შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მადრიდელთა დამრიგებელს ამაყი და უზრდელი უწოდა

დღევანდელი „ელ კლასიკოს“ წინ, რომელიც ამ სეზონში უკანასკნელი იქნება, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა მადრიდელთა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ჰიტცფელდის აზრით, მოურინიოს საფეხბურთო ფილოსოფია, ტაქტიკა და ზოგადად ჟოზე, მადრიდული სუპერგრანდისთვის უდიდესი სირცხვილია.

„მადრიდის „რეალი“ ასე არ უნდა თამაშობდეს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე ასე არ უნდა იქცეოდნენ, ჟოზე მოურინიო „სამეფო გუნდის“ ისტორიაში უდიდესი სიცხვილია. პორტუგალიელი მწვრთნელი „რეალის“ იმიჯს ლახავს,“ - წერს ჰიტცფელდი „კიკერში“.

ოტმარი გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს იცავს და აცხადებს, რომ ჟოზეს მიერ შტარკზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებიდან ყველა უსამართლოა, ხოლო იმ განცხადებით, რომ უეფა „ბარსელონას“ UNICEF-ის გამო მფარველობს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ყველა ზღვარს გადააჭარბა.

„ჟოზე მოურინიოსთან შეხება რამდენჯერმე მქონდა. ჩვენ ერთმანეთს უეფას სამწვრთნელო ყრილობებზე ვხვდებოდით და ჟოზე ჩემში ყოველთვის ანტიპატიას იწვევდა. ძალიან ამაყია, ახლოს არავის იკარებს, მუდმივად კევს ღეჭავს და ყველაფერთან ერთად, უზრდელიცაა, - წერს ჰიტცფელდი და იქვე დასძენს, - ვისურვებდი, რომ „ბარსამ“ ჟოზე საკადრისად დასაჯოს.“

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს