გახსოვთ, ალბათ, თბილისში გადაჭედილ "დინამო არენაზე" სევილიელი ევერ ბანეგას საპასუხოდ, ლიონელ მესიმ ორი ლამის იდენტური საჯარიმო გაიტანა უეფას სუპერთასზე.

ასეთი რამ მას აქამდე ლა ლიგაში არასოდეს გაუკეთებია, შაბათს კი ბარსელონურ დერბიში შეძლო.

მესი საჯარიმოებს მსოფლიოში ყველაზე კარგად ასრულებს, "ბარსა" კი ისევ ლიდერია. აი, ეს კაცი ჟურნალისტებმა "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში მეხუთე ადგილზე გაიყვანეს...

არ არის დიეგო კოშტა, არის ნიკოლა კალინიჩი! სლავმა "ატლეტიკოში" მეორე მატჩში მეორე გოლი გაიტანა, მადრიდულმა კლუბმა კი, სატურნირო თვალსაზრისით ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში 3:0 იმარჯვა "ალავესთან" თამაშში.

სიმეონეს გუნდის კრიზისი დაცვის ხაზში გრძელდება - პირველ ტაიმში დაიმტვრა ლუკა ერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონი ლაზარეთში გოდინს, ხუანფრანსა და ფილიპე ლუიშს შეუერთდა.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ეს იყო ძალიან დაძაბული შეხვედრა კარგ ფორმაში მყოფი მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც ყოველთვის კარგად იცის, რას აკეთებს მოედანზე. ჩვენ განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ვითამაშეთ, როცა ბევრი მომენტი შევქმენით. მონტეროს გამოსვლამ კი გაგვაძლიერა. ტრავმები ხდება, ამას შეგუებული ვარ. იმედია, ლუკას მდგომარეობა რთული არ არის. კიდევ კარგი, გოდინი და ფილიპე მალე დაბრუნდებიან".

აბელარდო ("ალავესის" მწვრთნელი): "ეს იყო "ალავესის" ყველაზე ცუდი თამაში სეზონში. შედეგი ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. 0:1-ზე გათანაბრების შანსი გვქონდა, თუმცა "ატლეტიკოს" მეტი შანსი ჰქონდა. ჩვენთვის ცხოვრება აქ წაგებით არ სრულდება".

Video

08.12.18 ატლეტიკო - ალავესი 3:0

"ბარსას" მდევარმა "სევილიამ" დასანანი ქულები დაკარგა "მესტალიაზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ. არადა, გუნდი 92-ე წუთამდე იგებდა.

პაბლო მაჩინი ("სევილიას" მწვრთნელი): "სამწუხაროა, რომ ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა. ბოლო წამებზე კბილებით უნდა დაგვეცვა კარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებიც მოგვდის. "ვალენსიამ" ქულა მოიპოვა, ჩვენ კი ორი დავკარგეთ".

ბარსელონური დერბი ცნობილ საქალაქო დაპირისპირებებში ერთ-ერთი ყველაზე უთანასწოროა. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა "ბარსამ" "ესპანიოლს" მისსავე სტადიონზე 4:0 მოუგო. ლეო მესიმ ლა ლიგაში პირველად შეასრულა ჯარიმების დუბლი - ორი შესანიშნავი საჯარიმო გაიტანა. სხვათა შორის, ეს მას თბილისში უკვე გაუკეთებია - უეფას სუპერთასზე. უსმან დემბელე კი ამ სეზონში "ბარსას" შეუცვლელ ვარსკვლავად იქცა. ფრანგის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "მესი უბრალოდ ექსტრაორდინარული ფეხბურთელია. მან ორი გოლი გაიტანა, უამრავი მომენტი შექმნა. ეს დიდებულია. ვიცოდით, რომ "ესპანიოლი" კარგი გუნდია, რომელიც შინ დიდებულად თამაშობს. წინა მატჩის გარდა, ყველა მოიგო. საერთო ჯამში, კარგი თამაში გვქონდა. პირველ ტაიმში 3:0-მა მეორეში მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია".

Video

08.12.18 ესპანიოლი - ბარსელონა 0:4

ზღაპრული თამაში გაიმართა ბასკეთში, სადაც "ეიბარი" შარლესის დუბლის წყალობით 4:2-ს უგებდა "ლევანტეს", მაგრამ წლეულს ვალენსიური კლუბი ერთობ ყოჩაღია და ეს თამაშიც გადაარჩინა - 4:4.

მას კარგად არც ამჯერად უთამაშია, თუმცა შეტევის ტანდემში მეწყვილე ქარიმ ბენზემას მაინც სჯობდა და, რაც მთავარია, გარეთ ბეილმა შეძლო გოლის გატანა და "მშრალი" სერიის 802-წუთიან ნიშნულზე შეწყვეტა. ასე მოკრძალებულად მოუგო "სამეფო კლუბმა", სადაც ისევ არ სწყალობენ ისკოს, ლა ლიგის უარეს გუნდს.

ტურის ფაქტები

"რეალმა" "უესკასთან" მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა. ეს "სამეფო კლუბისთვის" ყველაზე უარესი მაჩვენებელია ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში).

ალვარო ოდრიოზოლას (რეალი) პასების 92.3% ზუსტი იყო პირველ ტაიმში.

გარეთ ბეილს (რეალი) ლა ლიგაში 802 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი. ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია იყო. ამ ხნის განმავლობაში მან 40-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ.

"ეიბარმა" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ - 32 - თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.

ხოსე ლუის მორალესმა (ლევანტე) "ეიბარის" წინააღმდეგ 7 მატჩში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 3 საგოლე პასი).

ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ლა ლიგის ერთ მატჩში პირველად გაიტანა ორი გოლი უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.

უსმან დემბელემ (ბარსელონა) ბოლო 8 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 8 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (3 გოლი, 5 საგოლე პასი).

ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში ზედიზედ 13 სეზონში შეძლო 10 და მეტი გოლის გატანა.

ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 2018 წელს 8 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. ეს ორჯერ მეტია მეორე ადგილზე მყოფი ენის ბარდის (ლევანტე) შედეგზე.

მესის 8 გოლი საჯარიმოებიდან 2018 წელს არა მარტო ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველა ფეხბურთელს უსწრებს, არამედ, ყველა კლუბსაც. მეორე ადგილზეა "ლიონი" 5 გოლით.

კარლოს ბაკამ (ვილიარეალი) "სელტასთან" დუბლი შეასრულა და რადამელ ფალკაოს გაუთანაბრდა 52 გოლით ლა ლიგაში. ფალკაო აქამდე ერთპიროვნული ლიდერი იყო კოლუმბიელ ფეხბურთელთა შორის.

"ესპანიოლმა" ბოლო 19 თამაში ვერ მოუგო "ბარსელონას" - 4 ფრე, 19 წაგება.

ბრაის მენდესმა (სელტა) ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 5 საგოლე პასი).

"ვალენსიამ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ქულები ბოლოს 2016 წლის აპრილში მოიპოვა, მაშინაც "სევილიას" წინააღმდეგ.

პაბლო სარაბიამ (სევილია) ამ სეზონში ლა ლიგაში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 6 საგოლე პასი), რაც ნახევარმცველებში ევროპის ტოპ-ლიგებში მეორე შედეგია ფლორიან ტოვენის (მარსელი) შემდეგ - 13.

ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) მესამე ცდაზე გაუტანა "ალავესს". ახლა ლა ლიგაში მხოლოდ ორი კლუბი რჩება, რომელთათვისაც ფრანგს გოლი არ გაუტანია, თუმცა მათ კარში გოლის გატანა მას ძალიან გაუჭირდება - "მალიორკა" გავარდნილია, ხოლო "ატლეტიკოში" ახლა თავად ირიცხება.

"ატლეტიკომ" 4-ტურიანი პაუზის შემდეგ შეძლო პირველ ტაიმში გოლის გატანა.

მადრიდის დერბიში "ლეგანესი" "ხეტაფეს" მე-4 მატჩია, რაც ვერ უგებს.

ტიბო კურტუამ "რეალის" კარი ზედიზედ სამ თამაშში (ყველა შეჯიბრებაში) პირველად შეინახა მშრალად.

ქარიმ ბენზემამ (რეალი) ამ სეზონში პირველად ვერ მოახერხა კარში დარტყმა (ყველა შეჯიბრებაში).

ლა ლიგა. XV ტური

ლეგანესი-ხეტაფე 1:1

გოლები: 0:1 კაბრერა (39), 1:1 ნიომი (64)

გაძევება: რ. პერესი (93. ლეგანესი)

ატლეტიკო-ალავესი 3:0

გოლები: 1:0 კალინიჩი (25), 2:0 გრიზმანი (82), 3:0 როდრი (87)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი (36. ხიმენესი), საულ ნიგესი - ა. კორეა, როდრი, თომასი, ლემარი (64. მონტერო) - კალინიჩი (56. ვიტოლო), გრიზმანი

ვალენსია-სევილია 1:1

გოლები: 0:1 სარაბია (55), 1:1 დიაქაბი (92)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა (63. დიაქაბი), გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი, გედეში (61. ჩერიშევი) - მინა (69. ბატჩუაი), როდრიგო

სევილია (3-5-2): ვაცლიკი - მერკადო, კიაერი, გომესი - პრომესი, სარაბია, ბანეგა, ესკუდერო, ფ. ვასკესი (77. ამადუ) - ანდრე სილვა, ბენ იედერი (85. მურიელი)

ვილიარეალი-სელტა 2:3

გოლები: 0:1 ბ. მენდესი (44), 0:2 იოკუშლუ (49), 0:3 მ. გომესი (51), 1:3 ბაკა (83), 2:3 ბაკა (87)

ესპანიოლი-ბარსელონა 0:4

გოლები: 0:1 მესი (17), 0:2 დემბელე (26), 0:3 ლ. სუარესი (45), 0:4 მესი (65)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, ლონგლე, პიკე, ალბა - რაკიტიჩი (82. დ. სუარესი), ვიდალი, ბუსკეტსი - მესი, ლ. სუარესი (79. ელ ჰადადი), დემბელე (68. კოუტინიო)

ეიბარი-ლევანტე 4:4

გოლები: 1:0 ენრიჩი (8), 1:1 მორალესი (9), 1:2 რობერი (25), 2:2 ესკალანტე (57), 3:2 შარლესი (61-პენ), 4:2 შარლესი (65), 4:3 ტონიო (75), 4:4 მაიორალი (91)

უესკა-რეალი 0:1

გოლი: 0:1 ბეილი (8)

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, სერხიო რამოსი, ვარანი, კარვახალი - სებალიოსი (58. ვალვერდე), მ. ლორენტე, მოდრიჩი (66. ისკო) - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი (76. ასენსიო)

Video

09.12.18 უესკა - რეალი 0:1

სოსიედადი-ვალიადოლ. 1:2

გოლები: 0:1 ტონი (16), 0:2 ანტონიტო (54), 1:2 ოიარზაბალი (62)

ბეტისი-რ. ვალეკანო 2:0

გოლები: 1:0 ლო სელსო (59), 2:0 სიდნეი (76)

ორშაბათი. 10 დეკემბერი

ბილბაო-ჟირონა 23:59

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური

14 დეკემბერი: სელტა-ლეგანესი

15 დეკემბერი: ხეტაფე-რეალ სოსიედადი, ვალიადოლიდი-ატლეტიკო, რეალი-ვალეკანო, ეიბარი-ვალენსია

16 დეკემბერი: სევილია-ჟირონა, ესპანიოლი-ბეტისი, უესკა-ვილიარეალი, ლევანტე-ბარსელონა

17 დეკემბერი: ალავესი-ბილბაო

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს