ვიტორიაში "სევილია" ვისამ ბენ იედერმა იხსნა მარცხისგან, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ანდალუსიური კლუბისთვის ლიდერობის შესანარჩუნებლად - "ბარსამ" კუთვნილი დაიბრუნა.
ბოლო 6 ტურში 4 მარცხი ჰქონდა "რეალს", თუმცა სანტი სოლარის გუნდმა კიდევ უფრო ცუდად მოთამაშე "ვალენსიას" დამარცხება მაინც მოახერხა.
კვლავ თავის აჩრდილს ჰგავს გარეთ ბეილი, რომელიც სოლარიმ მალევე გამოცვალა. ბრწყინვალედ ითამაშეს დანი კარვახალმა და მარკოს ლორენტემ. რაც შეეხება ისკოს, მწვრთნელმა იგი მხოლოდ ბოლო 10 წუთი ათამაშა.
სანტი სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "ისკოს ვუთხარი, რომ გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ბოლო წუთებზე. მე მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი. საერთოდ, ყველამ კარგად ითამაშა. როცა კომპაქტურად მოთამაშე ძლიერი მეტოქე გყავს, მარკოს ლორენტე დიდებულია. მარკოსს უკვე ორი ბრწყინვალე მატჩი აქვს "რეალში" ამ სეზონში.
დიდ გუნდებს მრავალ შეჯიბრებაში უწევთ თამაში. ამიტომაც არის საჭირო, რომ კლუბში ყველა იყოს ბედნიერი და მზად შანსის გამოსაყენებლად. ქარიმი იყო ფანტასტიკური, ლუკასი დიდებული, ცენტრალური მცველები, კურტუა... მოკლედ, ყველა კარგი იყო".
02.12.18. რეალი - ვალენსია 2:0
ამ სეზონში "ატლეტიკო" სტუმრად ცუდად თამაშობს. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა კატალონიაში, სადაც დიეგო სიმეონეს კრებულმა ორი ქულა დაკარგა.
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "დღეს დიეგო კოშტა მომეწონა. ის სწორედ ასეთი თამაშით ფასობს. მისი წყალობით მეტოქემ შეცდომა დაუშვა და ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ. პირველ ტაიმში გუნდის თამაში მომეწონა, ვაკეთებდით, რაც გვინდოდა. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. ასე რომ, იყო საფრთხე, როცა მან გოლი გაიტანა, ყველაფერი დასრულებულიყო. ჩვენ კარგად ვუტევდით ფლანგებიდან, რაც ჟელსონისა და ლემარის დამსახურებაა. წლეულს ბრწყინვალე ლიგაა, ერთი სუსტი მეტოქეც კი არ არის, ყველასთან უნდა იბრძოლო ბოლომდე".
02.12.18. ჟირონა - ატლეტიკო 1:1
"კამპ ნოუზე" ჟერარდ პიკემ და ჟერარდ მორენომ კინაღამ იჩხუბეს, მაგრამ თუ პირველი გუნდს გოლით შეეწია, მეორემ ვერაფერი გაახერხა და მეორე ტაიმში შესაცვლელიც გახდა. ვალვერდემ კვლავ დააყენა შეტევაში უსმან დემბელე და ფრანგმაც შესანიშნავად ითამაშა.
მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აღსანიშნავია 20 წლის კარლეს ალენიას პირველი გოლი სეზონში.
02.12.18. ბარსელონა - ვილიარეალი 2:0
ფაქტები
"ბეტისს" ლა ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი "რეალ სოსიედადთან" აქვს მოგებული - 28.
მარკოს ლორენტემ (რეალი) "ვალენსიასთან" მატჩში 83 პასიდან 79 ზუსტი გააკეთა. ორივე მაჩვენებელი მისთვის საუკეთესოა.
გარეთ ბეილმა ლა ლიგის ბოლო 10 მატჩში ვერ გაიტანა (793 წუთი). ეს მისი ესპანური კარიერის უცუდესი პერიოდია.
