გერმანიის ნაკრებისა და "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირა მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა...

გერმანიის ნაკრებისა და "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირა მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. გუშინ ფეხბურთელის მრჩეველმა იორგ ნიბაუერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხედირას და "რეალს" შორის შეთანხმება მიღწეულია. "ჩვენ "რეალის" ხელმძღვანელებს უკვე ყველაფერზე მოვურიგდით. ახლა მთავარია, რომ კლუბებმა მოილაპარაკონ. თუ "რეალი" და "შტუტგარტი" შეთანხმდებიან, ტრანსფერი შედგება," - განუცხადა ნიბაუერმა "ბილდს".

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ახლა საქმე მხოლოდ სატრანსფერო თანხას ეხება. აღსანიშნავია, რომ ხედირას შვაბურ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლითღა აკავშირებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ეს "შტუტგარტის" ბოლო შანსია, ფეხბურთელში ფული აიღოს. კლუბის ახალი მენეჯერი ფრედი ბობიჩი ამბობს, ხედირას შენარჩუნება ძალიან კი გვინდა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, გამოსავალი უნდა მოვძებნოთო.

უკვე ცნობილია, რომ ხედირას "შტუტგარტიდან" წასვლა და "რეალში" გადასვლა უნდა. სამიმ მადრიდული გრანდი იმის გამო დააინტერესა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა - ხედირამ მუნდიალზე, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაში, ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად იდეალური ტანდემი შექმნა. ისიც უნდა ითქვას, რომ ხედირას "რეალის" ძირიტად შემადგენლობაში თამაშის ჩინებული შანსი ექნება, მადრიდში მისი კონკურენტები ფერნანდო გაგო, მაჰამადუ დიარა და ლასანა დიარა იქნებიან.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა