სერია A. XXXV ტურის წინ: "როსონერის" გულშემატკივრებს სახლების ფანჯრებიდან საყვარელი გუნდის დროშები აქვთ გადმოკიდული
მილანის შავ-წითელი ნაწილი ჩემპიონობის აღსანიშნავად ემზადება და ეს მთელ ქალაქში იგრძნობა - "როსონერის" გულშემატკივრებს სახლების ფანჯრებიდან საყვარელი გუნდის დროშები აქვთ გადმოკიდული, "ბოლონიასთან" გასამართი პაექრობის ბილეთები კი პრაქტიკულად სრულად გაიყიდა.

"მილანისტებს" სჯერათ, რომ უკვე ამ ტურში მოიპოვებენ სკუდეტოს და საკუთარ არენაზე იზეიმებენ ამ მართლაც მნიშვნელოვან მოვლენას. იმისთვის, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ნაადრევად მოიპოვოს ჩემპიონის ტიტული, ორი რამეა საჭირო - ერთი, "მილანმა" მოუგოს "ბოლონიას" და მეორე, "ინტერმა" დაკარგოს ქულები "ჩეზენასთან". მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ მიეკუთვნება, სავსებით რეალურიც არის, მაგრამ ალეგრის სხვა პოზიცია აქვს:

"ტელევიზია თუ პრესა იმაზე ლაპარაკობს, რომ ამ უქმეებზე "მილანი" ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. არა, ჩემპიონობის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ წინასწარ ასეთი დასკვნების გაკეთება არასწორი მგონია. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფეხბურთელებზე, რომლებსაც მუდმივად იმას ვუმეორებ, რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

დიდი იმედი მაქვს, შეგირდები კონკრეტულ შეხვედრაზე მოახდენენ კონცენტრაციას და იმაზე ნაკლებად იფიქრებენ, გახდებიან თუ არა ამავე კვირას ჩემპიონები. მით უმეტეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ინტერმა" "ჩეზენასთან" წაიფორხილოს - ლეონარდოს გუნდი უკვე გამოვიდა ჩემპიონთა ლიგაში მიღებული შოკისგან და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, წესით ფეხი არ უნდა დაუცდეს."

აი, ასეთი, ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა ალეგრიმ და თითქოს ოდნავ ჩააქრო ის საჩემპიონო ეიფორია, რომელიც "მილანის" ბანაკში შეინიშნება.

მწვრთნელს ალბათ ასეც მოეთხოვება, რა დროს ეიფორია და ზეიმია, როდესაც სკუდეტო ჯერ კიდევ მოსაგებია. ალეგრის ტრავმირებული ალეშანდრე პატოსა და დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა - შესაბამისად, შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანოსა და რობინიოს ვიხილავთ. ძირითადში უნდა მოხვდეს ანდრეა პირლო, რომელიც მართალია არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ გუნდისთვის მაინც დიდი ძალაა. ტრავმა მოიშუშა ალესანდრო ნესტამ და დაცვის ცენტრში ტიაგო სილვას შეუწყვილდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "მილანის" ნაადრევად გაჩემპიონება "ინტერის" წაფორხილების შემთხვევაშია შესაძლებელი - თუმცა, ლეონარდოს ამის გაგონებაც კი არ სურს:

"აქამდეც არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "ინტერი" არასოდეს ნებდება. ჩვენი მიზანი კვლავაც სკუდეტოს მოპოვებაა და იქამდე არ შევურიგდებით ბედს, სანამ ყველაფერი საბოლოოდ არ გადაწყდება. ამიტომ, "ჩეზენასთან" მხოლოდ სამი ქულისთვის ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ კიდეც. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეტოქეს არ ვცემ პატივს, უბრალოდ ფეხბურთელთა მობილიზება და საბრძოლო განწყობა იმედით მავსებს."

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ლეონარდო სამუელ ეტოოსა და ჯამპაოლო პაცინის შემტევ ტანდემზე გააკეთებს აქცენტს. ბოლო დროს, პაცინი ვეღარ ბრწყინავს და ამად არის, რომ ისე აღარ ენდობა მწვრთნელი, მაგრამ "ჩეზენასთან" სწორედ ის უნდა ვიხილოთ კამერუნელის მხარდამხარ. უკნიდან ვესლი სნეიდერი გაირჯება, რომელიც გასულ კვირას "ლაციოსთან" მატჩის ერთ-ერთი მთავარი პირი, შეიძლება ითქვას გმირიც კი გახლდათ. ვნახოთ, ამ მატჩს მთელი საფეხბურთო იტალია და არა მარტო, მიადევნებს თვალს...

ერთი შეხვედრა ორშაბათისთვის, 2 მაისისთვის არის გადატანილი და თანაც, ძალიან საინტერესო - "ლაციო" "იუვენტუსს" უმასპინძლებს და შეეცდება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ "ბიანკონერი" კრიზისშია, ტურინელებთან აუცილებელი სამი ქულის დაგეგმვა არაფრით არ შეიძლება - წესით, ოლიმპიკოზე დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს და ვნახოთ, ვის დარჩება გამარჯვება.

სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, გაცილებით მოტივირებული "ლაციოა", მაგრამ მეორე მხრივ, აღარც "იუვენტუსს" აქვს უკან დასახევი გზა. რომშიც რომ წააგონ პიემონტელებმა, ტურინში ჩასვლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან "კატანიასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, ფეხბურთელებს ტიფოზებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.

სავარაუდო შემადგენლობები ტრადიციულად გამოიყურება და დიდ ხანს აღარ შევჩერდებით - მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ლუიჯი დელ ნერი შეტევაში ორ ალესანდროს, მატრის და დელ პიეროს გაამწესებს - რაც შეეხება ედუარდო რეიას, წინა ხაზზე სერჯო ფლოკარის დააყენებს, ვისაც უკნიდან შემდეგ სამეული დაეხმარება: მაურო სარატე, ჯუზეპე სკული, ერნანესი.

დღეს გამართავს თავის შეხვედრას "ნაპოლი" და საკუთარ მოედანზე "ჯენოას" მიიღებს. ნეაპოლელები უხასიათოდ არიან, რადგან ბოლო ორ შეხვედრაში მარცხი იწვნიეს და სკუდეტოსთვის მებრძოლთ ისღა დარჩენიათ, რომ სამეულში შეინარჩუნონ ადგილი. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელებს კონცენტრაციისკენ მოუწებს:

"უნდა დავივიწყოთ განვლილი 180 წუთი და მომდევნო პაექრობაზე სრული მობილიზება მოვახდინოთ. მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და სეზონი წარმატებულად ჩაითვლება. ამიტომ, მინდა, რომ ფეხბურთელებმა იპოვნონ ძალები საკუთარ თავში და დარჩენილ შეხვედრებს სერიოზულად მოეკიდონ. არა მგონია, რომ ამის თქმა საჭირო იყოს, მაგრამ ჩემი ვალია, მოთამაშეები გავამხნევო."

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება გენუაში, სადაც "სამპდორია" "ბრეშას" მიიღებს. თუ "მარასის" ბინადრებმა დაამარცხეს მეტოქე, დიდ ნაბიჯს გადადგავენ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად და ამავდროულად, "ბრეშას" უკრავენ თავს სერია B-ში. მოკლედ, იქ ისეთი ამბავი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. აუცილებლად უნდა ვთქვათ "უდინეზეს" შესახებ, რომელსაც ბოლო დროს არასტაბილურობა დასჩემდა. ფრანჩესკო გვიდოლინის შეგირდები რთული ამოცანის წინაშე დგანან: "ფიორენტინა" უნდა დაამარცხონ გასვლაზე - თუმცა, ბოლო პერიოდში, უდინელებს ბევრად უკეთესად სწორედ რთული ამოცანების შესრულება გამოსდით.

დღეს:

ჩეზენა-ინტერი 20.00

დისკვალიფიკაცია: კოლუჩი - ჟულიო სეზარი.

ტრავმა: ფატიჩი, ფელიპე, ბოგდანი - კორდობა, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი.

ნაპოლი-ჯენოა 22.45

დისკვალიფიკაცია: მილანეტო, დაინელი, პალასიიო (ჯენოა).

ტრავმა: ველოზო, როსი (ჯენოა).

ხვალ:

მილანი-ბოლონია 17.00

დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი, ვან ბომელი (მილ).

ტრავმა: ინძაგი, იანკულოვსკი, პატო, გატუზო - პერესი, ბუშე, მონტელონგო, გარიჩი, ესპოზიტო.

კატანია-კალიარი 17.00

ტრავმა: შაკა, ბელუში, ლიამა - ნენე, პიზანო.

კიევო-ლეჩე 17.00

ტრავმა: ლუჩანო - გროსმიულერი, ბერტოლაჩი, ჯულიატო, ოფერე, სინი.

ფიორენტინა-უდინეზე 17.00

დისკვალიფიკაცია: არმერო, დომიცი, ინლერი (უდინ).

ტრავმა: იოვეტიჩი, სანტანა - ბასტა, ბენეტია, სანჩესი.

პარმა-პალერმო 17.00

დისკვალიფიკაცია: ანჯელო, ძაკარდო (პარმა).

ტრავმა: პალადინო, მარკესი - მიკოლი.

სამპდორია-ბრეშა 17.00

დისკვალიფიკაცია: პოლი, ვოლტა (სამპდორია).

ტრავმა: მარტინესი, პადალინო, სემიოლი - დალამანო, კორდოვა, სერენი, ძანეტი, აკარდი.

ბარი-რომა 22.45

დისკვალიფიკაცია: რუდოლფი (ბარი).

ტრავმა: კუტუზოვი, ოკაკა, ს. მაზიელო,. ბარეტო, კასტილო - მექსე, პიზარო.

ზეგ:

ლაციო-იუვენტუსი 22.45

დისკვალიფიკაცია: მაური (ლაც).

ტრავმა: დიაკიტე, რადუ, სტენდარდო, ფოჯა - მარტინესი, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 34 22 8 4 60-23 74

2. ინტერი 34 20 6 8 60-38 66

3. ნაპოლი 34 20 5 9 54-34 65

4. ლაციო 34 18 6 10 46-32 60

5. უდინეზე 34 18 5 11 59-37 59

6. რომა 34 16 8 10 52-47 56

7. იუვენტუსი 34 14 11 9 52-42 53

8. პალერმო 34 15 5 14 52-55 50

9. ფიორენტინა 34 11 13 10 40-36 46

10. ჯენოა 34 12 9 13 38-39 45

11. კალიარი 34 12 8 14 42-44 44

12. ბოლონია 34 11 10 13 34-46 40

13. კიევო 34 9 12 13 32-35 39

14. პარმა 34 9 11 14 34-45 38

15. ჩეზენა 34 9 10 15 32-45 37

16. კატანია 34 9 10 15 33-47 37

17. სამპდორია 34 8 11 15 27-39 35

18. ლეჩე 34 9 8 17 40-60 35

19. ბრეშა 34 7 9 18 28-44 30

20. ბარი 34 4 9 21 20-49 21

ბოლონიას სამი ქულა აქვს დაკლებული

ბომბარდირები: 26 – დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი).

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა