საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრებას იწყებს. 14-20 ნოემბერს გიორგი მიქაძის გუნდი თბილისში ისრაელის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტეინის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად.

ელიტ-რაუნდში ორი გუნდი გადის და ჩვენი შემადგენლობა ცნობილია. თუმცა რითი გამოირჩევიან მეტოქის 19-წლამდელები და რა თაობა ჰყავთ, სტატიაში იხილავთ.

ლიხტენშტეინი - ჯგუფში მთავარი აუტსაიდერი ევროპის ჯუჯა სახელმწიფოს გუნდი იქნება. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას 19-წლამდელთა გუნდი ჰყავს, ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ მოუგია, ერთადერთხელ აქვს ფრე ნათამაშები 2015 წელს გიბრალტარის ნაკრებთან.

ინფორმაცია ამ ნაკრების შემადგენლობაზე მწირია. მით უმეტეს, თუ ასაკობრივ ნაკრებს ეხება. ძირითადი ნაწილი ადგილობრივ სამოყვარულო გუნდებში ვარჯიშობს ან სულაც სკოლაში აგორებს ბურთს. ამ ქვეყანას საკუთარი ჩემპიონატიც არა აქვს და მათი საუკეთესო გუნდი "ვადუცი" შვეიცარიის მეორე ლიგაში გამოდის. ცნობილია, რომ სწორედ ამ გუნდიდან იქნება ორი ძირითადის ფეხბურთელი, თავდამსხმელები 17 წლის ფერჰათ საგლამი და 19 წლის ნოა ფრიკი.

აზერბაიჯანი - ჩვენი მეზობლები მნიშვნელოვნად მოემზადნენ ამ საკვალიფიკაციოსთვის. მათ თვის დასაწყისში შეკრება დაიწყეს, ამხანაგური მატჩი გამართეს ადგილობრივ კლუბ "კეშლასთან", რომელიც 7:1 დაამარცხეს და გუნდში სერიოზული ნამატიც აქვთ. თუ რა გუნდით მოდიან თბილისში, უცნობია, თუმცა ორი სხვადასხვა გუნდი შეიძლება ვიხილოთ.

გერმანიის 16 და 17-წლამდელებში ნათამაშები ცენტრალური ფორვარდი რენატ დედაშოვი წელს აზერბაიჯანის ნაკრებსა და ახალგაზრულ ნაკრებში გამოჩნდა. ის 19 წლისაა და "ეშტორილის" ფეხბურთელია. საიდ იბადოვს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ბოლოს "ტომსკში" იყო, ნათამაშები აქვს აზერბაიჯანის 17-წლამდელებში. კიდევ ერთი საინტერესო ფეხბურთელია 19 წლის ბარის ეკინჯიერი რომელიც გერმანული" ბოხუმის" ფეხბურთელია და აზერბაიჯანის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ეს ფეხბურთელები თუ მეტოქეს თბილისში ჩამოჰყვებიან, მათი გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, მათ გარეშე კი გაუჭირდებათ.

რაც შეეხება დანარჩენებს, საინტერესო ფეხბურთელია მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდული გუნდის წევრი, 17 წლის ელნურ იბრაჰიმოვი; გერმანული "ფრანკფურტის" 18 წლის შემტევი ნახევარმცველი მურად მაჰმუდოვი; პრაღის "სპარტის" შემტევი ფარიდ ნაბიევი და "ყარაბაღის" მეკარე მამად ჰუსეინოვი.

ისრაელი - ებრაელები ძირითადად და შეიძლება სრულადაც, ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით გვესტუმრებიან. ისინი თავიანათ ტალანტებს აქტიურად ათამაშებენ ადგილობრივ ჩემპიონატში და საკმარისი გამოცდილებაც აქვთ.

გუნდის ლიდერი მანორ სოლომონია, რომელიც "მაქაბი ფეტეჰ ტიკვას" ფეხბურთელია და ებრაელები მას დიდ ტალანტად მიიჩნევენ. 19 წლის ფეხბურთელი მარჯვენა ვინგერია და საკმაოდ ნიჭიერია. მას გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტი" უკვე მილიონ-ნახევრად აფასებს. საინტერესო ფეხბურთელია "ბნეი იეჰუდას" ფორვარდი, 19 წლის იარდენ შუაც და თელ-ავივის "ჰაპოელის" ნახევარმცველი შეი ელიასი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ითამაშებს, 19 წლის ცენტრალური მცველი ჯიჯი დარასელია, რომელსაც ისრაელის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ეს ფეხბურთელი "მაქაბი ჰაიფას" განათხოვრებული ჰყავს "ჰაპოელ რამათ ჰაშარონში".

P.S. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ერთი ლეგიონერია და ძირითადად ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით ვთამაშობთ, საშინაო ფაქტორიდან და იმ ფეხბურთელებისგან, ვინც გუნდშია, კითხვა არ უნდა დაისვას, გავალთ თუ არა ელიტ-რაუნდში.

ამავდროულად, კარგი იქნება, თუ გულშემატკივარი მივა სტადიონზე და მხარს დაუჭერს ქართული ფეხბურთის მომავალ თაობას.

grishka
შენ ის მითხარი ჩვენ რას წარმოვადგენთ , თორემ ყველა რაღაცას წარმოადგენს უკვე დღევანდელ ფეხბურთში .
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის