"ტერეკთან" მატჩი ოთარ მარცვალაძემ ავადმყოფობის, გოჩა ხოჯავამ კი ტრავმის გამო გამოტოვა
"ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ რუსეთის პრემიერლიგის 7-ე ტურის მატჩში "ტერეკთან" (0:1) დამარცხების შემდეგ გუნდის კონცენტრაციის არყოფნაზე დაიჩივლა. მისი თქმით, წინ კიდევ გრძელი სეზონია, ამიტომ დასკვნების გაკეთება ადრეა.

ქართველი ლეგიონერების გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში საკმაოდ წარმატებული სტარტის შემდეგ ზედიზედ მესამე თამაში დათმო.

- მინდა "ტერეკს" წარმატება მივულოცო. მეორე ტაიმში მეტოქემ აჩვენა, რომ გამარჯვება სურდა და ამის გაკეთება მოახერხა კიდეც. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მატჩის ბოლომდე კონცენტრაცია ვერ შევინარჩუნეთ და დაცვაში უხეშმა შეცდომამ დასანან მარცხამდე მიგვიყვანა.

საერთო ჯამში, ბიჭებთან პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ ჩვენი პრობლემები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, შეტევაში აგრესია არ გვყოფნის. სიტუაციას გამოსწორებას ვეცდებით და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით.

- "ვოლგამ" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო მატჩები არცთუ წარუმატებლად ჩაატარა...

- ეს ფეხბურთია, ჯერ ყველაფერი წინაა. ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ წინ გრძელი სეზონია. საქმე ფეხბურთელების ფსიქოლოგიაშია.

- შემდეგი მატჩი "ვოლგას" "ანჟისთან" ელის. ამ მატჩს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებით?

- მატჩს არანაირი განსაკუთრებული ყურადღებით არ ვეკიდებით. როგორც ჩემპიონატის ჩვეულებრივი თამაშისთვის ისე მოვემზადებით.

- მარცვალაძე და ხოჯავა ტრავმირებულები არიან?

- მარცვალაძე გაციებულია, ხოჯავა კი წინა თამაშში დაშავდა. ჩვენთვის შემადგენლობიდან ერთი მოთამაშის გამოკლებაც კი პრობლემა ხდება.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა