"ბაიერნს" საშუალება ეძლევა, უკან მოიტოვოს ბოლოდროინდელი კრიზისი. "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრები გაოგნებულები არიან იმით, რაც დიუსელდორფის "ფორტუნასთან" საშინაო შეხვედრაში (3:3) მოხდა. გერმანული გრანდი დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მერე მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა - ანგარიში გათანაბრდა და ნიკო კოვაჩის გუნდმა ქულები დაკარგა.

"ბაიერნი" თითქოს გამოცოცხლდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს "ბენფიკას" რბევა (5:1) ჩემპიონთა ლიგაში. დიდებული მატჩი ჩაატარეს არიენ რობენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. თუ მათ ეს ფორმა შეინარჩუნეს, "ვერდერს" ძალიან გაუჭირდება.

"ბაიერნის" სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ უკვე რა ხანია, სადაც კი გადაეყარა ბრემენელ "მუსიკოსებს", ყველგან მოუგო. რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველაფრისა, ფავორიტი ახლაც "რეკორდმაისტერია".

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს "ლაიპციგისა" და "გლადბახის" შეხლა. ორივე გუნდი სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ამდენად, თვალსასეირო ფეხბურთის მოლოდინში ვართ. დაცვა არც ერთი მათგანისთვის არ არის ძლიერი მხარე.

"ჰოფენჰაიმი", ჩემპიონთა ლიგაში საშინაო თრილერი რომ გადაიტანა "შახტართან", კვლავ საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ამჯერად - ლიგის კიდევ ერთ მონაწილე "შალკესთან". ცხადია, ორივე მეტოქეს ექნება შემორჩენილი გადაღლილობა, მაგრამ იმედია, თავის საკეთებელს ისინი მინდორზე გააკეთებენ.

ჩემპიონატის ლიდერი "დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "ფრაიბურგს". ერთი შეხედვით, ლუსიენ ფავრის გუნდისთვის მეტოქე იოლია, მაგრამ ფეხბურთს რას გაუგებ. მით უმეტეს, ამ გუნდებს შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

დავამატოთ ამას ისიც, რომ "დორტმუნდის" შემადგენლობაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია. თუ მათ გამოჯანმრთელება მოასწრეს, მასპინძელთა შანსები კიდევ უფრო მოიმატებს. რაც მთავარია, ფავრი და კომპანია საჩემპიონო ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს.

ფაქტები

"ფორტუნას" არსებობის ისტორიაში არასოდეს მოუგია "მაინცისთვის".

"დორტმუნდისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჰანოვერისა" და "ჰერტას" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შტუტგარტისა" და "აუგსბურგის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ბაიერნმა" მიჯრით 14 შეხვედრაში აჯობა "ვერდერს".

"ჰოფენჰაიმისა" და "შალკეს" ბოლო 2 მატჩი წყვილის მასპინძელმა მოიგო.

"ლაიპციგისა" და "გლადბახის" ბოლო 4 შეხვედრიდან სამში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"აინტრახტმა" ბოლო 3 შეხვედრიდან 3 მოიგო.

ბუნდესლიგა. XIII ტური

პარასკევი, 30 ნოემბერი

ფორტუნა-მაინცი 23:30

შაბათი, 1 დეკემბერი

დორტმუნდი-ფრაიბურგი 18:30

შტუტგარტი-აუგსბურგი 18:30

ვერდერი-ბაიერნი 18:30

ჰანოვერი-ჰერტა 18:30

ჰოფენჰაიმი-შალკე 21:30

კვირა, 2 დეკემბერი

ლაიპციგი-გლადბახი 18:30

აინტრახტი-ვოლფსბურგი 21:00

ორშაბათი, 3 დეკემბერი

ნიურნბერგი-ლევერკუზენი 23:30

ბომბარდირები: 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტა); 8 - მარკო როისი (დორტმუნდი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა