არ არის მესი, არ არის პრობლემა - ახლანდელ "რეალს" ლუის სუარესიც ეყო, რომელმაც "ელ კლასიკოზე" თავი ჰეთ-თრიკით გამოიჩინა. ამბობენ, რომ ხულიენ ლოპეტეგი ამ ღამეს ვერ გადაიტანდა "რეალის" თავკაცის პოსტზე, დღეს კი მას ანტონიო კონტე შეცვლის...
"რეალი" კრიზისშია, რადგან კლუბმა კრიშტიანო რონალდოს შემცვლელი არ შეიძინა. კარგად გამოჩნდა, რას ნიშნავდა "სამეფო კლუბისთვის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.
"კამპ ნოუზე" "რეალი" მარსელოს გოლმა კი გამოაფხიზლა, 1:2-ზე მწვავედ შეუტია კიდეც, მაგრამ სუარესის გოლმა სტუმრები გატეხა. ასე აღმოჩნდა "სამეფო კლუბი" მე-9 ადგილზე. ასეთებს კი ლოპეტეგის კი არა, საქვეყნოდ აღიარებულ ლეგენდებს არ პატიობენ "რეალში". ლოპეტეგის ბედი გადაწყვეტილად გვეჩვენება.
28.10.18 ბარსელონა–რეალი 5:1
კლასიკოს ფაქტები
ბოლო სამი მატჩი, როცა "რეალმა" კლასიკოზე 5 და მეტი გოლი გაუშვა - 2009 წ. - 2:6, 2010 - 0:5, 2018 - 1:5.
თუ ლეო მესის არ ჩავთვლით, ლუის სუარესი "ბარსას" პირველი ფეხბურთელია რომარიოს მერე (1994 წ), ვინც "რეალს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
მარსელომ კარიერაში პირველად გაიტანა "რეალის" მაისურით ზედიზედ სამ თამაშში.
ფილიპე კოუტინიოს გოლი 30 პასის მერე გავიდა. ეს არის საუკეთესო შედეგი კლასიკოების ისტორიაში, სულ მცირე, 2005/06 წლების სეზონიდან.
"რეალმა" "კამპ ნოუზე" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (2 მოგება, 2 ფრე).
ბასკურ "ალავესს" საოცარი სტარტი აქვს - 10 ტურში 20 ქულა და მეორე ადგილი - ამაზე აბელარდოს გუნდის ფანები ვერც კი იოცნებებდნენ. "ალავესს" ერთი გამორჩეული ვარსკვლავიც კი არ ჰყავს, თუმცა ბასკური კლუბი ფონს გუნდურად გადის.
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" დორტმუნდის კოლაფსი, როგორც ჩანს, დაივიწყა. "რეალ სოსიედადის" დამარცხების შემდეგ ცხადი გახდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ატლეტიკოს" ჩამოწერა არ შეიძლება. ლა ლიგაში წყალი ამღვრეულია და არ გაგვიკვირდება, თუ თევზს ასეთ წყალში დიეგო სიმეონე დაიჭერს.
27.10.18 ატლეტიკო - სოსიედადი 2:0
ფაქტები
კიკე სეტიენმა (ბეტისი) სამწვრთნელო კარიერაში პირველად წააგო "ხეტაფესთან".
როდრი ერნანდესმა (ატლეტიკო) 15-ჯერ დაუბრუნა "ატლეტიკოს" ბურთი - ეს ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო შედეგია "ატლეტიკოს" ფეხბურთელისთვის.
"ატლეტიკო" ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში პირველ ტაიმებში გოლი არ გაუშვია.
პაბლო სარაბიას (სევილია) 12 გოლი აქვს გატანილი ყველა შეჯიბრებაში. ლა ლიგის ფეხბურთელებში მსგავსი შედეგი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.
ლა ლიგა. X ტური
ვალიადოლიდი-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 იგლესიასი (20), 1:1 ვერდე (91)
ჟირონა-რ. ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 პორტუ (34-პენ), 2:0 პორტუ (45), 2:1 გალვესი (61)
გაძევება: ლოსანო (88. ჟირონა)
ბილბაო-ვალენსია 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი (70. ვასი), კონდოგბია, პარეხო, კოკლენი - ბატჩუაი (46. გამეირო), როდრიგო
სელტა-ეიბარი 4:0
გოლები: 1:0 ასპასი (5), 2:0 ასპასი (36), 3:0 ბ. მენდესი (56), 4:0 ასპასი (82)
ლევანტე-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 როჯერი (14), 2:0 როჩინა (90)
ატლეტიკო-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 გოდინი (45), 2:0 ფილიპე ლუიში (60)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი (46. ფილიპე ლუიში) - ა. კორეა (82. ლემარი), კოკე, როდრი, საულ ნიგესი - დიეგო კოშტა, გრიზმანი
ხეტაფე-ბეტისი 2:0
გოლები: 1:0 მოლინა (60), 2:0 ფულკიე (62)
ბარსელონა-რეალი 5:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (11), 2:0 ლ. სუარესი (30-პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1 ლ. სუარესი (75), 4:1 ლ. სუარესი (83), 5:1 ვიდალი (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (84. ვიდალი) - რაფინია (69. სემედუ), ლ. სუარესი, კოუტინიო (74. დემბელე)
რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო, ვარანი (46. ლ. ვასკესი), სერხიო რამოსი, მარსელო (82. მარიანო დიასი) - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (77. ასენსიო), ბენზემა, ისკო
ალავესი-ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 მორენო (10), 1:1 კალერი (51), 2:1 ბასტონი (94)
სევილია-უესკა 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (65), 2:0 სარაბია (78), 2:1 პულიდო (93)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კარისო, კიაერი (24. მერკადო), გომესი - ხესუს ნავასი, ფ. ვასკესი, ბანეგა (89. მესა), არანა - სარაბია - ანდრე სილვა (53. პრომესი), ბენ იედერი
ბომბარდირები: 8 - იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ანდრე სილვა (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).
მომდევნო ტური
3 ნოემბერი: ლეგანესი-ატლეტიკო, რეალი-ვალიადოლიდი, ვალენსია-ჟირონა, რაიო ვალეკანო-ბარსელონა
4 ნოემბერი: ეიბარი-ალავესი, ვილიარეალი-ლევანტე, უესკა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-სევილია, ბეტისი-სელტა
5 ნოემბერი: ესპანიოლი-ბილბაო
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა - "ვესტ ჰემის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
ფონსეკამ "მილანიდან" დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"ვესტ ჰემმა" ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოფიციალურად: გრემ პოტერი "ვესტ ჰემის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი ლოპეტეგი შეიძლება გადააყენონ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილმა ლოპეტეგიმ შესაძლოა, სანაკრებო დონეზე გადაინაცვლოს
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს