საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-6 წუთზე საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით რიჩარდმა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობა მე-14 წუთზე აღადგინა, შოთა თოფურიას დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ტატაიმ ჩაჭრა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში რაბლმა უნგრეთი კვლავ დააწინაურა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ჩვენმა გუნდმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მე-20 წუთზე მურთაზ კაკაბაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, მეტოქის კარი ირაკლი თოდუამ აიღო.

შეხვედრის მეორე ტაიმში ორივე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

საქართველო 2:2 უნგრეთი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, კაკაბაძე, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

უნგრეთი: ვარშნი, ნაგი, რაბლი, კომარომი, ვაში

სათადარიგო შემადგენლობა: ალაშტიჩი, რიჩარდი, კლაჩაკი, ტარი, შიშკა, ტატაი, დროტი, ბორომისა, ტამაში

მთავარი მწვრთნელი: იოზეფ ტურზო

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, ბაკურ ნინუა, ზვიად ბლიაძე

გოლები: 0:1 რიჩარდი (05:08), 1:1 ტატაი (ს.კ) (13:18), 1:2 რაბლი (14:18), 2:2 თოდუა (19:22)

უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მეორე ამხანაგური შეხვედრა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ავთანდილ ასათიანისთვის 50-ე აღმოჩნდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესვენებაზე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Jeko
ჯიგრები ხართ ძმებო, კარგი სპარინგები გამოვიდა საბოლოოდ. ამ გუნდით დიდ ფორუმებზე უნდა მოვხვდეთ უეჭველი. ლევან ცქიტიშვილი ბოლო-ბოლო აირჩიეს ასოციაციის პრეზიდენტად თუ ადმინს შეეშალა??
ეჰ
"დაუზავდა" რა ტერმინია? ომი გვქონდა უნგრეთთან?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"