გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მოგებულ (2:1) მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უამრავი გამოხმაურება მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემებისგან.

გერმანული Sport.de ქართველი შემტევზე წერს და ამბობს, რომ "ბაიერნი" კიდევ ერთხელ ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას.

"5 გოლი 7 მატჩში: აღმაფრთოვანებელი შედეგი! ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული ტოპ-კლუბების სამიზნეა. მიუნხენის "ბაიერნი" მეორედ ეცდება მის შეძენას.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ამომავალმა ვარსკვლავმა ისევ გაიბრწყინა.

გუშინ მხოლოდ ქართველები არ იყვნენ ბედნიერები, თბილისის სტადიონის ტრიბუნებზე "ბარსელონას" სკაუტებიც კმაყოფილები იყვნენ. კატალონიელები 19 წლის ჩაკვეტაძის წელიწადზე მეტია აკვირდებიან, მათ შორის, ბელგიურ "გენტში" თამაშისასაც.

"ბაიერნი" მასში 6 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა მას "გენტმა" დაასწრო. ინტერესი ისევ არსებობს. მომავალი ზაფხულისთვის გერმანული კლუბის პრეზიდენტმა გუნდის განახლების პირობა დადო, ახალგაზრდა ჩაკვეტაძე კი, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია.

თუმცა, როგორც "მარკა" იუწყება, მხოლოდ "ბარსელონა" და "ბაიერნი" არ იბრძვიან ახალგაზრდა ქართველისთვის; "ბორნმუთი", "ტოტენჰემი" და "შახტარიც" ცდილობენ, გიორგი ჩაკვეტაძე მათ გუნდში მოხვდეს, თუმცა აშკარაა, რომ ამისთვის მათ 2017 წელს შეთავაზებულ 6 მილიონზე ბევრად მეტის გადახდა მოუწევთ", - ვკითხულობთ Sport.de-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტს" 2017 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში მან 4 გოლის გატანა მოახერხა.

თბილისელი
ყაზახეთთან თამაშზე როგორც კი ჩაკვეტაძე ბურთს მიიღებდა, 11 წლის ჩემი შვილი ხმადაბლა შეუძახებდა "მიდი გიო". დარწმუნებული ვარ ასეთი გულანთებული ბევრი ქომაგი ეყოლება გიორგის მთელ მსოფლიოში!
ლაშა
მთავარია თავში არ აუვარდეს, შეინარჩუნოს ის ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა რაც დიდი ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს!
გიორგი
გაიხარე შვილო და ჩვენც მრავალჯერ გაგვახარე. ახლა კი ერთი რჩევა, მიიღებ თუ არა ეს შენი საქმეა: ძალიან მაცდური წინადადებაა, მარა იქ დაგკარგავენ, ამისთვის ჟერ ძალიან პატარა (ახალგაზრდა) ხარ, მის გარდა რომელიმე სხვა ძლიერი გუნდი გირჩევნია სადაც ძირითადშიც გათამაშებენ და კაშკაშა ვარსკვლავიც იქნები.
ხაშური
ფენომენია ეს ბიჩი, მიდი გიო გენაცვალე, ეს ტურნირი მარტლა შენ კისერზე გადავიდა, მიდი ზრდა გააგრზელე
ნანა ბებო
შორი გზით მოუარე და წარმატებამდე აუცილებლად მიხვალ.ღმერთმა დაგლოცოს და შრომამ მსოფლიო დონის ტალანტად გაქციოს
status quo
ტოტენჰემი ზედგამოჭრილია მისი სტილისთვის.
გივი
ვ ო ვ ა-ს, ჩ ე ლ ე-ს პატარა მიშა მესხს მოვესწარი, როგორ გუგუნებდა სტადიონი მათ სახელებს, ასევე შოთა-აჩის...
gg
ძალიან კარგია ესეთი ინტერესი, თუმცა ჩემი პირადი აზრია თუ გენტიდან გადავა ბარსელონა ბაიერნი და ესეთი გრანდები არ უნდა აირჩიოს, კი უზომოდ ნიჭიერია და გრანდამდე გენტზე ძლიერი და მაგრამ გრანზე დაბალი/საშუალო გუნდია საჭირო რომ ფიზიკურად უფრო მოძლიერდეს, ბოლომდე გაიხსნას და თავის ნიჭს უფრო დიდი ასპარეზი მიცეს, არის შანსი, რომ გრანდში ჩაიკარგოს მეორე ჩანკვეტაძის დაბადებას ვეღარ დაველოდებით :) :) მიდი გიოოოო ნაბიჯ ნაბიჯ ყველაფერი გამოვა. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა მესის, რონალდოს ნეიმარის და ა.შ. სახელები გიომ ჩაანაცვლოს.
ჯაბა
პრემიერლიგა იდეალური ვარიანტია ბარსაში ძირითადში არც ათამაშებენ და შეიძლება გაანათხოვრონ კიდეც
aleko
shromis gareshe araferi ar gamova talantinkinkladzesac qonda
ბბბ
მე რაც ვიცი გვარის სკანდირება არავის ღირსებია მესხის შემდეგ, არც ყიფიანს და არც არავის, ჩაკვეტაძე ღირსია ამისი და მჯერა, რომ ამ ტვირთს ღირსეულად ატარებს! ხალხის რჩეული ხარ გიო და ჩვენი იმედი. შენმა მშობლებმა იხარონ შენი წარმატებებით!
ჩაკი
ჩა-კი, ჩა-კი, ჩა-კი, ჩა-კი...
რათქმაუნდა!!!!!!!!!
ყველაფერი წინ აქვს ამ ბიჭს როგორც ამბობენ ის ადამიანები ვინც საერთო ახლობლები და ნაცნობები გვყავს გიო არარი ისეთი ბიჭი რო თავში აუვარდეს რაიმე წარმატება ასერო გვეიმედება ძალიან ბევრი შრომა და ბევრი მონდომება ჭირდება და აუცილებლად შექმნის კიდე ერთ დიდებულ ისტორიას ქართულ ფეხბურთში რომელიც გვაკლია ნამდვილად ამ ბოლო წლებში
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა