ხვალ, 11 ნოემბერს ოფიციალურად იწყება კიუშუ ბაშო და წლის ბოლოს ტურნირში ქართველი სუმოისტები მორიგი წარმატებისთვის იბრძოლებენ.

აქტიურად მიდის საუბარი თუ ვინ იქნება ამ ბაშოზე ფავორიტი. სუმოს იაპონელი ექსპერტები მოსამზადებელი პერიოდიდან გამომდინარე მთავარ ფავორიტებად: ტოჩინოშინს, იოკუძუნა კისენასოტოს და ოძეკ ტაკაიასუს მიიჩნევენ. თავისი შანსებისთვის იბრძოლებენ ოძეკი გოეიდოც და სეკივაკე მიტაკეუმიც.

ნოემბრის სუპერტურნირი ქალაქ ფუკუოკაში კოკუსაი ცენტრში იმართება, რომელიც 15 000 - მდე ადამიანს იტევს.

როგორც იცით, ორი დღით ადრე ცნობილი ხდება პირველი და მეორე დღის განრიგი. შესაბამისად ცნობილია თუ ვის დაუპირისპირდება ტოჩინოშინი.

1 დღე - მისი მეტოქე კომოსუბი ტამავაშია, რომელიც წინა ბაშოზე ქართველმა სეკიტორმა ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ორი სუმოისტი წელს ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და მათგან 3 ბრძოლა ლევანმა მოიგო. ჯამში მათი ურთიერთშეხვედრები 24 ბრძოლას ითვლის და ქართელს დადებითი ბალანსი აქვს 16:8-ზე.

2 დღე - ტოჩინოში მეორე მეტოქე 28 წლის მესამე მაგეშირა ნიშიგიკია, რომლის მაქსიმუმია ამ ტიტულზე აღზევებაა. ქართველი ფალავანი იაპონელთან სულ სამჯერ არის შეხვედრილი, მათგან ორში ჩენებურმა გაიმარჯვა.

რაც შეეხება გაგამარუს, საერთოდ მაკუშიტას (მესამე დივიზიონი) განრიგი წინასწარ ცნობილი არ არის, თუმცა წინა ბაშოსგან განსხვავებით უმაღლეს დივიზიონს 3 კაცი აკლია და ის პირველ დღეს ჯურიო ლიგაში (მეორე ლიგა) იასპარეზებს. მისი მეტოქე 23 წლის ტომოკაძე იქნება, რომელსაც ერთადერთხელ წინა ბაშოზე შეხვდა და ჰატაკიკომით დამარცხდა.

დანაკლისი

ამ ბაშოს სამი ძლიერი სუმოისტი აკლია, იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკურიო, რომლებიც ტრავმის გამო ვერ ახერხებენ ასპარეზობას. ტრავმა აქვს თუმცა ტურნირის მსვლელობისას დაბრუნდება ბრაზილიელი კაისეი.

ბანძუკე

რაც შეეხება წლის ბოლო ბანძუკეს მაღალი საფეხურები ასე ნაწილდება

იოკუძუნა - კაკურიუ, ჰაკუჰუ, კისენასოტო

ოძეკი - ტოჩინოშინი, გოეიდო, ტაკაიასუ

სეკივაკე - მიტაკეუმი, იჩინოჯო

კომოსუბი - ტაკაკეიშო , კაისეი

პირველი მაეგაშირა - მიოგირიუ, ჰოკოტოფუჯი

მეორე მაეგაშირა - ტოჩიოზანი, ტამავაში

ტრანსლაცია

სუმოს დაპირისპირებების ყურება ტრადიციულად ჩვენს საიტზე და facebook გვერდზე შეგეძლებათ.

გელა ნუგზარაშვილი
კიუშუ ბაშო კარგია რომ იწყება..მაგრამ ბანძუკეს რა ბედი ეწია?
emigranti
წარმატებები ტოჩინოშინს, ყველა სულმოუთქმელად ველით მის იოკოძუნობას. ერთი კი უნდა გთხოვოთ. ერთ-ერთ ბაშოზეც მიიღეს ტრავმა იოკოძუნებმა და გვიხაროდა, მეტოქეები ჩამოშორდაო, ჰოდა სულ მალე ტოჩიმაც ტრავმა მიიღო. ღმერთმა დაიფაროს ამისაგან, მაგრამ ჩვენ არ გვმართებს "злорадствовать"(მაპატიეთ, მაგრამ ქართულად შესატყვისი სიტყვა ვერ გავიხსენე)
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
კიუშუ ბაშოს შეჯამება - ყველაზე მეტი გამარჯვება, ფინანსები და კვლავ ორი ქართველი სეკიტორი
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
კიუშუ ბაშო. VII დღე: გაგამარუ ტრავმასაც ებრძვის და მეტოქესაც [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
რამ გამოიწვია ტოჩინოშინის არასტაბილურობა და ვინ არის ფავორიტი? - კიუშუ ბაშოს ამბები
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
კიუშუ ბაშო. V დღე [LIVE]
კიუშუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა მიოგორიუ დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
კიუშუ ბაშო. VIII დღე: რთული ბრძოლა და გამარჯვება, ბალანსი გათანაბრებულია [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]