რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sport-express.ru-მ საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელთან, გიორგი დემეტრაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებს, ქართულ ფეხბურთს და პოლიტიკასაც შეეხო.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ფეხბურთისგან შორს არ ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ. რთული გრაფიკია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.

- საქართველოს ნაკრები რა სიძლიერის გუნდია?

- წინსვლა გვაქვს, ერთა ლიგაში მაღალ დივიზიონში გადავედით, არცერთი თამაში წაგვიგია. მინიმალური ამოცანა შესრულებულია.

- და მაქსიმალური მიზანი რა არის?

- როგორ თუ რა? ევრო 2020-ზე მოხვედრა. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. კარგი შანსი გვაქვს. ბელორუსი, მაკედონია და კოსოვო - ეს ნაკრებები ჩვენი მეტოქეები არიან.

- საქართველოს ჩემპიონატში დიდი ტალანტები გყავთ?

- უმეტესი მათგანი საზღვარგარეთ თამაშობს. "გენტში" ქართული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს.

- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას იტყვით? მას მოსკოვის "ლოკომოტივი" აკვირდებოდა...

- შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება გაზრდა. "ლოკომოტივის" ინტერესის შესახებ არ მსმენია. აი, ჩაკვეტაძე კი უკვე სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს.

- საწყენია, რომ გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებს რუსეთი ამჯობინა?

- და "სპარტაკი". შესანიშნავი მცველია, მაგრამ რას ვიზამთ? ეს მისი არჩევანია. როგორ უნდა განვსაჯო, თუმცა შესანიშნავი იქნებოდა ჩვენთვის. კვირკველია და ჯიქია ერთად რომ თამაშობდნენ, იდეალური იქნებოდა. ჩვენ დიდი ტალანტი - ჯანო ანანიძეც გვყავს, მაგრამ ის ტრავმებმა გააწამა. მას სტაბილურ ჯანმრთელობას ვუსურვებ.

- ვალერი გაზაევზე რას იტყვით?

- მას დიდი ხანია არ შევხვედრივარ. დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში მივფრინავ, მეგობრები მინდა ვნახო. დღესდღეობით ვიზის მოპოვების პრობლემა აღარ არსებობს.

- მაშ, გელოდებით...

- არა, ჯერ არა, პირველ რიგში, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე (ინტერვიუ 27 ნოემბერსაა ჩაწერილი) უნდა წავიდე. მთავარია, სააკაშვილის კაცმა - გრიგოლ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამორალური სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება.

- ამაყობ, რომ 99 წელს რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდი?

- მე საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლეც გავხდი, ანუ სამი ქვეყნის.

- დაბოლოს, ორი წელი ქართულ ციხეში გაატარე. რას იტყვი კოკორინისა და მამაევის შესახებ?

- ორწელ-ნახევარი! სულელმა სააკაშვილმა დამამწყვდია "ქურდული ტრადიციების" გამო. რა არის "ქურდული ტრადიციები"? 6 წლის ასაკიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ამ ავადმყოფთან რას გააწყობ? მას სიარულზე, საუბარსა და ჭამაზეც კი ეტყობა, რომ მენტალური ავადმყოფია, მკურნალობა ესაჭიროება. კოკორინს და მამაევს რაც შეეხება, მათ უნდა მოიცადონ. დარწმუნებული ვარ, მათ პატივისცემით ეპყრობიან. ისინი დაფასებული ხალხია. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

მომზადებულია Sport-express.ru-ს მიხედვით

sss 21
არაფერი არააქვს ამ კაცს კანონსაწინააღმდეგო ჩადენილი, დანიზლავება " მაზავშიკობა" დანაშაული არაა და საერთოდ მაგის გისთვის კიარ დაიჭირეს არამედ ქურდული სამყაროს წევრობისთვის. მასეთი მსჯელობით საქრთველოს მოქალაქეების 99 % შეიძლება დაიჭირო.
გიორგი ჯანიკაშვილი
შენ დალაგებული ხარ და მიხეილ სააკაშვილი სულელი არა? ვ შ პ ?!
ვახო
ღირსები ვართ ქართველები იმის რაც ხდება.კრიმინალით და ძველი ბიჭებით სავსე ქვეყანა ვართ,რა მომავალზეა საუბარი ხალხო რა სიბნელეშიც ვიყავით ისევ იქით მივდივართ.რუს კრიმინალს რომ აბატონებ შენს ქვეყანაზე ღირსი ხარ რაც ხდება აბა არხარ ღირსი?
dima
სულელმა სააკაშვილმა დაგიჭირა იმიტო რო მაზავშიკი იყავი და ყველამ იცის გაცილებით მეტი ვიდრე შენ გგონია. ზუსტად შენნაირების ბრალია ფეხბურთი რა დღეშიც არის საქართველოში თქვენი ქმედებიდან გამომდინარე გამომივიდა აბრაამის ბატკანი
Zura
Rac ar unda idzaxot suleliao im kacma danashaulebebtan ertad saqmec aketa magram kargi agaravisa ar gvaxsovs. Erti kaci ver vnaxe aq romelic danashauls da karg saqmes gamijnavs. Rac cudi iyo isic itqvas da rac kargi isic.
100%
სააკაშვილი არის სულით ავადმყოფი!!!
Zuka
Saakashvilic da shenc. Suleluas brch6alebshi chavsvam tore meti gekutvnit

შე მართლა ერთუჯრედიანო, შენ მკურნალობაც ვერ გიშველის შენი შეშლილი ექსპრეზიდენტივით.
სოსო
ნაცები გაცოფდნენ.მე ვთვლი,რომ სააკაშვილი სულელი არ არის.სისულელე ბოროტი არ არის,მიშა კი უპირველეს ყოვლისა ბოროტებით გამოირჩევა და დათა თუთაშხიაც წაკითხული უნდა ჰქონდეს მგონი,ყოველ შემთხვევაში მისგან შექმნილი სახელის გატეხვის და ლაფის შესხმის მექანიზმი,ძალიან ჰგავს იქ აღწერილ ხმების გავრცელების სამსახურს.თუმცა იქნებ ეგეც ვინმე სხვამ,მაგალითად ბიძამ დაარიგა,თორემ რაიმე სიკეთესაც შეითვისებდა იქიდან.
პატრე
სააკაშვილი სულელია შე ერთუჯრიანო ამებავ და შენ და კალძე, ყაველაშვილი და კობიაშვილი გენიოსები...სამკურნალო ხარ შე უბედურო!

თორემ ნაკრებმაც მოიგო ახლა თუნდაც საშუალო დონის ჯგუბში, ჭ კლასის გუნდებთან გავედით 1-ზე და... როცა რუმინეთი, სლოვაკია, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთის დონის ნაკრებების ჯგუფიდან გახვალ ფინალში - ეს მართლა საამაყო იქნება, აბა ახლა ... რაც შეეხება პოლიტიკას და სახელმწიფო მდგომარეობას - აბა რაა, სააკაშვილი იყო ,,სულელი,,...- ეკონომიკა 4- ჯერ რომ გაზარდეს, დახელმწიფო ბიუჯეტი 11- ჯერ,პენსიები-ხელფასები 8-10- ჯერ, ლაგარტკებიანი ჯარი - ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოეს, კორუფცია,კრიმინალი, ნეპოტიზმი თითქმის მოსპეს, სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუციები წარმატებული დასავლეთისათვის სანდო და საიმედო შეიქმნა და შედეგად ,,ევროკავშირმა,, ,,ასოცირება,, და უვიზო მიმოსვლაზე დაიწყეს მუშაობა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არა - თბილისის იურისპრუდენცია არ ვრცელდებოდა არც აჭარაზე, არც ჯავახეთში და არც ქვემო ქართლში და ეს რეგიონები ტურისტულ რეგიონებად აქციეს , ბათუმი, მესტია , ძველი თბილისი, სიღნაღი ... და 200 000 -დან 6 მილიონამდე გაზრდილი ტურისტი და ეს ყოველივე საბჭოთა წაკრიმინალო- მობჟუტურო ,,საზოგადოებაში,, ვისაც ნაც- ბის მოძულეები, ანუ ,,არა-სულელები,, ანუ ,,დინჯები,, ,,კეთილსინდისიერები,, და ,,პატრიოტები,, ბოლო 6 ,,საუკეთესო,, წელია ;ძარცვავენ, სახელმწიფოს უნგრევენ,აღატაკებენ, სიძულვილის მიზანმიმართული პროპაგანდით აგიჟებენ და მით დასცინიან ( თავად სასახლეებს იგებენ) და 5 კლ კარტოფილს რომ მისცემენ - საქართველოს რომ ყიდიან ... მიდით , მიდით გააგრძელეთ მაგდაგვარი ბჟუტური და სიღატაკე, უიმედობა და უპერსპექტივობა აწი იქნება, თუ იქნება- ივანაშვილების რუსულ- აზიური ავტორიტარული + ოლიგარქიული კრიმინალურ - კლანური მმართველობის სისტემით მხოლოდ კიდევ უფრო რეგრესი, უიმედობა, სიღატაკე და მხოლოდ უპერსპექტივობა ბა დადგება, მაგრამ გესმით მაგდენი ?! ნაც- ბი ასეთები- ისეთებიო და ვინც ნაც- ბის დროს დააშაულს ჩადიოდნენ - ყველა დააწინაურეს(?!) ვინც თანამედროვე სახელმწიფოს ჩაუყარეს საფუძველი - ყველა განდევნეს და ციხეში ჩასვეს და რომელი და რა წარმატება რაიმე მიმართულებით ?!
ara
სოციალურ ქსელშიც შემხვდა თქვენი პოსტი ამ ამონარიდით და მგონი სხვა სპორტული მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა მაგრამ რათქმაუნდა ეს ციტირება გამოაქვეყნეთ! თქვენღა აკლდით პოლიტიკური ფრაზებით!!
status quo
წიგნი მგონი არც სააკაშვილს აქვს წაკითხული,მით უმეტეს, ბოლომდე.მოთმინება არ ეყოფოდა,დარწმუნებული ვარ.
Giorgi
დემეტრაძე კარგი ფეხბურთელი მაგრამ ნამდვილად დამნაშავე. რაზეც იჯდა იმაზე 10ჯერ მეტი აქვს ჩადენილი. მაგრამ ამ ქვეყანაში გონიათ რომ ეგ არაფერია მაგათ ეს არ ეხებათ. ამიტომ უდანაშაულონი არიან. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
ქუთაისელი
სააკაშვილი რომ სუკლელია და საგიჟის კლიენტი ყველამ იცის მისი ფანების გარდა. მისი ,,დამსახურებაა" ჭკუასუსტი სალომე რომ გახდება საქართველოს პრეზიდენტი!
კახა
შენც იგივე ფსიქიკა გაქვს , რაც შენს კერპს და ღმერთს
კოკა
ნანას: სააკაშვილს ტყუილად არავინ დაუკავებიაო? თქვენ ის ცხრა წელი საქართველოში ცხოვრობდით? ((((
სიმართლე-იზოლდა
ხოო , სააკაშვილია სულელი და შენ ხარ ჭკვიანი ... :-) ორი წიგნი არ გექნება წაკითხული, გრცხვენოდეთ ვის ართმევთ ინტერვიუს ...
ვატო
შენ რა იცი, ვინ რისთვის დააკავეს, მოსამართლე ხარ? ახლანდელ კი არა, შევარდნაძის მთავრობას არ დასიზმრებია ის კორუფცია, რაც "ნაცების" მმართველობისას ხდებოდა. ერთ დღეში ათეულობით მილიონს შოულობდნენ. დღემდე უამრავ ბიზნესში არიან წილში და ამ ფულებით მანიპულირებენ. ქურდები კი არა, ყველა ჩაანაცვლეს და მაფიოზური მმართველობა ქონდათ. მათ გარეშე ერთ ლარს ვერავინ შოულობდა. ხალხის წამება და მკვლელობა ცალკე თემაა.
გიოშა
პოლიტიკა???
nana
სააკაშვილს ტყუილად არავინ დაუკავებია, ყველა პატიმარი დამნაშავე იყო მათ შორის შენც ქურდების დამხმარე პერსონა იყავი და ხარ, ასევეა კალაძეც ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეები იყავით. ნათლად გამოჩნდა რომ ყველა სააკაშვილის მოწინააღმდეგა დამნაშავეები და მოღალატეები იყავიოთ დღესაც კი არჩევნების დროსაც კი ნათლაჩ ჩანს
ხვიჩა
ნამუსგარეცხილი ხალხი წერს აქ დემეტრაძეზე ცუდს, თორე კაცმა ბევრჯერ ასახელა საქართველო და ქართული ფეხბურთი მაგრამ არაკაცებს ეს ფეხებზე ჰკიდიათ, ისვრიან და ისვრიან ტალახს დემეტრაძის მისამართით, თვითონ ხო ცხოვრებაში არაფერი ღირებული გაუკეთებიათ და შურით სკდებიან, დემეტრაძე იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი და ნორმალური ადამიანია, ვუსურვებ წარმატებებს და ქართული ფეხბურთის აღორძინებაში სულის და გულის დადებას.
ნარკამან !!!! შენნაირები ფეხბურთში არ უნდა იყვნენ. ყველამ კარგად იცის და გვახსოვს რატომაც მოხვდი კუტუზკაში ასე რომ კაცობა გეყოს აღიარო და მოინანიო და არა სხვას დააბრალო. ბევრი ბავშვისთვის სამაგალითო იყავი
mamuka09ze
ყომარბაზი
A
საშა ჩივაძეს ჩამოართვით ინტერვიუ როგორ მოაგებინა ბოლო წუთზე თასის მფლობელთა თასის ფინალი ქართულმა ოცნებამ.... ჯერ არის დრო... პოლიტიკური საიტი ხართ... სპორტული სიახლეები წერეთ ჯობია..ნამდვილად არ მსიამოვნებს პოლიტიკურ დაკვეთილ რეკლამებს რომ მაფარებთ სახეზე..
იროდიონი
არ ვიცი, იყო თუ არა დამნაშავე დემეტრაძე (ვინ ჩაგვაბარებდა მაშინ ანგარიშს?), მაგრამ მიშას შეფასებაში ვეთანხმები.
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება