საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-კაციანი შემადგენლობით შეკრებაზე 3 ნოემბრიდან იმყოფება. 10 და 11 ნოემბერს გასამართ ამხანაგურ მატჩებში, ქართველი 19-წლამდელების მეტოქე აზერბაიჯანი იქნება.

პირველ ამხანაგურ მატჩამდე, 9 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ისტორიული შეხვედრის წინ ავთანდილ ასათანმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა, გიორგი ღავთაძემ მედიის წარმოამდგენლებთან კომენტარი გააკეთეს:

ავთანდილ ასათიანი:

"ხვალ ფუტსალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ ჩვენი 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო შეხვედრას გამართავს. ბიჭები ძალიან ნერვიულობენ და ეს ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე დავიწყეთ, ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგზე ფიქრი რთულია, საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამ მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღონ და კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. ჩემი აზრით, მათ აქვთ იმის პოტენციალი, რომ მომავალში ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შეავსონ.

ჩვენი მოწინააღმდეგის შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ეს ყველაფერი გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენს მსაგვსად აზერბაიჯანშიც ახლა დაიწყო 19-წლამდე ფუტსალის განვითარება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრას დაზვერვითი ხასიათი ექნება.

რაც შეეხება მეინ-რაუნდის წილისყრას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ გაგვიმართლა. ერთ-ერთი ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიჭებთან და ყველა მათგანს გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა. მარტისთვის ყველაინაირად უნდა მოვემზადოთ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული შეხვედრები გველის. ჩვენი მოთამაშეები ფუტსალში პირველ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა 24 საათიანი მუშობით იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ."

გიორგი ღავთაძე:

"რა თქმა უნდა, როდესაც ამდენი ადამიანის თვალწინ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნის ქვეშ გამოდიხარ მოედანზე, ძალიან ემოციური და დაძაბული მომენტია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის. სულ რაღაც ერთი კვირაა ვვარჯიშობთ და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულოთ და სწორად ვითამაშოთ."

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი, თორნიკე ყენია

წინა ხაზი: ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე (თსუ), ბექა ბექაური (თსუ), დაჩი ჩადუნელი (თსუ), გიორგი ღავთაძე (თსუ), გიორგი ზუნტუროვი (თელასი), გეგა კოშაძე (თელასი), დათა მოგელაძე (თელასი), ნიკა ნადარეიშვილი (თელასი), საბა ეგრისაშვილი (გაგრა), გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), ირაკლი გაბისკირია (ქუჯი-სენაკი)

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!
ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება
უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]
სფფ-ში ფუტსალის ლიგის თასის წილისყრა გაიმართა - ტურნირი პირველად ჩატარდება
ფუტსალის ლიგის ჩემპიონი "თელასი" გახდა