გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები არ წყდება.

ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს.

"საქართველოსა და ანდორის მატჩის მერვე წუთზე "ბარსელონას" სკაუტები სიამოვნებით უყურებდნენ იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ეს მისი მესამე გოლი იყო ერთა ლიგაზე, მაგრამ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას "ბარსელონა" აკვირდებოდა.

"ბლაუგრანა" მას წელიწადზე მეტია აკვირდება და რამდენჯერმე ბელგიასაც ესტუმრნენ, მისი თამაშის პირადად სანახავად.

ჩაკვეტაძე ტიპური დაბალი ნახევარმცველი არ არის, ის 1.83 მ სიმაღლისაა, ფიზიკურად ძლიერი და ამ სიმაღლესა და ძალას ბურთის მოსაპოვებლად ხშირად იყენებს. მას შესანიშნავი აჩქარება აქვს და ამ სისწრაფის გამო, მისი შეჩერება ურთულესია.

"ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მისი შეძენა სურს, მისი კონკურენტები არიან "ტოტენჰემი", "ბორნმუთი", "შახტარი" და "ბაიერნი". - ვკითხულობთ ესპანურ პორტალზე.

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ კატალონიური კლუბის დაინტერესების შესახებ, პირველად Sport.es-მა დაწერა, ამის შემდეგ დაინტერესება "გენტმაც" დაადასტურა და "ბარსას" სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.

simartle
არ ვიცი,არ ვიცი....მეშინია რომ როგორც ყველა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა უფას ან ყარაგანდის კლუბებში არ გააგრძელოს.ბარსა ნაადრევიც არის და თან კლუბი ეხლა დიდი ცვლილებების წინაშე დგას,უახლესი 2-3 წელი იქნება აურზაური.აი,გერმანული ფეხბურთი კი ასწავლის დისციპლინასა და მოუმატებს გამძლეობას,თუმცა მანდაც გერმანელები ლიგაში თითზე ჩამოსათვლელი დარჩა,სულ თურქ-ბალკანეთი-აფრიკელებითაა სავსე.
პროფესიონალია
რა მნიშვნელობა აქვს ვისი ფანია. პირველ რიგში პროფესიონალია. სადაც ცხოვრება მისცემს კარგ ვარიანტს და სადაც ჯობია მისი კარიერისთვის იქ უნდა ითამაშოს. მსახიობები უარყოფით როლებს რომ თამაშობენ შეიძლება არ უყვართ თავის პერსონაჟი მაგრამ პროფესიონალები არიან და ასრულებენ. სადაც პროფესიონალიზმია, იქ ემოციების ადგილი ნაკლებად არის ასე მგონია.
ara barsa
ბიჭი რეალის ფანია და ბარსაში არ წავა.თანაც იმიტომ რომ როგორც სჩვევიათ დასვავენ სათადარიგოზე და გააფუჭებენ.
დავით
ბორნმუთი სჯობია მისთვის!
მურმანი
მიდი გელა!
მერაბი
მართლა მაგარი ბიჭია, მაგრამ "ბარსა" და "ბავარია" ნაადრევი მგონია. "ტოტენჰემი" იდეალური იქნება. კიდევ დახვეწს თამაშს ტოპ-ლიგაში და მერე "ბარსა".
Goga
Chakvetadze gmertma sul cin ataros, magram ragac ararealurad gadacharbebuli mgonia dasaxelebuli clubebis aseti ajiotagi, ufro Marketing xrikebs gavs. Sanam belgiashi cavidoda, daceres igive. Fifias politikidan gamomdinare, ufro meti fulis shovnis chance gaushvebda?
გელა 67
თუ მორიგი მონაჩმახი არ გამოდგა,ან ამან არ აუშვა აფრები ჭანტურიასავით , ამას არაფერი აჯობებს, უფალი შეეწიოს, წარმატებებს ვუსურვებ მტელ ერთან ერთად!!!
Emigranti
21milons ixdis barsa espanur presashi ceria barsashi vnaxe dges gazeti vamos chakvet vamos gelodebit barsashi ))))
Eh
შახტარში წავა ისეთი ბედი გვაქვს
ალეკო
ჯერ კიდევ ბავშვი რომ იყო დინამოს დუბლებში ვუყურებდი მის თამაშს. ყოველთვის მჯეროდა რომ ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს გიორგი, შრომა ყოველთვის ფასდება. იმედია სხვა ფეხბურთელებიც მოგბაძავენ.
გელა
დინამო თბილისს სურს რომ დაიმატოს. დილასაც მოუხდებოდა -რაზმაძე, ჩაკვეტაძე,რიბეირო,გოგუა. მაგარი იქნება
გიორგი
ეს ბიჭი არის ქართული ფეხბურთის და ნაკრების მომავალი თუმცა 19 წლის ფეხბურთელისთვის ბარცა ჯერ ადრეა და ბაიერნიც იქ შეიძლება სკამზე აღმოჩნდეს ჯობია იქ დარჩეს სადაც არის სეზონის ბოლომდე და ჩემი აზრით დორტმუნდში თუ გადავიდა ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოუხდება დორტმუნდს ძირითადშიც ექნება შანსი მოხვედრის ბაიერნში სადაც ხამესი კომანი და ამ დონის ფეხბურთელები ზიან სკამზე და ბარსაში კიდე ვიდალი ვერმაელენი დემბელე იქ რთული ქინება მისთვის ადგილის დამკვიდრება შახტარს ისევ გენტი ჯობია მაგრამ აი დორტმნდი მშვენიერი ვარიანტია.
ბოღმა გადამთიელი
უეჭველი არაქართველი ხარ
1-2 წელიც
ტოტენჰემი ან ტოტენჰემის მსგავსი კლუბი რომელიმე ტოპ-ჩემპიონატიდან იქნებოდა იდეალური 1-2 წლით ვიდრე სუპერ კლუბში გადავა. ალღოს აუღებდა ტოპ ჩემიონატს და მერე 21-22 წლის უკვე სუპერ კლუბში გთამამად ჩაჯდებოდა სასტავში
ილარიონი
ტოტენჰემი ან ბაიერნი რა მაგარი იქნებოდა. მოთმენა და წინ სიარულია საჭირო, ყველაფერი კარგად იქნება.
Lado t
სიამოვნების მძაფრი განცდით წავიკითხე ეს სტატია. კიდევ უფრო და უფრო მეტი იშრომე გიო, ბევრად მეტი ძმაო, არ დაიზარო ჯოჯოხეთური შრომა და დიდ ფეხბურთს ითამაშებ. პრესას ნუ მიაქცევ ყურადღებას, მხოლოდ შენი საქმე აკეთე. წარმატებები და კეთილი სურვილები, ამ თავმდაბალ ბიჭს.
ზურა
ოოოოო.. მარკამ თუ თქვა და დაწერა, მაშინ მართლა მჯერა უკვე ;დდ ორებს არ ავრცელებს, ბრავო ჩაკვე, მთელი საქართველო შენ გვერდითაა... ახლა უბრალოდ მალე გვინდა ევროკავშირში შესვლა, რათა ქართველ ფეხბურთელებს უფრო გაეხსნათ გზა ევროპისკენ, რადგან არაევროკავშირელებზე ლიმიტებია ყველგან :(
ზ.777
სამაგალითო ბიჭია!!! ვუყურებ და გულს უხარია მისი პროგრესი..მთავარია ასე გააგრძელოს!!!ოდესღაც ჩვენთანაც უნდა გამოჩნდენ ვარსკვლავები და მემგონი იწყება :)
რა მაფიაა?
ნაკრებში კი, მარა ერთა ლიგაზე მესამე ))
ალექსანდრე
შახტარმა გააჯვას, მე არ მახსოვს შახტარს ქართველი ეყიდა და სკამზე არ დაელპო ან სადღაც დუბლებში, კი ბატონო შეიძლება შახტარის დონეს ვერ ქაჩავენ ჩვენები და კლუბი არაფერ შუაშია, მაგრამ ცუდი პოლიტიკა აქვს შახტარს იყიდის ბავშვებს და ელოდება სანამ ის ბავშვი სკამიდან ან დუბლებიდან ძირითადის ბრაზიელიელს არ აჯობებს თუ არ ათამაშე როგორ უნდა აჯობოს?ჩაკვეს რაც შეეხება უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება სტაბილური.თუ ათამაშეს კი ბატონო მაგ ტოტენჰემ ბაიერნებში, მაგრამ 10 წუთებით და სკამზე ჯდომებით ვერ განვითარდება. გერმანიაში ზალიან უხეში ფეხბურთია , არც ესპანეთია ნაკლები. პრემიერლიგის საშუალო გუნდი და სტაბილური ძირითადი დახატავდა ამ ეტაპზე
roma
ოგონდ შახტარი არა ეგ ხომ უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. წარმატებები და წინსვლა გიოს,
მურმანი
ჰო გრანდები გიჟდებიან ისე უნდათ ჩაკვეტაძე, მაგრამ ბოლოს რატომღაც რომელიმე საშუალო კლუბში მოხვდება და იქაც სათადარიგო იქნება. ესაა ქართველი "ტალანტების" ტრადიციული გზა. ყენია გაიხსენეთ, ჭანტურია, ოქრიაშვილი და კიდევ სხვა "ტალანტები". ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე დიდი ტალანტი არაა და ვარსკვლავი ვერ იქნება. არ აქვს მაგის მონაცემები. ანდორასთანაც გატანილი გოლის მიუხედავად საცოდავად გამოიყურებოდა და ბევრი არაფერი გამოსვლია. სივრცე თუ დაუტოვე ეგრე ყველა ითამაშებს. როცა სივრცეს უვიწროვებენ ჩაკვეტაძე დიდი არაფერი არაა.
Emigranti
Shroma tavmdabloba ukomfliqto da rac yvelaze mtavaria zogiertivit tavshi ar auvarda ese gaagrdzele gio genacvale da romelime grabdshi uechveli itamasheb da ai mere oqros burtzec mogicevs brdzola ♡ ♡ ♡ ratomac ara
status quo
მეოთხე გოლი გაიტანა და არა მესამე.
გიორგი
როგორ გამიხარდა! თან პიროვნულადაც ძალიან კარგი ბიჭი ჩანს. ბიჭი კი არა უკვე კაცია--თვითონ წერს თავის ბიოგრაფიას და არც არვის არაფერს ეხვეწება და არც ეგლახავება, როგორც ვიცით როგორც ხდება ხოლმე! გვყავს ნამდვილად კარგი სპორტსმენები მაგრამ გიორგიზე ლაშა ტალახაძე მახსენდება.
სპორტალის ნიუსები
მარსის იუნაიტედი და იუპიტერის რეინჯერსიც ჩაერთნენ ჩაკვეტაძისთვის ბრძოლაში.ხოლო დემოკრატები ფიქრობენ მომავალ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ტრამპს ჩაკვეტაძე დაუყენონ.
ზურა
შახტარის ჩაკვეხება არ მომეწონააა.....
gia
როცა შრომობ ყველაფერი გამოდის. მითუმეტეს სპორტში. მთავარია შრომა არ შეწყვიტოს ამ ბიჭმა და სხვებმაც დაინახონ რომ ეს შესაძლებელია.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს