ზუგდიდის "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდის ფეხბურთელთა დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა
"მომხდარით გაოგნებული და გულნატკენი ვარ. ონიანისა და ვართაგავასთვის მხოლოდ მწვრთნელი კი არა, უფროსი მეგობარი ვიყავი და მეგონა, "ბაიას" წარმატებებისთვის ერთად ვიბრძოდით, მათ კი მეც მიღალატეს და გუნდის გულშემატკივრებსაც.

რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ისინი ძალიან პატარა ჭკუის პატრონები ყოფილან. ასეთ საქციელს არაფერი ამართლებს, უსახსრობის გამო ნამუსზე ხელი არ უნდა აიღო", - გვითხრა "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა.

მან არც ის გამორიცხა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს:

"ბუნებრივია, ამ ამბავმა ჩემს რეპუტაციასაც მოსცხო ჩირქი. როცა შენი ფეხბურთელი ასეთ რამეს კადრულობს, კარგად უნდა დაფიქრდე, გაქვს თუ არა გუნდში დარჩენის მორალური უფლება. გადადგომაზე სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ, მეორე მხრივ, გუნდის წინაშე იმის ვალდებულებაც მაქვს, რომ შუა გზაზე არ მივატოვო და სეზონი დავასრულებინო. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღებ."

რაც შეეხება ონიანისა და ვართაგავას მომავალს "ბაიაში", ქომეთიანი ამაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: "უპირველეს ყოვლისა, გადაწყვეტილება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ, შემდეგ კი - კლუბის ხელმძღვანელობამ. პირადად მე ამ ფეხბურთელებთან მუშაობა შეუძლებლად და გამორიცხულად მიმაჩნია."

კახა
მგონი მხოლოდ ბოლო ორი თუ სამია სეივი... საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დაუფლება რა დროიდან გახდა სეივი, მითუმეტეს როდესაც მეტოქის ფეხბურთელი სიახლოვესაც არ ჩანს...
guja kakhadze
ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"