მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირს, 22 წლის თავდამსხმელ ნილს პეტერსენს თვალი "ბაიერნმაც" დაადგა
ზამთარში მისი შეძენა „შალკეს“ უნდოდა, ზაფხულში „ჰოფენჰაიმს“, მაგრამ ორივე გუნდი ხახამშრალი დარჩა, ახლა კი 22 წლის თავდამსხმელ ნილს პეტერსენს თვალი მიუნხენის „ბაიერნმაც“ დაადგა. „კოტბუსის“ ფორვარდმა გერმანიის სუპერგრანდი პირველ რიგში იმით დააინტერესა, რომ მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია: 1.88 მეტრი სიმაღლის თავდამსხმელს ამ სეზონში 24 გოლი აქვს გატანილი.

„კიკერის“ ცნობით, „ბაიერნის“ სკაუტები პეტერსენს დიდი ხანია აკვირდებიან, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იციან და რაც ყველაზე მთავარია, „კოტბუსის“ გოლეადორი ძალიან მოსწონთ. მიუხედავად ასეთი სიმაღლისა, ნილს პეტერსენი საკმაოდ სწრაფი და ტექნიკურია, ძალიან კარგად თამაშობს თავით, აქვს შესაშური საგოლე ალღო და ორივე ფეხით ერთნაირად კარგად ურტყამს. შესაბამისად, ძალიან რეალურია, რომ პეტერსენი მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერში ვიხილოთ.

მართალია, მან „კოტბუსთან“ კონტრაქტი ახლახან გააგრძელა და ახალ ხელშეკრლებას ვადა 2014 წლამდე აქვს, მაგრამ თუ „ბაიერნი“ სერიოზულად დაინტერესდა, წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება - მით უმეტეს, „კოტბუსი“. „კიკერის“ ინფორმაციით, ნილსმა ახალ კონტრაქტში ჩადო სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „კოტბუსის“ დატოვება 2.8 მილიონ ევროდ შეუძლია. „ბაიერნისთვის“ ამ თანხის გადახდა პრობლემას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს.

ზოგადად, მიუნხენელების უპირველესი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა და „კიკერი“ იმასაც წერს, რომ „ბაიერნის“ შეფებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები „მანჩესტერ სიტისთან“ - რეკორდმაისტერს გერმანიის ნაკრების 22 წლის უკანახაზელის, ჟერომ ბოატენგის გადაბირება უნდა.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა