ქართველი ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" 5 დეკემბერს ლიგის მორიგი მატჩი "ნიუ ჰემპშირთან" გამართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ეს გახლდათ მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. პირველად მოხდა ასევე, რომ სანდრო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილი 19 წლისაა და 4-წლიანი სტუდენტური პროგრამის მხოლოდ მეორე საფეხურზეა (სოფმორი), ქართველი ფორვარდი გუნდის ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია და მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრ სათამაშო დროს უთმობენ. სანდრო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება NCAA-ს ერთ-ერთი უმძლავრესი კონფერენციის (Big East) წევრის, "სეტონ ჰოლის" ლიდერად და გასული მატჩიც ამისკენ მიმავალ გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გახლდათ.

ქართველმა ფორვარდმა 30 წუთი ითამაშა და 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად სანდრომ მატჩში ყველაზე მეტი - 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. სეტონჰოლელი "მეკობრეების" ბომბარდირი 18 ქულით ქუინსი მაკნაითი გახდა, თუმცა მამუკელაშვილის დარი უნივერსალიზმით ის ვერ გამოირჩა. "სეტონ ჰოლმა" "ნიუ ჰემპშირთან" მატჩი 77:57 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ 5 გამარჯვების წილ 3 მარცხი გააჩნია, "ბიგ ისთის" კონფერენციაში მაინც ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ახლა მიმდინარეობს სტუდენტური ლიგის არასაკონფერენციო, თუმცა ოფიციალური მატჩები, რომლის შედეგებიც გუნდებს ცხრილში ჩვეულებრივად ეთვლებათ.

დეკემბერში დაიწყება უშუალოდ შიდამატჩები და გუნდები თავიანთი კონფერენციის ყველა წევრს 2 წრედ, გასვლა-სახლის პრინციპით შეხვდებიან. ამას მოჰყვება პლეი-ოფი და გამოვლინდებიან კონფერენციის ჩემპიონები.

ბოლო აკორდი კი NCAA-ს ფინალური ჩემპიონატია, რომელშიც 32-ივე კონფერენციის გამარჯვებულს საუკეთესო რეიტინგის მქონე იმდენი გუნდი დაემატება, რომ 64 შეივსოს და დაიწყება ტურნირი, რომელსაც ეძახიან "მარტის სიგიჟეს" - სადაც სტუდენტური ლიგის რჩეული გუნდები პლეი-ოფის სისტემით, ერთმატჩიანი რაუნდებით, 1/32-ფინალიდან დაიწყებენ ამერიკაში NBA-ს შემდეგ ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულის - NCAA-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

გიორგი
ვულოცავ სანდროს ამ წარმატებას!
სოსო
მაპატიეთ,მაგრამ 5 დეკემბერი ,ჯერ ისევ ნოემბერია?
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა