საფეხბურთო იტალია "მილანის" გაჩემპიონების მოლოდინშია - ერთი ქულაც და ალეგრის გუნდი სკუდეტოს მოიპოვებს
მთელი საფეხბურთო იტალია "მილანის" გაჩემპიონების მოლოდინშია, ერთი ქულაც და მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოს მოიპოვებს. თუმცა, შესაძლოა "როსონერი" უქულოდაც გახდეს ჩემპიონი და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი "ინტერიც" დაკარგავს ქულებს.

მოკლედ, როგორც მასიმო ამბროზინი ამბობს, იდიოტი უნდა იყო, რომ ასეთი შანსი ხელიდან გაუშვა. "მილანის" კაპიტანს კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი ადრიანო გალიანის მოვუსმინოთ, რომელმაც სილვიო ბერლუსკონის გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა:

"შესანიშნავი სეზონია, რომელიც აუცილებლად დასრულდება ჩვენი გაჩემპიონებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ და ბოლომდე არ დავიხარჯოთ. პირიქით, სწორედ ის ვითარებაა, როდესაც მთელი ძალები უნდა მოიკრიბო და ბოლო ნაბიჯი გადადგა დასახული მიზნის მისაღწევად.

განსაკუთრებული მადლიერებით სილვიო ბერლუსკონი მინდა მოვიხსენიო, რომელმაც ფინანსები არ დაიშურა იმისთვის, რომ დღეს სკუდეტოსთან ასე ახლოს ვყოფილიყავით. იცით რატომ ხდებოდა ბოლო წლებში "ინტერი" ჩემპიონი? - იმიტომ, რომ ტრანსფერებში ფული არ ენანებოდათ. ერთი ხანობა, ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ფინანსური კუთხით და ამიტომ, ძალიან ჩამოვრჩით კონკურენტს, მაგრამ ისევ და ისევ ბერლუსკოინის ძალისხმევით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

რას ვაპირებთ ამ ზაფხულს? - ჯერ დასრულდეს სეზონი და ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. მასიმილიანო ალეგრი რომ გუნდში რჩება, ალბათ ყველასათვის ნათელია, დავსხდებით მასთან ერთად და გავაანალიზებთ ყველაფერს - რა რგოლს სჭირდება გაძლიერება და ვინ შეიძლება გადავიბიროთ. იქამდე სკუდეტო გვაქვს მოსაგები და მოდით, სატრანსფერო საკითხებზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ".

გალიანი მართალს ამბობს, ამ სეზონში ბერლუსკონი მართლაც დაიხარჯა და მთლიანობაში, "მილანმა" ძალიან აქტიური სატრანსფერო კამპანია აწარმოა. გავიხსენოთ, ზაფხულში "მილანის" რიგები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რობინიომ და კევინ პრინც ბოატენგმა შეავსეს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას კი მათ რიცხვს ანტონიო კასანო, ურბი ემანუელსონი და მარკ ვან ბომელიც შეურთდნენ. სწორედ ეს ფეხბურთელები არიან დღეს მოწინავე პოზიციებზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ გარეშე "მილანს" ძალიან გაუჭირდებოდა უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა.

დიდი ფეხბურთელები არიან ანდრეა პირლო, ჯენარო გატუზო და იგივე მასიმო ამბროზინი, მაგრამ უკვე ასაკში არიან და მათზე დაყრდნობით ალეგრი ალბათ ლეონარდოს ბედს გაიზიარებდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სწორედ ბრაზილიელი წვრთნიდა "როსონერის" და გუნდმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მის ამჟამინდელ გუნდ "ინტერს". ჩამოთვლილ ფეხბურთელებს "ყველა სიკეთესთან ერთად" ქრონიკული ტრავმები აწუხებთ და სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება უწევთ - მაგალითად, ამბროზინი და პირლო ორ თვეზე მეტ ხანს მკურნალობდნენ და ჯერ კიდევ შორს არიან ოპტიმალური ფორმისგან. კაპიტანი სულაც გასულ უქმეებზე, "ბოლონიასთან" მატჩში დაუბრუნდა მოედანს და ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"ისეთ პოზიციაში ვართ, იდიოტები უნდა ვიყოთ, რომ სკუდეტო ხელიდან გავუშვათ. "ინტერს" მთელი რვა ქულით ვუსწრებთ და საკმარისია, ერთი ქულა ავიღოთ, რომ ყველაფერი დასრულდება. "რომა" ძლიერი მეტოქეა, თანაც საკუთარ მოედანზე გვეთამაშება და ბოლომდე იბრძოლებს. თუ ქულაზე ვიფიქრებთ, აუცილებლად დავისჯებით, მიზნად მხოლოდ გამარჯვება უნდა დავისახოთ. ძალიან მიხარია, რომ მოედანს დავუბრუნდი და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გუნდთან ერთად ვარ. ბუნებრივია, ჯერ მიჭირს საუკეთესო თვისებების გამოვლენა, მაგრამ მონდომება არ მაკლია და მჯერა, რომში ბევრად უკეთ ვიასპარეზებ".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო შეხვედრას "მილანი" "რომასთან" გამართავს და თანაც გასვლაზე, "სტადიო ოლიმპიკოზე". "ჯალოროსიმ" სასწაული თამაში მოიგო "ბარისთან" და ჯერ კიდევ აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. გამომდინარე აქედან, ერთმანეთის პირისპირ ორი ზემოტივირებული გუნდი წარსდგება და ასეთ დროს, პროგნოზების გაკეთება ურთულესი საქმეა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "როსონერისთვის" უკეთესია თუ კი დამარცხდება რომში და უკვე მომდევნო ტურში, გადაჭედილ "სან სიროზე" გაიფორმებს სკუდეტოს. მოტივი გასაგებია - ტრიუმფის საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნას სულ სხვა ელფერი აქვს. მასიმილიანო ალეგრის ასეთი საუბრები მხოლოდ ღიმილს გვრის:

"მთელი სეზონია სკუდეტოს მოპოვებისთვის ვიბრძვით და დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ მიზანთან, ყველაზე ნაკლებად ტრიუმფის დროში გადავადების "პერსპექტივა" მხიბლავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრებიც უბედნიერესები იქნებიან თუ ჩემპიონები რომში გავხდებით და ამ ამბავს სამომავლოდ აღარ გადავდებთ. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, რადგან მეტოქედ ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "რომა" გვყავს. ვინჩენცო მონტელა საკმაოდ კარგ მუშაობს, შესანიშნავ გუნდს აკეთებს და ვფიქრობ, რომ იმსახურებენ კიდეც დედაქალაქელები ოთხეულში მოხვედრას. თუმცა, ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს, კიდევ უფრო დიდი და მას აუცილებლად შევწვდებით".

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"