ამ კვირაში განსაკუთრებული მონაგარი არ გვქონია. სასიხარულო ფაქტია, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელთა უმრავლესობა დაბრუნდა, ზოგიერთი ჩემპიონატი კი დასრულდა და ლეგიონერთა ნაწილი უკვე ისვენებს.

ალბანეთი

ირაკლი ძარიას "კუკეშმა" სტუმრად "კამზა" 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი 14 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

ავსტრია

მცირე ტრავმის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი გრაცის "შტურმს" დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი 67-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა "ალტახს" გასვლაზე 2:0 მოუგო. 15 ტურის შემდეგ "შტურმი" მეშვიდე პოზიციაზეა.

ბელგია

ქართველების "გენტი" შინ "ანტვერპს" დაუზავდა (0:0). არადა, ეს მატჩი "გენტის" მოგებით დასრულდებოდა, მსაჯს გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმული რომ გოლად ჩაეთვალა. 19 წლის ქართველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია. 17 ტურის შემდეგ "გენტი" მეშვიდე ადგილზეა.

Video

25.11.18 გენტი-ანტვერპი 0:0 - ჩაკვეტაძის არჩათვლილი გოლი

ხორვატია

გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" შინ "ისტრასთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი მცველი სათადარიგო გახლდათ. "გორიცა" 15 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

კვიპროსი

ქართველების "ანორთოსისი" "ომონიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა კაჭარავა განაცხადში არ ყოფილა. 10 ტურის შემდეგ ქართველთა გუნდი მეექვსე ადგილზეა.

დანია

"ვენდისელისა" და "ესბიერგის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ტრადიციულად, სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ლაშა პარუნაშვილმა, რომელმაც 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა და 69-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 17 ტურის შემდეგ "ესბიერგი" მესამე ადგილზეა.

Video

25.11.18 ვენდისელი - ესბიერგი 1:1 ლაშა პარუნაშვილის გოლი

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ჰობროს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი, რომელმაც 68-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, საბოლოოდ კი 85-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მეშვიდე ადგილზეა.

უნგრეთი

"პუშკაშმა" "ჰალადასი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ბაჩანა არაბულს ტრავმა აქვს და განაცხადში არ ყოფილა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში მურთაზ დაუშვილი ცენტრალურ მცველად მოგვევლინა და შეხვედრა სრულად ჩაატარა. 15 ტურის შემდეგ "პუშკაში" მე-9 ადგილზეა; "ჰალადასი" ბოლო, მე-12 პოზიციას იკავებს.

გიორგი ბერიძის "უიპეშტი" "პაკს" (1:1) დაუზავდა. ანგარიში 61-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა. "უიპეშტი" მეექვსე ადგილზეა.

Video

24.11.18 უიპეშტი-პაკსი 1:1 გიორგი ბერიძის გოლი

იტალია

ლევან მჭედლიძის "ემპოლმა" "ატალანტა" 3:2 დაამარცხა. ამ მატჩში კი ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა და 89-ე წუთზე ლა გუმინა ჩაანაცვლა. 13 ტურის შემდეგ "ემპოლი" მეჩვიდმეტე ადგილზეა.

ლუქსემბურგი

ლევან ყენიას "დუდელანჟი" "ვიქტორიას" 2:2, ფრედ ეთამაშა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 12 ტურის შემდეგ "დუდელანჟი" მესამე ადგილზეა.

პოლონეთი

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" პოზნანის "ლეხს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. 16 ტურის შემდეგ "პლოცკი" მეათე ადგილზეა.

ვატო არველაძის "კორონამ" "გორნიკი" 4:2 დაამარცხა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო. მისი გუნდი ექსტრაკლასაში მეოთხე ადგილზეა.

რუსეთი

"კრასნოდარმა" ტულის "არსენალი" 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ 79-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. 15 ტურის შემდეგ "კრასნოდარი" მეორე ადგილზეა, "არსენალი" - მე-11-ზე.

მოსკოვის "სპარტაკმა" "კრილია სოვეტოვი" 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო. "სპარტაკი" მეშვიდე ადგილზეა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" გიორგი ჭანტურიას "ურალს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო, გიორგი ჭანტურია - სათადარიგო. "ლოკომოტივი" მე-4 ადგილზეა, "ურალი" მეექვსე პოზიციას იკავებს.

სლოვაკეთი

ქართველების "ტრნავა" შინ "ნიტრასთან" 2:3 დამარცხდა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 55-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა, ხოლო დავით სხირტლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. 16 ტურის შემდეგ ტრნაველები მეექვსე ადგილზე არიან.

Video

24.11.18 ტრნავა-ნიტრა 2:3 ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლი

ესპანეთი

გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "კორდობა" 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. "ლუგო" 15 ტურის შემდეგ მეთხუთმეტე ადგილზეა.

შვედეთი

ზურაბ ცისკარიძის "ესკლისტუნამ" "ბრომაპოიკარნა" 2:1 დაამარცხა და მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 46-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარია

ქართველების "ლუცერნი" "ბაზელს" (1:1) დაუზავდა. ვაკო გვილია სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა. 15 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეექვსე ადგილზეა.

უკრაინა

დავით ხოჭოლავას "შახტარმა" "ლვოვი" მიიღო და 0:0, ფრედ ეთამაშა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა. 16 ტურის შემდეგ "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

x.x
არაბიძეზე რატომ არ წერთ?!__________________პორტუგალიაში ამ უქმეებზე სათასო გათამაშება იყო, "ნასიონალი" წინა ტურში გამოეთიშა .
giorgi
ამ ლინკზე შეგიძლიათ გოლებიც ნახოთ https://www.br.de/nachrichten/sport/3-liga-neun-tore-bei-carl-zeiss-jena-gegen-spvgg-unterhaching,RAKP0XK
giorgi
უნტერხახინგის შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშა ლუკა ჰუფნაგელმა და შეხვედრის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანა მისმა გუნდა 5-4 მოიგო!! სამწუხაროა რომ გამოგრჩათ...
ტარიელი
როგორ დასრულდებოდა გენტის გამარჯვებით და რატომ? რადგან ჩაკვეტაძე გაიტანდა იმიტომ? ანტვერპენს ორი გოლი არ ჩათვალეს!არჩათვლილ გოლებს დაიწყებთ ალბათ დათვლას
გიორგი
"ეს მატჩი "გენტის" მოგებით დასრულდებოდა, მსაჯს გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმული რომ გოლად ჩაეთვალა" - ამხანაგო ავტორო, თუ შეიძლება ცოტა სერიოზულად მოეკიდეთ სტატიების წერას. მე-11 წუთზე იყო ეს მომენტი და რა იცით რომ მოიგებდა გენტი?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ქეცბაია შეცდომებზე სწავლის იმედით, ჩაკვეტაძე ჯგუფის ლიდერის განაცხადში
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?