მანჩესტერული დერბი დიდებული რამაა. მით უმეტეს ახლა, როცა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება თანამედროვეობის ორი გამორჩეული და ყველაზე განსხვავებული გემოვნების მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო.

მოლოდინი დიდია. თუ "მანჩესტერმა" ამ შეხვედრაში წარმატებით ითამაშა, ეს გუნდი უკვე თამამად ჩაებმება დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, "სიტი" ფავორიტია, მაგრამ "განსაკუთრებულს" რას გაუგებ... მით უმეტეს, ტურინში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

"ლივერპულს" ძალიან კარგი შანსი ეძლევა იმისთვის, რომ ბოლო დროის ჩავარდნა დაივიწყოს. ყოველ შემთხვევაში, "ფულჰემი" იმ გუნდების რიგს განეკუთვნება, რომლის დამარცხებაც ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

ეგაა, იურგენ კლოპის გუნდი აშკარად ამოვარდა ფორმიდან და "დიდ სამეულსაც" თითქოს ბრჭყალები მოუცვდა. ასეა თუ ისე, ბელგრადში განცდილი მარცხი (0:2) ნამდვილად საგანგაშო სიგნალია.

"ჩელსიმ" თითქოს იოლად უნდა მოუგოს "ევერტონს". ასევე ფავორიტად უნდა განვიხილოთ "არსენალი" "ვულვზთან". "მგლებმა" ძალიან კარგად კი დაიწყეს სეზონი, მაგრამ ასევე ვეღარ გააგრძელეს და ბოლო სამი შეხვედრა წააგეს.

ლონდონელებს გარკვეული პრობლემები აქვთ დაცვის ხაზში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ დავიდ ლუიზს, მარკოს ალონსოსა და ანტონიო რიუდიგერს.

"ტოტენჰემის" თამაში იდეალურისგან შორსაა, მაგრამ მაინც მოიგო ჩემპიონთა ლიგაში "პსვ ეინდჰოვენთან". "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში "დეზების" აქციები უფრო ძვირად ფასობს.

ფაქტები

"კარდიფი" და "ბრაიტონი" პრემიერლიგის მასშტაბით პირველად თამაშობენ ერთმანეთში.

"ვესტ ჰემი" ორჯერ შეხვდა "ჰადერსფილდს" და ორჯერვე მოიგო.

"ბარნლიმ" ზედიზედ 3 მატჩი წააგო პრემიერლიგაში.

"ნიუკასლმა" ბოლოს 2015 წელს დაამარცხა "ბორნმუთი".

"ტოტენჰემმა" ბოლო 4 შეხვედრა მოუგო "კრისტალ პალასს".

"ლივერპულმა" მიჯრით 4 შეხვედრაში აჯობა "ფულჰემს".

"ჩელსისა" და "ევერტონის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ვულვზმა" პრემიერლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო.

"პრემიერლიგის მასშტაბით "მანჩესტერ სიტისა" და "იუნაიტედის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

პრემიერლიგა. XII ტური

შაბათი, 10 ნოემბერი

კარდიფი - ბრაიტონი 16:30

ჰადერსფილდი - ვესტ ჰემი 19:00

ლესტერი - ბორნმუთი 19:00

საუთჰემპტონი - უოტფორდი 19:00

კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 21:30

კვირა, 11 ნოემბერი

ლივერპული - ფულემი 16:00

ჩელსი - ევერტონი 18:15

არსენალი - ვულვზი 20:30

მანჩესტერ სიტი - მანჩესტერ იუნაიტედი 20:30

ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი), რაჰემ სტერლინგი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

ალეკო კაკაურიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"ქუჩაში თუ დამინახავთ, მოდით და ჩამეხუტეთ" - გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფანებს მიმართა
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
"ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება" - მარესკამ "სიტიში" ცვლილებების გატარება დაიწყო
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა