ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა განიხილა.

ამის შესახებ კონორმა "ინსტაგრამზე" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბთან მეოთხე რაუნდში მარცხის შემდეგ კონორი ჩუმად იყო, მეორე დღეს კი რევანში მოითხოვა, მაგრამ კომენტარი ბრძოლაზე არ გაუკეთებია. ამის მერე კონორი აშშ-ის გარშემო საკუთარი ვისკის პოპულარიზაციისთვის მოგზაურობდა.

ორი კვირის შემდეგ კი უკვე კონორმა დეტალურად განიხილა ხაბიბთან ბრძოლა.

"ფიქრები ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ.

პირველი რაუნდი. სპორტული თვალსაზრისით, ეს რაუნდი მისი იყო. ის ტოპ-პოზიციაში იყო გალიასთან ახლოს, თუმცა პოზიცია უკეთესი არ გახდა, ის ზიანს ვერ მაყენებდა, მაგრამ ზემოდან იყო.

საბრძოლო თვალსაზრისით, პირველი რაუნდი ჩემი იყო. რამდენიმე დარტყმა მიზანში მოხვდა. თავიდანვე მზად ვიყავი ბრძოლისთვის. მუხლი თავში, იდაყვი ყველა სცენარში. მეტოქე უბრალოდ ფეხებს მიჭერდა გალიასთან ახლოს მთელი რაუნდის განმავლობაში.

მეორე რაუნდი. გალიაში ჩემგან გარბოდა. შემდეგ დაწყევლილი დარტყმით მარჯვნიდან მომახვედრა, რომელმაც რაუნდისა და ბრძოლის მსვლელობა შეცვალა. ეს კარგი დარტყმა იყო.

გაშვებული დარტყმის შემდეგ უკან დავიხიე, მაგრამ უმალვე ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ისევ დამაგდო და გამთიშა. ეს სპორტია და მან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, რომელმაც დომინირება გამოიწვია. კარგი ნამუშევარია.

თუ ჩართული ვიქნები და დგომაში უფრო მეტ პატივისცემას დავუთმობ, მისი მარჯვენა ხელი არასდროს შემეხება. სულ სხვანაირად ვილაპარაკებთ.

საერთოდ არ მიმიცია მნიშვნელობა მისი დგომისთვის მომზადების პერიოდში. საბრძოლო სპარინგებსაც არ ვმართავდი - მხოლოდ შემტევი "გრეპლერები" და მოჭიდავეები. ასეთი რამე არ განმეორდება. გარდა ამისა, ჩემს შემტევ "გრეპლინგის" ცოტა დროს ვუთმობდი - დაცვაზე ჩავიციკლე.

გაკვეთილია ჩემთვის.

მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინეთ და თქვენი უნარების კრებულს. შენი სამყაროს ბატონი შენ ხარ. მე ჩემი სამყაროს ბატონი ვარ. ჩემი რჩევები უნდა მოვისმინო.

მესამე რაუნდი. კარიერაში ყველაზე ცუდი რაუნდის შემდეგ დავბრუნდი და მოვიგე. კვლავ წინ მივდივარ. ვაიძულებ, უკან დაიხიოს და მზად ვარ, ვიჩხუბო.

მეოთხე რაუნდი. ჩემი აღდგენითი უნარი ისეთ დონეზე არაა, როგორზეც უნდა იყოს. ეს ჩემი შეცდომაა.

რამდენიმე გაცვლა მოვიგე მეოთხე რაუნდში. ის კვლავ მაგდებს და ცუდ პოზიციაში აღმოვჩნდი - რაუნდის ბოლომდე კიდევ სამი წუთი იყო. ვმუშაობ, რომ პოზიცია დავიბრუნო. ბოლოს და ბოლოს, გალიისკენ ზურგით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში.

აქ კრიტიკული შეცდომა დავუშვი, როცა გადამწყვეტ მომენტში ხელით დაჭერაზე უარი ვთქვი. მას ზურგი დავუტოვე და წავაგე - ყველაფერი სამართლიანადაა.

რა შეიძლება ვთქვა? შესანიშნავი ბრძოლაა, მომეწონა.

ჩემს თავში ბოლომდე თავდაჯერებული და აბსოლუტურად მომზადებული დავბრუნდები.

არაა პრობლემა, თუ მომენტალურ რევანშს არ მივიღებ - შევხვდები რიგში შემდეგს.

ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

მალე შევხვდებით, ჩემო საყვარელო ფანებო, მიყვარხართ ყველა!

ufc
ხაბიბი და ბალანსი? გამძლეობა აქვს კარგი. ტექნიკა არ უვარგა. დგომი არ უვარგა. ტიპური სამბისტია, ჭიდაობის და ჩახუტების იქით არაფერი))) იგებს იმის ხარჯზე, რომ სპარტანული წესით ცხოვრობს და არც მონდომება ვარჯიშს აკლებს და ამ ქათამივით ვისკის სმაში და გულავში არ ატარებს სავარჯიშო დროს. ერთი ჩხუბი უნდა თავისზე ან თავისნაირად გამძლე + უფრო ტექნიკურ ტიპთან. კაკრას ტონი არის ეგეთი.
კახა
მიუხედავად წაგებისა,და ხაბიბის პატივისცემისა,კონორი ლეგენდაა უკვე.პირველმა შეძლო ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრის მოპოვება ისტორიაში,რაც ძაან რთულია.და ისეთი გამძლე მებრძოლია დარტყმების მიმართ,ასეთი არ არავინ ყოფილა.თვით მეივეზერმაც კრივის ლეგენდამაც ვერ გათიშა.გასაკვირია! ერთადერთი რაც არ მომწონს, მებრძოლისთვის უღირსი ქცევებო აქვს! რაც შეეხება ჰაბიბის. ძაან მაგარი მებრძოლია,უძლიერესია საბრძოლო სამბოს ფლობს ძაან მაგრად და ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას. ისე საინტერესო იქნება რევანში.კონორი უფრო დაკვირვებულად იცხუბებს
ზურა
კონორი არის საშუალო დონის მებრძოლი. მაგ წონაში ტოპ 5 კი არაა. ნურმაგომედოვი ბევრად დაბალანსებული და გამძლე მებრძოლია. ახლოსაც კი არაა კლასით მაკგრეგორი. სრული დომინირება და დეკლასირება. 10 შეხვედრიდან ათივეს წააგებს კონორი. დგომშიც კი აჯობა სამბოისტმა ჰაბიბმა და რაზეა საერთოდ ლაპარაკი. პირადად ჩემთვის კონორის ბრძოლა უკვე უინტერესოა. ფერგიუსონი ნურმაგომედოვი ბევრად საინტერესოა
ვახო...
ადეკვატური და სამართლიანი დასკვნა გამოიტანა კონორმა ბრძოლის შემდეგ... იმედია, მალე, ძველ კონორს ვიხილავთ და რევანშიც მის სასარგებლოდ დასრულდება.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"თოფურია ცარუკიანთან უშანსოდაა" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა