ეშტორილის ფინალში არგენტინელმა დაგვანახა, რომ ძველი ტრავმის კვალი საბოლოოდ გაქრა

ეშტორილის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრომ დაგვანახა, რომ ძველი ტრავმის კვალი საბოლოოდ გაქრა და არგენტინელი სრულფასოვნად დაბრუნდა ტურში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში დელ პოტრომ ჰარდზე მოიგო დელრეი ბიჩის ტურნირი, ახლა გრუნტზე ტრიუმფის ჯერი დადგა, არადა, ეშტორილამდე ამ საფარზე სამხრეთამერიკელს ორი წელი არ ჰქონდა ნათამაშები.

ფინალში დელ პოტროს ესპანელი ფერნანდო ვერდასკო შეხვდა. შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ არგენტინელი პირენეელზე უკეთეს ფორმაში იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინალი მხოლოდ საათი და 15 წუთი გაგრძელდებოდა და დელ პოტროს დიდი უპირატესობით დასრულდებოდა.

ფერნანდო ვერაფრით გაუმკლავდა მეტოქის უძლიერეს დარტყმებს და საკუთარი შეტევების დროსაც ბევრ შეცდომას უშვებდა. საბოლოოდ, ესპანელმა ხუთჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, თავად კი მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა და 2:6, 2:6 წააგო. როგორც ვთქვით, ხუან მარტინისთვის ეს მეორე ტიტულია სეზონში და მეცხრე - კარიერაში.

ბელგრადში გამარჯვებათა სერია გააგრძელა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ფავორიტმა იოლად გააღწია ფინალში. ამისთვის მას მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება დასჭირდა, რადგან იანკო ტიპსარევიჩმა ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა.

ფინალამდე ორი მოგებით ჯოკოვიჩმა გააუმჯობესა ივან ლენდლის შედეგი, რომელმაც 1986 წლის სეზონის სტარტზე მოიგო ზედიზედ 25 შეხვედრა. აბსოლუტური რეკორდი ჯონ მაკინროის ეკუთვნის, რომელმაც 1984 წლის დასაწყისში მიჯრით 39 მატჩი მოიგო.

ზედიზედ 27-ე გამარჯვება (დევისის თასის ორი მატჩის მოგებით ეს სერია 29 შეხვედრას უტოლდება) ნოვაკმა ფინალში ესპანელი ფელისიანო ლოპესის დამარცხებით მოიპოვა. პირველი პარტია ძალიან დაძაბული გამოვიდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯოკოვიჩს ოთხი "დაფარული" სეტბოლის მოგერიება მოუწია და დიდი გაჭირვებით მიაღწია ტაი-ბრეიკამდე. "საჩოგბურთო ლატარიაში" მან შეძლო ესპანელის წინააღმდეგობის დაძლევა - 7:4. მეორე სეტის დასაწყისი მცირე წვიმის გამო შეწყდა, რის შემდეგაც ჯოკოვიჩი კორტზე დაეცა, მაგრამ სერიოზული დაზიანება აიცილა თავიდან. ამის შემდეგ მასპინძელმა უფრო მოუმატა თამაშს და მეტოქის მოწოდება აიღო. ლოპესმა მაშინვე ჩამოუშვა ხელები და ბოლოს მეტოქეს კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა.

ასე რომ, ნოვაკმა ამ სეზონში მეხუთე ტიტული მოიპოვა და ახლა ტურის სხვა ლიდერებთან ერთად მადრიდის მასტერსში ჩაებმება. ეს ტურნირი უკვე ორი დღეა რაც დაიწყო, თუმცა პირველ წრეში ფავორიტები თავისუფლები არიან.

ესპანეთის დედაქალაქში პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას ორი განთესილი ჩოგბურთელი - სტანისლას ვავრინკა და ნიკოლას ალმაგრო. ეს უკანასკნელი ამ კვირიდან მსოფლიოს მეათე ჩოგანია, თუმცა ახალმა სტატუსმა ვერ უშველა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ - 1:6, 3:6.

ATP

BMW Open

მიუნხენი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 500 ევრო

ფინალი

ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 7)-ფლორიან მაიერი (გერ, 5) 6:3, 3:6, 6:1.

Serbia Open

ბელგრადი (სერბეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 373 200 ევრო

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:6(4), 6:2.

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 2) 6:2, 6:2.

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

I წრე

გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14) 6:4, 5:7, 6:4; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:1, 7:5; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10) 6:1, 6:3.

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა