ფოტო: © გოგიტა ბუხაიძე

"თიბისი რაგბის სერიები 2018"-ის მეორე (პირველ საშინაოს) მატჩს "ბორჯღალოსნები" შაბათს, 17 ნოემბერს, თბილისში გამართავენ და "ავჭალის" რაგბის სტადიონზე სამოას ნაკრებს დაუხვდებიან. მეტოქე უკვე თბილისშია და შაბათის რკენისთვის ემზადება.

გულადები

სამოას კუნძულებზე რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტია და ამ ქვეყნის ნაკრებს, რომელსაც ზედმეტსახელ "მანუ სამოათი" ("გულადი სამოა") იცნობენ, ხშირად აქვს პატივი, ბობოლა სარაგბო ქვეყნებს ეთამაშოს. ერთ დროს ის მსოფლიო რეიტინგის ათეულის მკვიდრი იყო და სწორედ მაშინ შეძლო საქართველომ მეტოქის დამარცხება. ეს 2013 წლის 23 ნოემბერს, "მესხზე" მოხდა და "ბორჯღალოსნებმა" პირველად შეძლეს "დიდი ათეულის" (იმ მომენტისთვის სამოა მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე იყო) წარმომადგენლის დამარცხება - 16-15.

მანამდე გუნდების გზები პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე გადაიკვეთა და მაშინ მეტოქემ 46-9 იმარჯვა, თუმცა მას შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ორჯერ დაამარცხეს და ერთხელ ფრედ ეთამაშნენ. 2016 წლის წყნარი ოკეანის ტურნეს დროს, მეტოქეს აპიაში ვეწვიეთ და ფრედ, 19:19 ვეთამაშეთ, ხოლო იმავე წლის ნოემბერში კვლავ "მესხზე" 20:16 ვძლიეთ. ამრიგად, დღეისათვის ურთიერთშეხვედრების ბალანსი ჩვენ სასარგებლოდაა - ორი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი.

სამოური ოვალის ისტორია

სამოაში რაგბი ფრანგმა ძმებმა მარისტებმა 1920 წელს დანერგეს, 1924 წელს კი დასავლეთ სამოას რაგბის კავშირი დააარსეს. იმავე წელს, ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა, აპიაში ფიჯის უმასპინძლა და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ 0:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თამაში გამთენიისას გაიმართა, რათა სამოელებს სამუშაოზე წასვლა მოესწროთ. საპასუხო მატჩში სამოამ რევანში აიღო და თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა - 9:3.

სამოამ, რომლის მოსახლეობაც 200 ათას ადამიანს არ აღემატება, პირველი დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან რამდენიმე სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 1991 წელს კუნძულელებმა უელსი 16:13 და არგენტინა 35:12 დაამარცხეს, 1994 წელს უელსი - 34:9, 1995 წელს იტალია - 42:18 და არგენტინა - 32:26, 1996 წელს ირლანდია - 40:25, 1999 წელს უელსი - 38:31, 2000 და 2001 წლებში იტალია - 43:24 და 17:9, 2005 წელს არგენტინა - 28:12, 2011 წელს ავსტრალია - 32:23, 2012 წელს უელსი - 26:19, 2013 წელს შოტლანდია - 27:17 და იტალია - 39:10, 2014 წელს იტალია - 15:0.

სამოას პირველი დონის გუნდებიდან დადებითი ბალანსი აქვს არგენტინასთან - 3 მოგება და 1 მარცხი, იტალიასთან - 5 მოგება და 2 მარცხი, ხოლო უელსს 6 მარცხის წილ, 4-ჯერ მოუგო. კუნძულელებს ყველა შეხვედრა აქვთ მოგებული კანადასთან. ასე იყო აშშ-სთან და "არწივებისგან" პირველი მარცხი გასულ შაბათს, ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით იგემეს - 29:30. მათ დადებითი ბალანსი აქვთ იაპონიასთან - 11 მოგება და 4 ფრე. ამ გუნდმა ყველაზე დიდი სხვაობით პაპუა ახალი გვინეა დაამარცხა - 115:7, ხოლო თავად 2008 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 14:101.

სამოა პირველ, 1987 წლის მსოფლიო თასზე მიწვეული არ იყო, მას შემდეგ კი შვიდივე ტურნირში მონაწილეობდა. 1991 და 1995 წლებში გუნდმა მეოთხედფინალში ითამაშა, ხოლო 1999 წელს - მეოთხედფინალის შესარჩევ პლეი-ოფში. მას შემდეგ ის ჯგუფური ეტაპის გადალახვას ვერ ახერხებდა, 2015 წლის მსოფლიო თასზე კი, ჯგუფში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, სამოამ წყნარი ოკეანის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და იაპონიის ბილეთები ევროპის მეორე გუნდთან, გერმანიასთან პლეი-ოფის მოგების შედეგად მოიპოვა.

სამოა, რომელიც დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა (67,61), მსოფლიო თასზე "ა" ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ირლანდია, შოტლანდია, იაპონია და რუსეთი იქნებიან.

ტრადიციული რიტუალი

"მანუ სამოა" თამაშის წინ ტრადიციულ საბრძოლო ცეკვას ასრულებს, რომელსაც "სივა ტაუ" ეწოდება. ესაა ტრადიცია, ერთგვარი რიტუალი, რომელიც მორაგბეებს საბრძოლოდ განაწყობს და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავს. საქართველოში "სივა ტაუ" ცოცხლად 2013 და 2016 წლებში ვიხილეთ და ამის პატივი კიდევ ერთხელ, 17 ნოემბერს გვექნება.

ბილეთების შეძენა დღეიდან "ავჭალის" სტადიონისა და ფილარმონიის სალაროებშია შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ ბილეთი TKT.GE-ზე შეიძინოთ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ჭაღარა
სამხრეთ აფრიკაც არ იტყოდა უარს
მამუკა
საქართველო, სამოა, ტონგა, ფიჯი, იაპონია და რუმინეთი. ეს ექვსეული იდეალური იქნებოდა!
ქართველი კაცი
არ გვინდა მაგათი ექვსი ერი! ჩამოვაყალიბოთ ჩვენი 4 ერი, საქართველო, ტანგა, სუმოა, ფიჭი. უძლიერესი ტურნირი იქნება!
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან
Associated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს
სათამაშო დისციპლინა, ფეხით თამაში და სხვა - ექსპერტი საქართველო-ტონგას მატჩს განიხილავს
საქართველოსთან იტალიის ნაკრებს ლიდერი და კაპიტანი სერხიო პარისე დააკლდება
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას იწყებენ