მას მერე, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მორიგი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ტრადიციულად, ჯერ მისი საფირმო სალტო შეასრულა, შემდეგ დაიჩოქა და პირჯვარი გადაისახა, ტატამს აკოცა და დასასრულ, ქართული ცეკვის ილეთებით ჩამოუარა საჭიდაო ხალიჩას. ეს მსოფლიოში ჭიდაობის სახეობათა მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი ნინო ოძელაშვილია - ქართველი სამბისტი ქალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჯერ პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი უკვე მსოფლიო ჩემპიონია.

"კვირის პალიტრა" ულოცავს ნინოს გამარჯვებას და უსურვებს, კვლავაც მრავალჯერ გაახაროს გულშემატკივარი.

ჩვენს არქივში მასთან ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუ ინახება. ვიდრე ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონი ახალ ამბებს მოგვიყვება, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუებიდან:

- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერ მძიმე ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლაში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდოდა. შარაპოვას რომ ვუყურებდი, ოცნებას მივეცემოდი ხოლმე. 5-შვილიან ოჯახში არ გვქონდა ამის საშუალება - ჩოგბურთი ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე შეგვიყვანა და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა.

სხვათა შორის, თმა გადამხოტრეს და შეჯიბრებებზე რომ გავდიოდი, მეტოქეებმა არ იცოდნენ, რომ გოგო ვიყავი. იმის გამო, რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი სპორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ, რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო. მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი, არანაკლებად ძლიერია ქალი. მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი.

თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე.

ნინომ მოფლიოს ჩემპიონატი რომ მოიგო, გამარჯვების აღსანიშნავად ცეკვა შეასრულა...

- ცეკვა მოყვარულის დონეზე ვიცი და ძალიან მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდიოდი, მეუღლემ მითხრა, თუ გაიმარჯვებ, იცეკვეო. მეც დავპირდი, რომ აუცილებლად ვიცეკვებდი და პირნათლად შევუსრულე პირობა. გიორგი სულ გვერდში მიდგას. ყოველ დილით ჩემთან ერთად დარბის. პირველად კიმონო მაჩუქა და ბევრი წარმატება მომიტანა მისმა საჩუქარმა. სპორტის მინისტრმა იხუმრა, ჭიდაობა არა, მაგრამ ცეკვა დასახვეწი გაქვსო. ამაზე ბევრი ვიხალისე.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

Ni ni
რატომ წერთ ასეთ ტყუილებს, ქმარი საერთოდ არ ყავს ნინოს. მერე ამასთან დაკავდირებით ისიც თქვა რო მე არასდროს კაცს არაფერს არ მივუძღვნიო და საიდან მოიტანე ესეთი რაღაცეები ნინო ყველაზე მაგარი გოგოა და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს
Geo_Dinamo
ვულოცავ და წეარმატებებს ვუსურვებ ამ ლამაზ და ძლიერ ქართველ ქალს.
გიოშა
ოძელაშვილების გვარს ნამდვილად შეეფერება ეს დიდი წარმატება.
არსენ ოძელაშვილი
ვამაყობ ჩემი მოგვარით!!!
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ნინო ოძელაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან