ეშტორილის ვაჟთა ტურნირში ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა - ოთხივე მატჩში განთესილებმა იმარჯვეს
მამაკაცებმა მორიგ სათამაშო დღეს მერვედფინალური ეტაპი დაასრულეს. მიუნხენში ადგილობრივმა ჩოგბურთელებმა 50-პროცენტიანი შედეგი აჩვენეს - ორმა მოთამაშემ მეოთხედფინალში გააღწია და ორიც გამოეთიშა ბრძოლას.

ორი წლის წინანდელმა ჩემპიონმა ფილიპ კოლშრაიბერმა გერმანულ დერბიში მოუგო დენის გრემელმაიერს - საათსა და ცხრა წუთში ორი სეტი გათამაშდა. სატურნირო ბადეში სხვა ჩოგბურთელის ტრავმის გამო მოხვედრილმა გრემელმაიერმა რვა ეისი ჩააწოდა, თუმცა ოთხივე ბრეიკ-პოინტი გაანიავა, იმ დროს, როცა კოლშრაიბერმა ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ნახევარი გამოიყენა, რამაც დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.

ყველაზე მაღალ ნომრად განთესილმა გერმანელმა ფლორიან მაიერმა რუსი თეიმურაზ გაბაშვილი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მაიერისთვის ეს წელს მეხუთე მეოთხედფინალია ATP-ის ტურნირებზე.

ბელგრადშიც ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა და აქაც დღემ ადგილობრივი ჩოგბურთელებისთვის მეტნაკლებად წარმატებულად ჩაიარა.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა იანკო ტიპსარევიჩმა, რომელმაც მიშა ზვერევს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო. ამასთან, გერმანელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, ტიპსარევიჩმა კი ცხრა ასეთი შანსი მიიღო და ხუთი გამოიყენა. სერბს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა - საკუთარ მოწოდებაზე იანკომ მხოლოდ ათი ქულა წააგო, მეტოქისაზე - 15. მან უბრალოდ არ შეიმჩნია ზვერევის წინააღმდეგობა.

სამაგიეროდ წააგო მეორე სერბმა - მეორე ნომრად განთესილმა ვიქტორ ტროიცკიმ. ზვერევის მსგავსად მასაც არ ჰქონია შანსი ესპანელი მარსელ გრანოლერსის წინააღმდეგ. პირენეელი უფრო სტაბილურად თამაშობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრუნტის კორტებზე. საბოლოოდ, 13 ბრეიკ-პოინტიდან რვის გამოყენებით გრანოლერსმა უდიდესი უპირატესობა მიიღო და ორ სეტში გაიმარჯვა.

ასევე წააგო მესამე ნომრად განთესილმა გილერმო გარსია-ლოპესმა. ინდოელ სომდევ დევარმანთან მატჩში, რომელიც სამსაათნახევარი გაგრძელდა, ესპანელმა ტაი-ბრეიკზე დათმო პირველი და მესამე სეტები, ისე კი მეტოქეზე მეტი ქულა აიღო.

სამაგიეროდ, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ეშტორილში - იმ დღეს ჩატარებულ ოთხივე მატჩში განთესილმა ჩოგბურთელებმა გაიმარჯვეს.

ფერნანდო ვერდასკო პორტუგალიელ ფრედერიკო ჟილს 6:1, 5:1-ს უგებდა, როცა რითმიდან ამოვარდა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. თუმცა ესპანელმა შემოკლებული გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მეტოქეს მესამე სეტის შანსი არ მისცა. ვერდასკო ამ სეზონში ძალიან ცუდ სეზონს ატარებს - მისთვის ეს 2011 წელს მხოლოდ მეცხრე მოგება იყო.

გრუნტის კორტების მიუხედავად, კევინ ანდერსონი კარგად აწვდიდა და ამის ხარჯზე დაამარცხა ვიქტორ ჰანესკუ. მთელი მატჩის განმავლობაში სამხრეთაფრიკელმა მეტოქეს მიღებაზე ერთი შანსიც არ მისცა, თავად კი სამი ბრეიკი გააკეთა და ორ სეტში გაიმარჯვა.

ასევე ორ სეტში დაასრულეს თავიანთი შეხვედრები ჟილ სიმონმა და მილოშ რაონიჩმა, რომლებმაც შესაბამისად კარლოს ბერლოკი და ჟოაო სოუზა დაამარცხეს.

სამაგიეროდ, ეშტორილში ქალებს შორის იყო უცნაური დღე. ერთბაშად გამოეთიშნენ ბრძოლას პირველი, მეორე და მესამე ნომრები.

ალისა კლეიბანოვა გერმანელმა კრისტინა ბაროისმა დაამარცხა. ამასთან, პირველ სეტში რუსი 4:1-ს იგებდა, რის შემდეგაც მომდევნო 13 გეიმიდან 11 წააგო. მეორე ნომერმა იარმილა გაიდოშოვამ, როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად აღნიშნა ამ კვირას თავისი დაბადების დღე და ვერ გაუმკლავდა მონიკა ნიკულესკუს. არადა, ავსტრალიელს კარგი შანსი ჰქონდა - პირველი პარტია 7:5 მოიგო და მეორეში 4:2 იყო დაწინაურებული, რის შემდეგაც შეცდომებს უმატა და დამარცხებულმა დატოვა კორტი.

ამ მატჩების ფონზე კლარა ზაკოპალოვას მარცხი ანაბელ მედინა გარიგესთან დიდ მოულოდნელობად არ მოსჩანს. გამოცდილი ესპანელი გრუნტზე ყოველთვის სახიფათოა, რაც დაამტკიცა კიდეც ექვსი ბრეიკის აღებით.

ბარსელონაში დღე იტალიური გამოდგა, რადგან ამ ქვეყნის ორმა წარმომადგენელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.

რობერტა ვინჩი ვირჟინ რაზანოს გაუსწორდა. საერთოდ ეს იტალიელი ბარსელონაში კარგად თამაშობს - 13 მატჩიდან 12 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. ვინჩიმ ორი წლის წინ მოიგო მთავარი პრიზი, შარშან კი ფინალში ითამაშა.

სარა ერანიმ თავისი თანამემამულე ალბერტა ბრიანტი დაამარცხა, რომელმაც წინა კვირას კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

ATP

BMW Open

მიუნხენი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 500 ევრო

1/8 ფინალი

ფლორიან მაიერი (გერ, 5)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:4, 7:6; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 8)-დენის გრემელმაიერი (გერ) 6:3, 6:3; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-დასტინ ბრაუნი (იამ) 7:6, 6:7, 6:3; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 7)-ჯულიან რაისტერი (გერ) 3:6, 7:6, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 3)-ორასიო სებალიოსი (არგ) 6:3, 7:6.

Serbia Open

ბელგრადი (სერბეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 373 200 ევრო

1/8 ფინალი

ფილიპო ვოლანდრი (იტა)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:3, 1:6, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-მიშა ზვერევი (გერ) 6:2, 6:0; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:2, 6:3; სომდევ დევარმანი (ინდ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 7:6, 2:6, 7:6.

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/8 ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:2, 6:1; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ფრედერიკო ჟილი (პორ) 6:1, 7:6; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:4, 6:2.

WTA

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

კრისტინა ბაროისი (გერ)-ალისა კლეიბანოვა (რუს, 1) 6:4, 6:2; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 2) 5:7, 6:4, 6:2; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 3) 6:3, 7:5; იოჰანა ლარსონი (შვედ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:2, 7:5.

Barcelona Ladies Open

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

სარა ერანი (იტა, 5)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:2, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 6)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:4, 6:1; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ესტრელა კაბესა კანდელა (ესპ) 6:4, 6:4; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ლაურა პოუს-ტიო (ესპ) 6:5 შეწყდა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა