"თიბისი რაგბის სერიები 2018"-ის დასკვნით მატჩში "ბორჯღალოსნები" 24 ნოემბერს ტონგას ეთამაშებიან. "მიხეილ მესხზე" შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ბილეთები, რომელთა ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია, სტადიონის სალაროებსა და ონლაინ იყიდება.

95-წლიანი ისტორია

ტონგას რაგბის კავშირი 1923 წელს დაარსდა და რაგბი ქვეყანაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1924 წელს გამართა და ფიჯი 9:6 დაამარცხა.

ნაკრების მეტსახელი "იკალე ტაჰი" ზღვის არწივს ნიშნავს და მან ყველაზე დიდი სხვაობით 2003 წელს სამხრეთი კორეა დაამარცხა - 119:0, თავად კი 2000 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა 0:102. ტონგელებს "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ 5-ჯერ აქვთ ნათამაშები, 12-ჯერ შეხვდნენ "მაორებს" და 4-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი დონის წამყვან გუნდებთან კუნძულელებს ხშირად უწევდათ თამაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს. 1973 წელს "ზღვის არწივებმა" ავსტრალია ბრისბენში 16:11 დაამარცხეს, საფრანგეთს 1999 წელს - 20:16, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასზე 19:14 სძლიეს. შეგახსენებთ, იმ წელს ფრანგებმა მსოფლიო თასის ფინალში ითამაშეს და მასპინძელ ახალ ზელანდიასთან 7:8 დამარცხდნენ.

ტონგას ორჯერ Hყავს დამარცხებული იტალია - 1999 წლის მსოფლიო თასზე 28:25 და 2016 წელს პადოვაში - 19:17, ხოლო 2012 წელს შოტლანდიას აბერდინში 21:15 მოუგეს. "ბორჯღალოსნებს" "ზღვის არწვებთან" 6-ჯერ უთამაშიათ და 4 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვეს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი 2015 წლის მსოფლიო თასზე, 17:10 მოგება იყო. მას შემდეგ მეტოქეს კიდევ ორჯერ მოვუგეთ და გუნდთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დადებითი ბალანსი გვაქვს.

ტონგამ 7 მსოფლიო თასზე ითამაშა, საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ 1991 წელს ვერ გადალახა და 7 მოგების წილ 18 მარცხი აქვს. კუნძულელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი თამაში 2007 და 2011 წლებში მოიგეს, 1995, 1999 და 2015 წლებში კი თითო გამარჯვება იზეიმეს.

თბილისში გამომგზავრებამდე ტონგამ "ფრანგი ბარბაროსები" 49:38 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს უელსთან 24:74 დამარცხდა, თუმცა 45-ე წუთამდე ანგარიში 24:24 იყო.

ტონგამ სამი შეცვალა

ტონგამ უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სამი მორაგბე შეცვალა - კვაჭი, შერკინების შემკვრელი (8) და ცენტრი. სამაგიეროდ, მრავლადაა ცვლილებები მარქაფაში.

"ზღვის არწივების" 23-ივე მორაგბე ლეგიონერია და მათი უმრავლესობა ევროპაში თამაშობს - 8 საფრანგეთში, 4 ინგლისში და ერთი უელსში. 9 ლეგიონერი ახალზელანდიურ, ხოლო ერთი ავსტრალიურ კლუბს წარმოადგენს.

ტონგელთა შემადგენლობაში გამორჩეული მორაგბეა ფულბეკი ვუნგაკოტო ლილო, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტი, 43 მატჩი აქვს ჩატარებული, 12 ლელო გაიტანა და გუნდს ჯამში 87 ქულა შესძინა. მას ნათამაშები აქვს სამ მსოფლიო თასზე (2007-2015), იცავდა "ბრისტოლის", "ბორდოსა" და "ტარბის" ღირსებას, 2015 წლიდან კი "მონტობანში" თამაშობს.

გამოცდილია მარცხენა ბურჯი სიგფრიდ ფისი'იჰოი, რომელსაც ორი წელი ზე-რაგბის "ჩიფსში" აქვს გატარებული, ბოლო ორი წელია "სტად ფრანსეს" ღირსებას იცავს. ინგლისის პრემიერშიფში თამაშობს 9 ნომერი სონატანე ტაკულუა, რომელიც კუნძულელთა მთავარი დამრტყმელია და მის ანგარიშზე 172 ქულაა (29 ტესტი).

ტონგას თადარიგში Hყავს "რასინგის" ბურჯი ბენ ტამეიფუნა, რომელიც 2012-2015 წლებში ზე-რაგბის "ჩიფსში" თამაშობდა, მიწვეული იყო ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში, ასევე, ახალი ზელანდიის "ბარბაროსებში". 2015 წლიდან ის პარიზულ კლუბში გადავიდა, შარშან კი მშობლიური ტონგას ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს და დღემდე 6 კეპი მოიხვეჭა. აღსანიშნავია, რომ მან 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში "რასინგის" შემადგენლობაში ზაფხულის თასზე თბილისში არგენტინა XV-ისა და ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ცუდი ამინდი დაგვიდგა.სხვა გზა არა გვაქვს,უნდა დავამარცხოთ,თანაც სოლიდურად.ეს ხომ ამ წელიწადში ბოლო მატჩია.ისე,რატომღაც იმედი მაქვს,რომ ანგარიში სოლიდური იქნება,ჩვენი ბიჭები ხომ ტრადიციულად მესამე მატჩისათვის შედიან ფორმაში.წმინდა გივარგიმ დაგლოცოთ ლომებო,გეწეოდეთ მისი ძალა და მადლი.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე