მექსიკელმა მოკრივეებმა - ძმებმა რაულ და რამონ გარსიებმა უკრაინელი ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების მიღწევა გაიმეორეს
მექსიკელმა მოკრივეებმა - ძმებმა გარსიებმა გაიმეორეს უკრაინელი ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების მიღწევა. გასული უქმეების შემდეგ ძმები ერთდროულად ფლობენ საჩემპიონო ტიტულებს.

რაულ და რამონ გარსიებმა სამშობლოში მოიპოვეს გამარჯვებები. პირველმა შეინარჩუნა WBO-ის ტიტული 47-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში - რაულმა მესამე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა ფილიპინელი რომელ ასენხო. მეორე ძმამ რამონმა, რომელიც 49-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ის საჩემპიონო ქამარს ფლობდა, ეს ტიტული დაიბრუნა. მან რევანში აიღო შარშან დეკემბერში კოლუმბიელ ხესუს ხელესთან მარცხის გამო. ბრძოლა მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დასრულდა.

ჩაშლის პირას მივიდა 2 ივლისს დანიშნული ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის შორის - ასეთი დასკვნა გააკეთა ინგლისურმა გაზეთმა "გარდიანმა". საქმე ისაა, რომ ამ კვირას დაგეგმილი იყო ორი პრესკონფერენცია ჰამბურგსა და ლონდონში, თუმცა უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებთან ორივე შეხვედრა გაუქმებულია.

ამ ცნობის გავრცელების შემდეგ მთელი საკრივო სამყარო აფორიაქდა, რადგან წარმოიშვა თავად ბრძოლის გაუქმების საფრთხე. WBA-ის ჩემპიონის დევიდ ჰეის მენეჯერი და მწვრთნელი ადამ ბუტი არ პასუხობდა ინგლისური გამოცემის სატელეფონო ზარებს, თუმცა ჰეის პრეს-ატაშემ ელიოტ უორსელმა კორესპონდენტს განუცხადა, რომ "გუნდებს რამდენიმე საკითხი აქვთ გასარკვევი" და იქვე დაამატა, რომ ეჭვი ეპარება საჩემპიონო ბრძოლის გაუქმებაში.

წლევანდელ ზაფხულს კრივის მოყვარულებს უცნაური პარფიუმერული სიახლე ელოდებათ. საკუთარი არომატის შექმნა და გამოშვება გადაწყვიტა მსოფლიოს კრივის მთავარმა ვარსკვლავმა მენი პაკიაომ. სუნამომ ასეთი სახელწოდება მიიღო - Manny Pacman Pacquiao MP8 Scent of The Champion.

სახელწოდებაში ციფრი "8" შემთხვევით არ არის მოხვედრილი - ის გვახსენებს იმის შესახებ, რომ ფილიპინელი რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"