ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. "გეტებორგის" რიგებში მან მიმდინარე სეზონში 9 გოლის გატანა მოახერხა, რაც კლუბში საუკეთესო მაჩვენებელია.

როგორც შვედური Expressen.se წერს, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. გიორგი ხარაიშვილი ამ ეტაპზე "გეტებორგში" "საბურთალოდან" იჯარის წესით ასპარეზობს.

"გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგს" "საბურთალოდან" შეუერთდა. 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა - მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლითაც ხელშეკრულების გაგრძელება 3,5 წლითაა შესაძლებელი. ხარაიშვილს კარგი სეზონი აქვს სუსტ გუნდში. მან ყველაზე მეტი - 9 გოლი გაიტანა. ბოლო ტურში "ორებროს" წინააღმდეგ მან პენალტი შეაგდო.

"გეტებორგი" აპირებს გამოიყენოს შესაძლებლობა და ქართველი გუნდში დატოვოს, ამისთვის კი დაახლოებით 3 მილიონი კრონი იქნება საჭირო (300 000 ევრო). ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.

"ის ახლა ეროვნულ გუნდთან ერთადაა და როცა დაბრუნდება, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ" - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა იონას ოლსონმა.

გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. ის გასულ წელს საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან "საბურთალოს" რიგებში 94 ჩატარებულ მატჩში 43 გოლი გაიტანა და ისეთ კლუბებს დაუკავშირეს, როგორებიცაა დანიური "ბრონდბიუ" და ჰოლანდიური "ვიტესი".

ჯერჯერობით ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის ემზადება" - ვკითხულობთ Expressen.se-ზე.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი ხარაიშვილი, თუმცა ფაქტია, რომ შვედურ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმება სურს.

ჩუკჩელი ფანი
ციმბირის ურალი რომ გეპატიჟება ჰოლანდიაზე არც უნდა დაფიქრდე. კიდევ კაი გიორგის ჭკუა ეყოფა და ციმბირს აირჩევს
D
ჰოლანდიაში მხოლოს აიაქსი და პსვ ღირს რამედ... ნუ გვგონია სხვა მხრივ რამეს ნიშნავდეს მაგათი ჩემპიონატი, გამოადგათ ტრამპლინად კაშიას, ჭანტურიას და ყაზაიშვილს ?! მგონი არა
მერაბი
გიორგისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატი საუკეთესო არჩევანი იქნება! შემდეგ, ვნახოთ, მასზეა დამოკიდებული!
გუჯა კახაძე
გიორგის წარმატებას ვუსურვებ!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა