სტოკჰოლმში "ლენარტ იოჰანსონის თასი 2011"-ზე საქართველოს ორი ასაკობრივი ნაკრები გამოდის
დღეს, სტოკჰოლმში დაიწყო "ლენარტ იოჰანსონის თასი 2011"-ის საერთაშორისო ტურნირი 1997 და 1998 წელს დაბადებულ ვაჟთა გუნდებს შორის, სადაც საქართველოს ორი ასაკობრივი ნაკრები - U14 (მთ. მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა) და U15 (მთ.მწვრთნელი - ნოდარ აკობია) ასპარეზობს.

თბილისის დროით 13:00 საათზე, ტურნირის პირველი შეხვედრა 14-წლამდელებმა გამართეს ფინური "ჰიკი"-ს წინააღმდეგ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ჰიკი-საქართველო U14 1:5

სასტარტო შემადგენლობა: ჩოჩიშვილი, წერეთელი, ყურშავიშვილი, ბედიევი (კაპ), კუხიანიძე, არდაზიშვილი, ბუღრიძე, ვარძელაშვილი, არველაძე, კვანტალიანი, ლეჟავა

ქართველების უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა. გოჩა ტყებუჩავას შეგირდები განსაკუთრებით კარგად ართმევაზე თამაშობდნენ. აშკარა იყო მათი უპირატესობა მოედნის ცენტრშიც.

ანგარიში მე-11 წუთზე ლუკა ვარძელაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოში ორი მცველი მოატყუა და ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა. მეორე გოლი "ჰიკის" კარში მე-17 წუთზე, ვატო არველაძემ გაიტანა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა. 21-ე წუთზე კი, თავი უკვე რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა. 3:0 - ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.

ტყებუჩავას გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. მე-10 წუთზე, ლამაზი სოლო-რეიდის შემდეგ, მეოთხე ბურთი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა - 4:0. მე-17 წუთზე კი, იმავე ბუღრიძემ დუბლი შეასრულა.

თამაშის მიწურულს, ფინელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 5:1.

თბილისის დროით 15:00 საათზე, „ლენარტ იოჰანსონის თასის“ გათამაშებაში საქართველოს 15–წლამდე ნაკრები გუნდიც ჩაება. ქართველთა მეტოქე ავსტრიული „შტურმი“ იყო. მატჩის მეორე ტაიმის 23–ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ავსტრიელებმა თამაშის მოგება მოახერხეს.
საქართველო U15 (სასტარტო შემადგენლობა): ქურდაძე, კაკიაშვილი, კევლიშვილი, კაციტაძე, კომახიძე, წივილაშვილი, ლაშხია, ქორიძე, ბერიძე, მიქელთაძე, ჯობავა
საღამოს შეხვედრები 21:00 საათიდან დაიწყება. 14-წლამდელები დანიურ "ლინგბი"-ს დაუპირისპირდებიან. 15-წლამდელები კი, ფინურ "ჰონკა"-სთან მოსინჯავენ ძალებს.

gff.ge

U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო