"ბაიერნში" საგანგებო მდგომარეობაა. გუნდში რომ პრობლემებია, ამას არც ნიკო კოვაჩი მალავს. ხორვატი მწვრთნელის განცხადებით, გუნდი ძალიან ხშირად თავად უქმნის პრობლემებს საკუთარ თავს.

ამას დაემატა ისიც, რომ ბოლოს ტრავმა მიიღო ტიაგო ალკანტარამ. ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი "რეკორდმაისტერისთვის" დიდი ძალაა. თითქოს, არც ტიაგოს გარეშე უნდა იყოს პრობლემები "ფრაიბურგთან", მაგრამ ბოლო დროს ფავორიტი ძალიან არასტაბილურია.

დიდ ყურადღებას იქცევს "ბაიერისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრა. ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. "ბაიერნი" წლევანდელ სეზონში ძალიან ძნელად პროგნოზირებადი გუნდია. ფაქტია, რომ "ასპირინებს" განსაკუთრებით კარგად ჰყავთ დაკომპლექტებული შეტევის ხაზი. იგივე ითქმის "ჰოფენჰაიმზეც".

ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე "შალკეს" თამაშის ხარისხი ბოლო დროს შედარებით უკეთესი გახდა და ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ეგაა, "ხუმარების" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ამ დროისთვის დაშავებულია და ეს პრობლემებს ქმნის.

რთულ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი "დორტმუნდი". ლიდერი "ვოლფსბურგთან" ითამაშებს. ფაქტია, თუ დორტმუნდელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურთ, ასეთი შეხვედრები უნდა მოიგონ, რადგან "ბაიერნის" პრობლემები დროებითია და ის აუცილებლად მოუმატებს.

დორტმუნდელთა ლაზარეთში რამდენიმე ფეხბურთელია. ბოლო წლებში ეს სულ ასეა, რაც "დორტმუნდი" არსებობს. ამდენად, უცნაური და გაუგონარი ნამდვილად არაფერი ხდება.

ასევე დიდი მნიშვნელობისაა "ჰერტასა" და "ლაიპციგის" შეხვედრა. ბერლინში მასპინძლები უსათუოდ იფიქრებენ რევანშზე, რადგან ბოლო შეხვედრაში "ლაიპციგმა" მეტოქე 6:2 გაანადგურა.

ფაქტები

"შტუტგარტმა" ზედიზედ 3 შეხვედრაში იწვნია მარცხი.

"ბაიერისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ბაიერნსა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შალკე" ორი თამაშია, ვერ ახერხებს "ჰანოვერის" დამარცხებას.

"ვოლფსბურგსა" და "დორტმუნდს" შორის უკანასკნელ 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ფორტუნამ" ბუნდესლიგაში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

"მაინცსა" და "ვერდერს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

ბუნდესლიგა. X ტური

პარასკევი, 2 ნოემბერი

შტუტგარტი-აინტრახტი 23:30

შაბათი, 3 ნოემბერი

ბაიერნი-ფრაიბურგი 18:30

შალკე-ჰანოვერი 18:30

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 18:30

აუგსბურგი-ნიურნბერგი 18:30

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 18:30

ჰერტა-ლაიპციგი 21:30

კვირა, 4 ნოემბერი

გლადბახი-ფორტუნა 18:30

მაინცი-ვერდერი 21:00

ბომბარდირები: 7 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 6 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ანჯერი დუდა (ჰერტა); 5 - ალასან პლეა (გლადბახი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), თორგან აზარი (გლადბახი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია