შუა კვირას "დორტმუნდის" შთამბეჭდავმა შეტევამ პაუზა აიღო - ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" დიდი უპირატესობის მიუხედავად, ლუსიენ ფავრის გუნდმა 0:0 ითამაშა. შაბათს, თითქოს ის მატჩი გაგრძელდა, რადგან დორტმუნდელები ისევ ვერ ახერხებდნენ უპირატესობის გამოყენებას, მაგრამ ამ უიღბლობას წერტილი როისის პენალტმა დაუსვა. მარკომ მეცხრე გოლი გაიტანა ჩემპიონატში და გაუთანაბრდა საუკეთესო ბომბარდირებს.
თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდა ევროპის საუკეთესო "ჯოკერი" პაკო ალკასერი.
ამჯერად, ესპანელს 20 წუთი მისცეს და მას ეს დრო ეყო იმისთვის, რომ ბოლო წუთზე მშვიდად შეეგორებინა ბურთი მეტოქის კარში სანჩოსა და პიშჩეკის კომბინაციის შემდეგ.
ალკასერს 10 გოლი აქვს ჩემპიონატში 10 ზუსტი დარტყმის შემდეგ! ლუსიენ ფავრი "დორტმუნდის" ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ამ გუნდში მუშაობა 13-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო.
მოგების გარდა, "დორტმუნდისთვის" ეს ტური იმითაც იყო გამოსაყოფი, რომ წააგო მისმა უახლოესმა მდევარმა "გლადბახმა" და ლიდერის უპირტესობა უკვე შვიდი ქულაა.
02.12.18. დორტმუნდი - ფრაიბურგი 2:0
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" წინააღმდეგ მატჩი საუკეთესო იყო ნიკო კოვაჩისთვის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში. თუმცა იმ მატჩის შემდეგ ისიც ითქვა, რომ ბუნდესლიგაში მიუნხენელებს ასეთი სუსტი მეტოქე არ ეყოლებათ და ამ მოგებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. ბრემენში თამაშმა დაადასტურა ეს ვარაუდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონმა შეძლო სამი ქულის აღება.
მარცხენა ფლანგზე, სადაც "ბენფიკას" წინააღმდეგ რობენი ბრწყინავდა, არანაკლებ ეფექტურად ითამაშა გერმანიის ნაკრების ფორვარდმა გნაბრიმ. ოდესღაც ის "ვერდერში" თამაშობდა და ამ გუნდის სტადიონზე ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ახლა კი ერთბაშად ორჯერ გამოიჩინა თავი, ოღონდ "ბაიერნის" მაისურით.
მიუხედავად ამისა, ლაპარაკი არ ყოფილა "ბაიერნის" ტოტალურ უპირატესობაზე. ბრემენელებს არაერთხელ შეეძლოთ ნოიერის კარის აღება, მაგრამ ხან მეკარე თამაშობდა კარგად, ხან კი ზიულეს გამოჰქონდა ბურთი ცარიელი კარიდან. მაგრამ მთავარი შედეგი იყო - მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში პირველად მოიგეს 27 ოქტომბრის შემდეგ.
02.12.18. ვერდერი - ბაიერნი 1:2
ფაქტები
დორტმუნდმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
პაკო ალკასერმა მეცხრე გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ და უკვე გაიმეორა მთლიანი სეზონის რეკორდი, რომელიც ეკუთვნით ვიორელ განეასა (2002-03) და ნილს პეტერსენს (2016-17).
"აუგსბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
რაფინიამ 322-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, რაც მესამე შედეგია ბრაზილიელებისთვის გერმანიის ჩემპიონატში. რაფინია გაუთანაბრდა დედეს და ჩამორჩება ზე რობერტოს (336) და ნალდოს (357).
გნაბრის ბოლო სამ მატჩში გააქვს გოლი.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეთექვსმეტედ დაამარცხა შინ "ვერდერი".
"ვერდერი" ხუთი ტურია ვერ იგებს.
"ვერდერს" ზედიზედ სამი წაგება აქვს შინ.
იბიშევიჩმა ბუნდესლიგაში 115-ე მატჩში გაიტანა თავის მე-300 შეხვედრაში. ლეგიონერებს შორის მასზე წინ მხოლოდ კლაუდიო პისარო (193) და რობერტ ლევანდოვსკი (185) არიან.
"ჰერტამ" შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
"ჰოფენჰაიმი" ექვსი ტურია არ აგებს.
"ჰოფენჰაიმს" ამ სეზონში ბუნდესლიგის ყველა მატჩში გააქვს მინიმუმ ერთი გოლი.
ადამ შალაიმ მე-200 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
შეწყდა "გლადბახის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.
"ლაიპციგი" რვა მატჩია შინ არ მარცხდება.
"ლაიპციგს" ხუთი მატჩია შინ გოლი არ გაუშვია.
შეწყდა "აინტრახტის" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია.
ბუნდესლიგა. XIII ტური
ფორტუნა-მაინცი 0:1
გოლი: 0:1 მატეტა (67)
დორტმუნდი-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 როისი (40-პენ), 2:0 ალკასერი (90+1)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ზაგადუ (37. თოფრაქი), დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი (81 ფილიპი), ბრუუნ ლარსენი - გიოტცე (70. ალკასერი).
შტუტგარტი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 დონისი (39)
ვერდერი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 გნაბრი (20), 1:1 ოსაკო (33), 1:2 გნაბრი (50)
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი - გნაბრი (80. ტიაგო ალკანტარა), მიულერი (90+1. ხავი მარტინესი), გორეტცკა, რიბერი (38. კომანი) - ლევანდოვსკი.
გაძევება: მოისანდერი (90+2. ვერდერი)
ჰანოვერი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 ტურონარიგა (44), 0:2 იბიშევიჩი (73)
ჰოფენჰაიმი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (60-პენ), 1:1 ბენტალები (74-პენ)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბიჩაკჩიჩი, ფოგტი, ადამსი - კადერჟაბეკი, დემირბაი, გრილიტში, ცუბერი (70. შულცი) - კრამარიჩი (64. ნელსონი) - ბელფოდილი (80. შალაი), ჟოელინტონი.
შალკე: ფერმანი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა - შიოპფი, რუდი, ბენტალები (86. მენდილი), სერდარი (70. სტამბული) - რაითი (70. მაკენი), ბუგრშტალერი.
ლაიპციგი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ვერნერი (3), 2:0 ვერნერი (45+1)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - დემე, კამპლი (83. ილსანკერი) - ბრუმა (69. ლემერი), ზაბიტცერი - ვერნერი (90. კუნია), პოულსენი.
გლადბახი: ზომერი - ლანგი (77. რაფაელი), იანტკე, ელვედი, ვენდტი (77. კუისანსი) - ნოიჰაუსი (60. ტრაორე), შტრობლი, ზაკარია - შტინდი, ტ. აზარი, პლეა.
აინტრახტი-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 0:1 მეჰმედი (31), 0:2 გინჩეკი (68), 1:2 იოვიჩი (87)
ნიურნბერგი-ლევერკუზენი დღეს
ბომბარდირები: 10 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 9 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 7 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
7 დეკემბერი: ვერდერი-ფორტუნა
8 დეკემბერი: ბაიერნი-ნიურნბერგი, შალკე-დორტმუნდი, ლევერკუზენი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ლაიპციგი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-აინტრახტი
9 დეკემბერი: მაინცი-ჰანოვერი, გლადბახი-შტუტგარტი
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სოსო
დარწმუნებული ვარ ბაიერნი სიტუაციას მაინც დაძაბავს და კვალში ჩაუდგება დორტმუნდს.
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა