"ატლანტას" მიერ "ორლანდოს" ძლევას პოპულარულ გამოცემა ESPN-ზე საინტერესო სტატია მოჰყვა

"ატლანტას" მიერ "ორლანდოს" ძლევას პოპულარულ გამოცემა ESPN-ზე საინტერესო სტატია მოჰყვა, რომელშიც ლაპარაკია ჯორჯიელთა წარმატების ერთ-ერთ მთავარ გასაღებზე - დუაით ჰოვარდის ნეიტრალიზებაზე.

ჯონ ჰოლინგერის პუბლიკაციას ასე ჰქვია: "ლოკალური წარმატება: ქორებმა ჰოვარდი მოინადირეს".

"ატლანტელთა კონფერენციის ნახევარფინალში გასვლას დიდი სიხარული მოჰყვა. ყველა მღეროდა, ეკრანზე კროუფორდის დიდებული ტყორცნები ერთანეთს ენაცვლებოდა, გაიმეორეს ჯოშ სმიტის მოგებისმომტანი დაფარება...

"ატლანტას" გასახდელში კი წყნარად ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ ზაზა ფაჩულია და ჯეისონ კოლინზი. ამ ორმა კალათბურთელმა ექვს მატჩში თამაშიდან ექვსი ქულა ჩააგდო. მაგრამ ციფრებმა არ შეგაცდინოთ: ზაზასა და ჯეისონის თამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო "ატლანტას" წარმატებაში. სწორედ მათ აიძულეს "ორლანდოს" ლიდერი დუაით ჰოვარდი 6 მატჩში 33 შეცდომა დაეშვა.

- წლების განმავლობაში მიწევდა შაკილ ონილისა და ტიმ დანაკნის მეურვეობა. ახლა დუაით ჰოვარდია NBA-ს საუკეთესო ცენტრი... - თქვა 38 წლის კოლინზმა.

შედარებით ახალგაზრდა, 27 წლის ზაზა ფაჩულიასაც მარტოს უწევდა ჰოვარდის მეურვეობა და დაკისრებულ ფუნქციას თავს კარგად ართმევდა.

"გახარებული ვარ! დიდებული გრძნობაა, - განაგრძობს ზაზა, - ჰოვარდის მეურვეობა ძალიან ძნელია. იგი ათლეტურია, ძლიერი და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც კარგად გამოიყურება. ყოველთვის ვცდილობდით, მისთვის სივრცე შეგვეზღუდა, 10-15 ქულაზე მეტის ჩაგდების უფლება არ მიგვეცა, მაგრამ ვერ ვახერხებდით. მოხარული ვარ, საბოლოოდ ჰოვარდის გაწბილება მაინც მოვახერხეთ."

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა