"ესპანიოლის" ხელმძღვანელობამ "ბილბაოსთან" მატჩის წინ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს კონტრაქტი 2014 წლამდე გაუხანგრძლივა
კვირას, მაშინ, როცა ესპანეთის პრიმერადივიზიონში 34-ე ტური იყო გახურებული, "ესპანიოლის" ხელმძღვანელობამ "ბილბაოსთან" მატჩის წინ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს საჩუქარი გაუკეთა - კონტრაქტი 2014 წლამდე გაუხანგრძლივა.

39 წლის არგენტინელი 2009 წლის იანვრიდან წვრთნის ბარსელონურ კლუბს. გუნდში პოჩეტინიოს მუშაობით კმაყოფილნი არიან, "ესპანიოლი", რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობა არ ჰყავს, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გუნდს ევროთასების საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს. გასულ სეზონში პოჩეტინიომ "ესპანიოლი" მე-11 ადგილზე გაიყვანა. პოჩეტინიოს ხელშეკრულებას კლუბთან ვადა 2013 წელს გასდიოდა, მაგრამ მას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა და არგენტინელიც სიამოვნებით დათანხმდა.

პოჩეტინიო არგენტინული სანტა ფედან არის წარმოშობით, პროფესიული კარიერა მან "ნიუელს ოლდ ბოისში" დაიწყო. 1994 წელს პოჩეტინიო "ესპანიოლში" გადავიდა, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო პრიმერაში. 6,5 წლის განმავლობაში არგენტინელი დაცვის ბურჯი იყო კატალონიურ გუნდში. შემდეგ კი საფრანგეთში "პარი სენ ჟერმენსა" და "ბორდოში" მოსინჯა ძალები.

2004 წელს ის ისევ დაბრუნდა "ესპანიოლში", სადაც 2 წელიწადში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯამში პოჩეტინიომ 300-ზე მეტი მატჩი ითამაშა "ესპანიოლში" და ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი. მან ფეხბურთელობისას არგენტინის ნაკრების მაისურა 20-ჯერ მოირგო და მონაწილეობა მიიღო არგენტინისთვის კრახით დასრულებულ 2002 წლის მუნდიალზე. ინგლისელებთან ჯგუფური ეტაპის მატჩში სწორედ მან წააქცია საჯარიმოში მაიკლ ოუენი, ხოლო დევიდ ბექჰემმა პენალტით მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა