ბორჯღალოსანმა ზურაბ ჟვანიამ ინგლისური ‘უოსფსის’ მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი ლელო გაიტანა და ამავე შეხვედრაში სალელოვე პასიც მიითვალა.

27 წლის მარცხენა ბურჯმა ლელო „ბზიკების“ შემადგენლობაში ჩატარებულ პირველსავე მატჩში გაიტანა, მაგრამ ის სეზონისწინა, გასახურებელი თამაში იყო. ამჯერად მან თავი ოფიციალურ შეხვედრაში გამოიჩინა და ჩემპიონთა თასის მეორე ტურში, ინგლისურ დერბიში ‘ბათი’ დაალელოვა. ჩემპიონთა თასზე ზურას ლელო აქამდეც გაუტანია. მან თავი 2015 წელს, ‘სტად ფრანსეს’ მაისურით იტალიური ‘ბენეტონის’ წინააღმდეგ გამოიჩინა.

პირველ ტურში დიდი ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ, ‘უოსფსი’ საკუთარ კედლებში ‘ბათთანაც’ მარცხდებოდა. სტუმრებმა ტაიმი 21:7 მოიგეს, თუმცა 48-ე წუთისთვის ანგარიში გათანაბრდა და ამაში ქართველის წვლილი უდიდესია. მან ჯერ 5-მეტრიანის სიახლოვეს შეუტია, ბოლო მცველი აიყვანა და ოფლოუდით თანაგუნდელი ლელოში შეუშვა, ხოლო 48-ე წუთზე კარის წინ თავადვე გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა - 21:21.

თამაში, რომელსაც 15 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო ფრედ დასრულდა - 35:35. ჟვანიამ პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა და ლელოსა და სალელოვე პასის გარდა 6 ბოჭვა, ერთი თერნოვერი და ორი ოფლოუდი გაახერხა. მისი გუნდი ჩემპიონთა თასის პირველ ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ლიდერ ‘ტულუზას’ მხოლოდ 5-ით ჩამორჩება.

მეოთხე ჯგუფს ‘რასინგ 92’ ლიდერობს, რომელმაც წინასასეზონო მზადება თბილისში გაიარა და რომლის ღირსებას ორი ქართველი ლეგიონერი იცავს. პარიზელებმა ‘სკარლეტსის’ სტუმრად დამარცხების შემდეგ, მეორე ტურში ირლანდიური ‘ოლსტერი’ ბონუსით დაამარცხეს - 44:12.

20 წლის გურამ გოგიჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 57 წუთი გაატარა, ბურთით 10-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 27 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 8 ბოჭვა შეასრულა. 57-ე წუთზე გოგიჩაშვილი ვასილ კაკოვინმა შეცვალა და 23 წუთში 6 ბოჭვა შეასრულა.

მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყო ‘მონპელიე’, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა მიიღო, ინგლისში ‘ნიუკასლთან’ 20:23 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან ჩილაჩავა და ის 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიხეილ ნარიაშვილმა 60 წუთი ითამაშა.

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ფრანგული ‘კლერმონი’ ლიდერობს, რომელმაც პირველ ტურში ‘ნორთჰემპტონი’ ინგლისში, ხოლო მეორეში რუმინული ‘ტიმიშუარა’ ბონუსით დაამარცხა - 70:12. ფრანგები რუმინელებს მეორე შემადგენლობით დაუხვდნენ. მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა ბექა კაკაბაძემ, რომელიც 50-ე წუთზე 18 წლის გიორგი ბერიამ შეცვალა. მისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ‘კლერმონის’ პირველი გუნდის შემადგენლობაში.

მეორე ჯგუფში, ფრანგულ დერბიში, ‘სტად ფრანსე’ ‘პოს’ ეწვია და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 15:21. მიმდინარე სეზონში პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი მელიქიძემ. აქამდე ის ტოპ 14-ში შეცვლაზე, რამდენიმე წუთით შევიდა, ამჯერად კი ძირითადში იყო. მელიქიძე 33-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროში 10 ბოჭვის შესრულება მოასწრო.

მესამე ჯგუფში, ‘ბორდოს’ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ლექსო ყაულაშვილმა, თუმცა მეორე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მისი გუნდი ‘პერპინიანს’ დაუზავდა - 25:25.

მეოთხე ჯგუფში ‘ლა როშელთან’ სტუმრად დიდი სხვაობით დამარცხდა ‘ენისეი’, თუმცა ამჯერად 4 ლელოს გატანა მოახერხა და ბონუსი ჩაიწერა - 26:64. რუსეთის ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო შალვა მამუკაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 40 წუთი გაისარჯა.

მეხუთე ჯგუფში ‘აჟენმა’ იტალიური ‘ბენეტონი’ 20:19 დაამარცხა. ფრანგთა რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა. ამავე ჯგუფში ‘გრენობლმა’ ‘ჰარლიქუინსს’ 19:13 სძლია. მასპინძელთა შორის 50-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა, რომელსაც ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა.

ევროთასებზე ახლა თვენახევრიანი შესვენებაა. კლუბები შიდა ჩემპიონატებს დაუბრუნდებიან, ნოემბერში სანაკრებო ტესტ-მატჩები გაიმართება, ხოლო ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები დეკემბერში ჩატარდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან