როგორ აერიათ ირლანდიელი ხულიგნებს გერმანელ მსაჯ ვოლგანგ შტარკში

ენდი თაუნსენდი ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ. მას ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული. თამაშობდა რვა სხვადასხვა კლუბში, მათ რიცხვში „ჩელსიში“, „ასტონ ვილასა“ და „მიდლსბროში“. დღეს თაუნსენდი 47 წლისაა და ტელე და საგაზეთო ჟურნალისტად მუშაობს. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგახსენეთ, რომ მიმომხილველს ოთხშაბათს, მადრიდში, შემაშფოთებელი ამბავი გადახდა.

ის ესპანეთის დედაქალაქში ტელეკომპანია ITV-ს ბოსებთან ერთად იყო, როდესაც ხულიგნები დაესხნენ თავს. მიზეზი: თაუნსენდი „რეალ“-„ბარსელონას“ ნახევარფინალური შეხვედრის გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკში აერიათ. გადარჩენილმა ირლანდიელმა ყველაფერი, რასაკვირველია, „რეალის“ პორტუგალიელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დააბრალა. თავისი საქციელით სწორედ მოურინიომ წააქეზა მადრიდელი ცხელთავიანები არბიტრის წინააღმდეგ. თაუნსენდმა თქვა:

„რესტორანში შევედი და ის-ის იყო სადილობას შევუდექი, რომ შევამჩნიე, ხალხი მიყურებდა. ზოგმა ფოტოების გადაღება დაიწყო, ერთი კი მოვიდა, მაგიდაზე მარიხუანას ფოთოლი დამიდო და დამცინავი გამომეტყველებით მითხრა: ეს ჩვენგან! მაგიდასთან ათნი ვისხედით და ვერაფრით მივხვდით რა ხდებოდა. შემდეგ, რომ ვისადილე წამოვდექი და რესტორანში ღრიანცელი ატყდა: „ბუუ“ დამიძახეს. ტუალეტში გასულს გამომყვნენ. ასეთ დღეში ჩავარდნილს ოფიციანტი დამეხმარა, მაგიდამდე მიმაცილა. ისევ ვერაფერს ვხვდებოდი.

მერე, ვიღაცეები მოდიოდნენ და ესპანურად აგრესული ტონით მელაპარაკებოდნენ. რესტორნის მეორე ბოლოდან ვიღაც კაცმა ყვირილი დამიწყო. ნელ-ნელა ვითარება იძაბებოდა და შეიძლებოდა კონტროლს აღარ დაქვემდებარებოდა. ამ დროს მკერდზე დავიხედე - უეფას აკრედიტაცია ისევ ჩამოკიდებული მქონდა და მივხვდი, რომ ამ ხალხს მსაჯი ვეგონე. როგროც კი ამ ადამიანთა ქცევის საიდუმლო ამოვხსენი, წამოვდექი და ვთქვი, რომ ინგლისის ტელევიზიის წარმომადგენელი ვიყავი“.

მომხდარმა ITV-ს თანამშრომლებს შორის დიდი ხალისი გამოიწვია, მაგრამ თავად თაუნსენდი სხვა აზრისა დარჩა:

„ჩემმა კოლეგამ ედრიან ჩაილსმა ვოლფი დამიძახა და ძალიან იხალისა, მაგრამ ამ ყველაფერს მეტისმეტად სახიფათო მხარეც აქვს. ხალხი ისე იყო აღელვებული, რომ მსაჯის სისხლს დალევდა. მათთვის „რეალის“ დამაცხებაში დამნაშავე ერთადერთი კაცი, არბიტრი იყო და ეს იდეა მოურინიომ მიაწოდა. მე უშუალო მოწმე გავხდი იმისა თუ როგორ ზემოქმედებს მოურინიო ადამიანებზე და არ მინდა ეს კაცი ინგლისში დაბრუნდეს. თამაშის შემდეგ, სანამ სტადიონიდან ჯერ კიდევ მიგვყავდა რეპორტაჟი, ვხედავდი ორ კაცს, რომლებიც ხელჩართულნი ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს“.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა