მოურინიომ რონალდო "სარაგოსასთან" მატჩის განაცხადში მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო არ შეიყვანა?
მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებსაიტი ყველა დაინტერესებულს სთავაზობს ვიდეოკრებულს, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ პეპესა და დანი ალვეშს შორის "კლასიკოს" მე-60 წუთზე კონტაქტი არ ყოფილა - პორტუგალიელი მართლაც გაშლილი ფეხით მიდის მეტოქეზე, მაგრამ ბრაზილიელი ასწრებს გარიდებას.

ყველას გვახსოვს, რომ ამ ეპიზოდს პეპეს გაძევება და "რეალის" მარცხი მოჰყვა. ცხადია, რომ ალვეშმა სასტიკად გააფორმა ეპიზოდი და მსაჯს წითელი ბარათი დასტყუა.

ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომმა გამონათქვამებმა კი დიდი რეზონანსი გამოიწვია, "ბარსელონამ" უეფაში უჩივლა "რეალს" და ახლა მოურინიო, შეიძლება, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. უეფას სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმეს 6 მაისს განიხილავს.

გუშინ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც, წესით, "სარაგოსასთან" დღევანდელ მატჩს ეძღვნებოდა, თუმცა, ბუნებრივია, მთავარი თემა მაინც "კლასიკო" და სკანდალი იყო.

"დღეს კიდევ უფრო დიდად ვარ მონდომებული "რეალის" მწვრთნელი ვიყო, რადგან უკვე კარგად ვიცი, რა გუნდს წარმოვადგენ - ჩვენი ფორმები თეთრია და თეთრი სიწმინდის ნიშანია. აღარც კი ვიცი მეტი რაღა ვთქვა იმ თამაშზე, ათასობით სიტყვა უძლურია, გამოსახულებასთან შედარებით. ფოტოებმა და ვიდეოებმა კი მთელი პლანეტა შემოირბინეს. მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და მეტს ვეღარ დავამატებ.

ჩემს სიტყვებს, რომ აკრიტიკებენ, შეხედონ სურათებს, ნახონ ვიდეოები. შეიტანონ ეჭვი მათ სისწორეში. მე არავისთვის არაფერი დამიბრალებია, დავსვი კითხვა - რატომ? ალბათ, ისე მოვკვდები ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებ", - განაცხადა ჟოზემ.

მოურინიო და რონალდო

ესპანეთის ტურის წინათქმაში უკვე ვწერდით, რომ ჟოზე მოურინიომ რონალდო "სარაგოსასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. არადა, პორტუგალიელი 29 გოლით მეორეა ბომბარდირთა დავაში და, ბუნებრივია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მესისთან პაექრობას.

რონალდო გამორჩეული ინდივიდუალისტია, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ, ამიტომაც, მას თაყვანისმცემლებთან ერთად ბევრი მტერიც ჰყავს. ამბობენ, კლუბშიც ცოტა მეგობარი ჰყავსო. ჟოზე მოურინიოს კი მის გარეშე არ წარმოუდგენია "რეალი". ის ამას წინათ ამბობდა კიდეც, რომ რონალდოს გაყიდვის შემთხვევაში, მადრიდიდან წავიდოდა. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ რაღაც შეიცვალა.

ჯერ კიდევ თამაშისას, "განსაკუთრებულის" ფრთხილი ტაქტიკის გამო, რონალდოს მარტოდმარტოს უწევდა წინ ბრძოლა, ის ლამის მთელ მოედანზე დარბოდა ბურთისთვის, აღშფოთებული მოუწოდებდა თანაგუნდელებს წინ წასულიყვნენ. თამაშის შემდეგ, როცა მას "რეალის" ტაქტიკაზე დაეკითხნენ, პირდაპირ განაცხადა: "მე ის არ მომწონს, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და უნდა შევასრულო ის, რასაც მეტყვიან".

ასეთი დონის კრიტიკაც კი მიუღებელი გამოდგა მოურინიოსთვის. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე, როცა "განსაკუთრებული" სხვადასხვა ფეხბურთელების გამოფიტვაზე ლაპარაკობდა, რონალდოს შესახებ ეს განაცხადა: "რონალდო იმიტომ დავტოვე განაცხადს მიღმა, რომ შეტევაში ისედაც ბევრი ვარიანტი გვაქვს - იგუაინი, ადებაიორი და ბენზემა", - საოცარია პირდაპირ, მოურინიოს არ სჭირდება ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 42 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, რონალდოსა და მოურინიოს შორის ადრე დიდი გაუგებრობა მოხდა - მაშინ, კრიშტიანო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო, ჟოზე კი - "ჩელსის" მწვრთნელი. მოურინიომ მას ერთხელ "მეტოქეების უპატივცემულობა" დააბრალა, განაცხადა, რომ რონის ალბათ ცუდი ბავშვობა ჰქონდა, რომ ის უწიგნურია. რაზეც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მოურინიოს არ შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის აღიარება და სხვებზე თავდასხმით სურს სიტუაციიდან გამოსვლა. ნუთუ, ისევ მოიქუფრა ცა ორ გამორჩეულ პორტუგალიელს შორის?

მოურინიო და მანჩესტერი

ჟოზე მოურინიომ და "რეალმა" მოულოდნელი მხარდამჭერი იპოვნა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა სახით - რიო ფერდინანდმა და მაიკლ ოუენმა სოციალურ ქსელებში "ბარსას" ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი პედროს და დანი ალვეშის, საქციელი "კლასიკოზე" მკაცრად გაარკიტიკეს.

"პედრომ ძალიან გააფორმა ის ეპიზოდი, ეს ნამდვილი შაყირი იყო, ნეტა, რას ამბობს, როცა ამ ვიდეოს თავად უყურებს. ამიტომაც დაგვცინიან მორაგბეები ფეხბურთელებს. თუკი ოდესმე ნახავთ, რომ საკაცით გამიყვანენ და მერე ეგრევე შემოვირბენ მოედანზე, უფლებას გაძლევთ, ორივე გაშლილი ფეხი ჩამცხოთ".

"დანი ალვეშმა ცუდი რამ ჩაიდინა, თუმცა "ბარსელონას" გულშემატკივრები ალბათ კმაყოფილები არიან შედეგით".

გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად