ევროპის ტოპ-5 ლიგების "უკანასკნელი მოჰიკანი" "პარი სენ-ჟერმენია", მხოლოდ თომას ტუხელის გუნდია სეზონის დაწყებიდან უდანაკარგო, თუმცა ლიგა 1-ის მორიგ ტურს პსჟ ძალიან ცუდ ხასიათზე ხვდება - "ნაპოლისთან" ფრის შემდეგ კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროწარმატება?

თომას ტუხელისთვის არავის დაუძახია და არ უთქვამს, რომ ლიგა 1 მოსაგებია, კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა, ლიგა 1-ში უნაი ემერისაც უკონკურენტო გუნდი ჰყავდა. ამასობაში, პსჟ-ს 10-მატჩიან მოგებათა სერიას საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე სერიოზული საფრთხე დაემუქრა - კვირას ლიგა 1-ის უმთავრესი მატჩია - სამხრეთი ჩრდილოეთის წინააღმდეგ, "კლასიკი" - "მარსელი" მშობლიურ "ველოდრომზე" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს.

ლე კლასიკი, ფრანგული დერბი, ფრანგული კლასიკო, კიდევ მრავალი სახელით არის ცნობილი ფრანგული საკლუბო ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩი სულ რაღაც 1971 წელს გაიმართა. რას იზამ, პსჟ-ს ისტორია არც ისე მდიდარია.

ყველა შეჯიბრებაში ეს ამ გუნდების 95-ე დაპირისპირება იქნება. პსჟ-მ 40 მოიგო, ხოლო "ოლიმპიკმა" - 32. უშუალოდ ლიგა 1-ს რაც შეეხება, ეს იქნება ამ კლუბების 79-ე დაპირისპირება, რომელთაგანაც "ოლიმპიკმა" 31 მოიგო, ხოლო პსჟ-მ - 28. გოლების თანაფარდობა თითქმის იდენტურია - 103:102 მარსელელთა სასარგებლოდ.

2018 წელს ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თებერვალში სამდღიანი ინტერვალით, ჯერ ჩემპიონატში, შემდეგ კი თასზე. ორივეჯერ შედეგი ერთნაირი იყო - 3:0 პსჟ-ს სასარგებლოდ. ამ ექვსი გოლიდან 2-2 ედინსონ კავანისა და ანხელ დი მარიას ანგარიშზეა, ერთი კი - კილიან მბაპეს.

ლიგა 1. XI ტური

პარასკევი, 26 ოქტომბერი

ნიმი-სენტ ეტიენი 1:1

გოლები: 0:1 რემი კაბელა (1), 1:1 რაშიდ ალი (74)

შაბათი, 27 ოქტომბერი

ანჟერი-ლიონი 19:00

ამიენი-ნანტი 20:00

გენგამი-სტრასბური 22:30

ლილი-კაენი 22:00

მონაკო-დიჟონი 22:00

ტულუზი-მონპელიე 22:00

კვირა, 28 ოქტომბერი

რენი-რეიმსი 18:00

ბორდო-ნიცა 20:00

მარსელი-პსჟ 23:59

ბომბარდირები: 9 - კილიან მბაპე (პსჟ); 8 - ნეიმარი (პსჟ); 7 - ნიკოლა პეპე (ლილი), ფლორიან ტოვენი (მარსელი), ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო), ემილიანო სალა (ნანტი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან