ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს, ისე კი ყველა ამბობს, რომ BVB-ს 22 წლის თურქი ნახევარმცველი ზაფხულში მადრიდში გადავა
იმ დროს, როცა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები 80 000 ქომაგის თვალწინ გერმანიის ჩემპიონობას ზეიმობდნენ, BVB-ს 22 წლის თურქ ნახევარმცველ ნური შაჰინს, რომელსაც ტრავმის გამო არ უთამაშია და ამ სეზონში ვეღარც ითამაშებს, ცრემლები წამოუვიდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ეს გამოსამშვიდობებელი ცრემლები იყო - ამას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს, არაოფიციალურად კი ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ შაჰინი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა. „ბილდის“ ინფორმაციით, ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო და უაღრესად პერსპექტიული ნახევარმცველი „სამეფო გუნდს“ უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა.

„ბილდის“ კორესპონდენტს, კითხვაზე, არის თუ არა ეს მართლაც ასე, შაჰინმა შემდგნაირად უპასუხა: „ვერაფერს გეტყვით, ეს პირადულია.“ იოლად მისახვედრია, „რეალში“ რომ არ ეპატიჟებოდნენ ან თვითონ რომ არ უნდოდეს წასვლა, თამამად იტყოდა, რა სისულელეა, დორტმუნდში ვრჩებიო. როგორც ჩანს, ნურიმ უკვე ზუსტად იცის, რომ მომდევნო სეზონში „ბორუსიაში“ აღარ ითამაშებს. გასულ უქმეებზე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ შაჰინსა და „რეალის“ ბოსებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

შეგახსენებთ, რომ ნურის BVB-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. სატრანსფერო ბაზარზე მისი ფასი დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა, მაგრამ როგორც გაირკვა, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამ ზაფხულს „ბორუსიას“ დატოვება დაახლოებით 6 მილიონად შეუძლია...

სამაგიეროდ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბორუსიაში“ შაჰინს 20 წლის ილქაი გიუნდოგანი შეცვლის - „ნიურნბერგის“ მენეჯერმა მარტინ ბადერმა შაბათს დაადასტურა, ილქაიმ გვითხრა, რომ მომდევნო სეზონიდან დორტმუნდში თამაში სურსო. ორი აზრი არ არსებობს, „ბორუსია“ და „ნიურნბერგი“ უპრობლემოდ შეთანხმდებიან.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა