იტალიის ტური ერთი ისეთი შეხვედრით დასრულდება, რომელიც გერმანიაში გასამართავ სუპერმატჩსა და მანჩესტერულ დერბისთან ერთად უქმეების მშვენებად უნდა იქცეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "მილანი"-"იუვენტუსი" განსაკუთრებული აფიშაა და, მით უმეტეს, ახლა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ "იუვე" ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოც. აქ ერთი წუთით დავივიწყოთ "მანჩესტერთან" გუშინწინდელი მარცხი, თუმცა ეს მაინც არაფერს ცვლის...

ბოლო პერიოდში "მილანიც" ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. რა თქმა უნდა, "როსონერის" თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ნაკლია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გუნდს, ბოლოს და ბოლოს, გადაედო ჯენარო გატუზოს ხასიათი. თუნდაც "უდინეზესთან" გასვლითი შეხვედრა ავიღოთ. ეს თამაში "ბებერმა ქალბატონმა" მაშინღა მოიგო, როცა ის ყველას, მათ შორის მეტოქესაც, დასრულებული ეგონა.

ბოლო დროს, "იუვე" სადაც შეხვდა "მილანს", ყველგან მოუგო. რა თქმა უნდა, "როსონერიში" ეს ახსოვთ და ისინი რევანშის წყურვილით არიან აღსავსენი.

ახლა "მილანის" გულშემატკივრებს ერთადერთი სერიოზული საფიქრალი აქვთ. დიდი ალბათობით, მინდორზე გასვლას ვერ შეძლებს გონსალო იგუაინი. "პიპიტამ" ტრავმა სწორედ "უდინეზესთან" ხსენებულ შეხვედრაში მიიღო. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ იგუაინი "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ჩემპიონობის მეორე პრეტენდენტი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაში "პარი სენ-ჟერმენთან" გადატანილი ომის შემდეგ "ჯენოასთან" ითამაშებს. რა თქმა უნდა, "ნაპოლი" ფავორიტია, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს ერთი ძალიან ცუდი ზნე სჭირს - ანგარიშს რომ წაიყვანს, ან სასურველ ფრეს დაიბევებს, რატომღაც ჩერდება ხოლმე. ალბათ ანჩელოტი გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს ძირითად შემადგენლობაში.

"რომა" რთულ შეხვედრას ითამაშებს "სამპდორიასთან". ეს რომაელთა მორიგი გამოცდა იქნება. ჯერჯერობით "ჯალოროსი" ისე ვერ თამაშობს იტალიის

ჩემპიონატში, როგორც ამას მისგან ველოდით, მაგრამ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდში დიდი რეზერვი რომაა, ესეც ფაქტია.

"ინტერი" "ატალანტასთან" შეხვედრაში ეცდება, ტემპი არ დააგდოს და მორიგი გამარჯვება მოიპოვოს. ეს იოლი არა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია. მთავარია, მაურო იკარდი იყოს ჯანზე. მართალია, "ინტერს" არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ფაქტია, ეს მაინც ერთი კაცის გუნდია.

ფაქტები

"ტორინოსა" და "პარმას" ბოლო ორ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

ასეთივე შედეგი დაფიქსირდა სპალ-ისა და "კალიარის" ბოლო ორ მატჩში.

"ნაპოლიმ" ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო "ჯენოას".

"ატალანტასა" და "ინტერის" ბოლო ორ მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"კიევოსა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ემპოლისა" და "უდინეზეს" უკანასკნელ ორ მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"ლაციომ" მიჯრით ოთხ შეხვედრაში აჯობა "სასუოლოს".

"იუვენტუსმა" ყველა ფრონტზე ზედიზედ 5-ჯერ მოუგო "მილანს".

იტალია. სერია A. XII ტური

შაბათი, 10 ნოემბერი

ტორინო-პარმა 18:00

სპალ-კალიარი 21:00

ჯენოა-ნაპოლი 23:30

კვირა, 11 ნოემბერი

ატალანტა-ინტერი 15:30

რომა-სამპდორია 18:00

კიევო-ბოლონია 18:00

ემპოლი-უდინეზე 18:00

სასუოლო-ლაციო 21:00

მილანი-იუვენტუსი 23:30

ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 8 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 6 - მაურო იკარდი (ინტერი);

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო