„ვესტ ჰემის“ ერთერთმა მეპატრონემ დევიდ სალივანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო ბოლო ტურის შეხვედრას „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ
„ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, დევიდ სალივანმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ის და მისი ბიზნეს პარტნიორი დევიდ გოლდი ბოლო ტურის შეხვედრას „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. მათმა გუნდმა ის შეხვედრა 2:1 წააგო. სალივანის თქმით მათ, სტუმრად, „ჩაქუჩების“ საცოდავი თამაში მობეზრდათ.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ვესტ ჰემმა“ მიმდინარე სეზონში, რომლის დამთავრებამდე სამად სამი ტურია დარჩენილი, სტუმრად მხოლოდ ორი თამაში მოიგო.

გუნდი პრემიერლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა, თუმცა, სამი ქულით მეტი რომ ჰქონდეს, გასავარდნთა ზონის მიღმა იქნებოდა. სალივანმა თქვა, რომ მან, გოლდმა და კლუბის ვიცე თავმჯდომარე ქალმა, კარენ ბრეიდიმ მორიგი იმედგაცრუების უშუალოდ ყურებას თამაშის ტელევიზიით ცქერა ამჯობინეს. კერძოდ, სალივანმა ასე ბრძანა:

„გულწრფელად გიპასუხოთ? ჩვენზე ძალიან მოქმედებს ის, რომ სტუმრად, ყოველ ტურში, გუნდი საშინლად თამაშობს, ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით. ოჯახის წევრები უკვე მეუბნებიან, გიჟი ხარ ამ კლუბზე ამდენ დროს და ფულს რომ ხარჯავო. მანჩესტერში რომ ჩავსულიყავით, ამით მაინც ვერაფერი შეიცვლებოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ თვითმფრინავის დაქირავების ხარჯი დაგვეზოგა. ამ ფულს ქველმოქმედებას მოვახმართ, ასე აჯობებს“.

სალივანის ამ სიტყვებამდე ერთი კვირით ადრე კი „ვესტ ჰემის“ ბანაკში არეულობა იყო. გამოითქვა ეჭვი, რომ სამი ფეხბურთელი, კერძოდ კი 32 წლის მეტიუ აპსონი, 31 წლის დენი გებიდონი და 32 წლის კირონ დაიერი გულით არ თამაშობდნენ. ცნობისთვის: დაიერი 2011 წლიდან „იფსვიჩ თაუნშია“ გაქირავებული.

62 წლის სალივანმა თქვა, რომ „ვესტ ჰემს“ პრემიერლიგაში დარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს - სულ 25-30 პროცენტი.

„ჩვენი კლუბის დირექტორთაგან „ვესტ ჰემიდან“ ფული სახლში არავის მიაქვს. აქ, არც ხელფასი აქვს რომელიმეს და არც სხვა შემოსავალი. ჩვენ ფეხბურთელები არ გეგონოთ, წაგებაში, კვირაში 20-60 ათასი ფუნტს რომ იღებენ. მანჩესტერში გუნდს მხოლოდ 1100 გულშემატკივარი გაჰყვა. ხომ ხედავთ, ფანებს უკვე ტელევიზორებთან დარჩენა ურჩევნიათ“.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...