"ლეგანესმა" ლა ლიგაში სტუმრად 4 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.
იაგო ასპასმა (სელტა) კიდევ ერთ სეზონში გაინაღდა 10 და მეტი გოლი.
"რაიო ვალეკანომ" კარისკენ 5-ჯერ დაარტყა და მაინც მოიგო "ეიბართან" თამაში. ევროპის ტოპ-5 ლიგაში ეს მეორე შედეგია, "ბარნლის" "კარდიფთან" მოსაგებად 3 დარტყმაც ეყო.
ჟერარდ პიკემ (ბარსელონა) ამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში. ლა ლიგის მცველებში მეტი მხოლოდ სერხიო რამოსს აქვს გატანილი.
ერნესტო ვალვერდემ მწვრთნელის რანგში ლა ლიგაში მე-400 თამაში გამართა (183 მოგება, 99 ფრე, 118 წაგება). 21-ე საუკუნეში მეტს მხოლოდ ხოაკინ კაპაროსმა მიაღწია - 499 მატჩი.
დიეგო სიმეონემ მწვრთნელის რანგში კვლავ ვერ მოუგო "ჟირონას". ასეთები ესპანურ ფეხბურთში კიდევ სამია: "ბარსელონა", "მალიორკა" და "რასინგი".
კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) ლა ლიგაში 13 პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა.
უსმან დემბელემ (ბარსელონა) "ვილიარეალთან" დრიბლინგი 10-ჯერ სცადა და 8-ჯერ გამოუვიდა. ფრანგისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.
ლა ლიგა. XIV ტური
ვალეკანო-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ემბარბა (53)
სელტა-უესკა 2:0
გოლები: 1:0 ასპასი (38), 2:0 ასპასი (77)
ვალიადოლიდი-ლეგანესი 2:4
გოლები: 0:1 სიოვასი (11), 0:2 ოსკარი (42), 1:2 ტონი (50), 1:3 კარილიო (66), 1:4 კარილიო (75), 2:4 უნალი (93)
ხეტაფე-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 მოლინა (55), 2:0 მატა (65), 3:0 ანტუნეში (80)
რეალი-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ვასი (8 ს.კ.), 2:0 ლ. ვასკესი (83)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი (71. ვალვერდე), მ. ლორენტე, სებალიოსი (80. ისკო) - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი (63. ასენსიო)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი (68. პიჩინი), გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი (68. კონდოგბია), გედეში - გამეირო (72. ბატჩუაი), მინა
ბეტისი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ხუნიორი (33)
ჟირონა-ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 სტუანი (45-პენ), 1:1 რამალიო (82 ს.კ.)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი (74. მარტინში), სავიჩი, ლ. ერნანდესი, საულ ნიგესი - კოკე, როდრი (64. ა. კორეა), თომასი, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი
ბარსელონა-ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 პიკე (36), 2:0 ალენია (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არ. ვიდალი (70. ალენია) - დემბელე, მესი, კოუტინიო (80. მალკომი)
ალავესი-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ხონი (37), 1:1 ბენ იედერი (78)
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - კარისო, კიაერი (69. სარაბია), გომესი - მერკადო (58. პრომესი), ბანეგა, მესა (46. ამადუ), ფ. ვასკესი, ესკუდერო - ანდრე სილვა, ბენ იედერი
ორშაბათი. 3 დეკემბერი
ლევანტე-ბილბაო 23:59
ბომბარდირები: 11 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).
მომდევნო ტური
7 დეკემბერი: ლეგანესი-ხეტაფე
8 დეკემბერი: ატლეტიკო-ალავესი, ვალენსია-სევილია, ვილიარეალი-სელტა, ესპანიოლი-ბარსელონა
9 დეკემბერი: ეიბარი-ლევანტე, უესკა-რეალი, სოსიედადი-ვალიადოლიდი, ბეტისი-რაიო ვალეკანო
10 დეკემბერი: ბილბაო-ჟირონა.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს