პეპეს გაძევების უსამართლობა კარგად უყურეთ ამ ლინკს და მერე მიხვდებით ვინ იყო გასაგდები სიმულიანტობაზე. http://www.youtube.com/watch?v=utqLJCACq_M&feature=share საერთოდ არ შეხებია პეპე დანი ალვეშს რაც ვიდეოზე შენელებულ კადრებში კარგად ჩანს.
david
ვისაც არ სჯერა პეპეს გაძევების უსამართლობა კარგად უყურეთ ამ ლინკს და მერე მიხვდებით ვინ იყო გასაგდები სიმულიანტობაზე. http://www.youtube.com/watch?v=utqLJCACq_M&feature=share საერთოდ არ შეხებია პეპე დანი ალვეშს რაც ვიდეოზე შენელებულ კადრებში კარგად ჩანს.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად