კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოს" სამი წელია უდგას სათავეში და ამ დროის განმავლობაში კლუბმა ყველა სეზონი ტიტულით დაამთავრა. მათ ორჯერ საქართველოს თასი, ერთხელ კი სუპერთასი და ეროვნული ლიგა მოიგეს.

წლევანდელ სეზონში "ტორპედომ" მესამე პოზიცია დაიკავა და საქართველოს თასი მოიპოვა. ქუთაისელები მომავალ წელს ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ, საიდანაც გასულ ზაფხულს ბოლო ეტაპიდან, პლეი-ოფიდან გამოეთიშნენ.

ჩვენ ახალგაზრდა სპეციალისტს დავუკავშირდით და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ.

- კლუბმა ცუდად დაიწყო, თუმცა მეორე წრიდან თამაში გამოასწორა. როგორ შეაფასებდით გასულ სეზონს?

- დადებითად შევაფასებდი. სეზონის დასაწყისში სუპერთასი მოვიგეთ, სეზონის ბოლოს კი - თასი. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ეროვნულ ლიგაში მესამეზე გავედით და ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლეთ იმ გუნდით, რომელიც მეორე წრის შემდეგ შეიკრიბა, რადგან ბევრი ქულა გვქონდა დაკარგული. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ.

- გუნდს 24-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ეროვნულ ლიგაში კი ზედიზედ 20 მატჩი არ წაუგია. რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

- ხომ გაგიგიათ გამოთქმა, საჭირო დროს - საჭირო ადგილასო. გუნდში შეიკრიბა ძალიან კარგი კოლექტივი, მეგობრული, შეკრული, მათ შორის, უცხოელებიც, რომლებიც დავიმატეთ და ფაქტობრივად, შეკრებიდან მესამე დღეს მოგვიწია ევროპა ლიგაზე თამაში. გუნდს კი შეთამაშება უნდა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეწყობა. ამის შემდეგ კი გუნდი შეიკრა და მოუმატა. ისინი პროფესიონალები არიან და ერთი დიდი ოჯახი შეიქმნა.

- უკვე ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებთ. რა გეგმები და მიზნები გაქვთ ახალ სეზონში?

- ვეცდებით, რომ გუნდი უფრო გაძლიერდეს, ძირითადი ბირთვი შენარჩუნდეს და გარკვეულ პოზიციებზე ახალი მოთამაშეები დავიმატოთ. "ტორპედო" ისეთი სახელია, რომ აუცილებლად უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. სხვა უფლება არც გვაქვს. ხელმძღვანელობაც გვაძლევს უფლებას, რომ ახალი ფეხბურთელები მოვიყვანოთ.

-"ტორპედო" შემდეგ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს. რა იქნება კლუბის მთავარი პრიორიტეტი და აპირებთ თუ არა შედარებით მაღალი დონის მოთამაშეების დამატებას?

- შარშანდელი გამოცდილებით, როცა ევროტურნირზე ნაადრევად დავიწყეთ ფიქრი, შიდა ჩემპიონატში დაგვეტყო და პირველი წრე ჩაგვივარდა. ამიტომ ჯერ აქცენტი ჩემპიონატზე უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, გუნდი ახლავე გაძლიერდეს, რათა ეროვნული ლიგაც ისე დავიწყოთ, როგორც გასულ სეზონში მეორე წრე დავიწყეთ.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენებ თამაშს ერთა ლიგაზე და რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე?

- დადებითად შევაფასებ, რადგან გუნდმა ხარისხიანი და შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. როგორც ჩვენ მათზე, მეტოქეებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველო დაბალი დონის გუნდი იქნებოდა, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა წინა შესარჩევებზე აჩვენა, რომ ხელწამოსაკრავები არ ვართ. საკმაოდ მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშეთ ტოლ-სწორად, მათ შორის, სერბეთს.

რაც შეეხება ახალ ჯგუფს - დანია-შვეიცარიასთან თამაში რთული იქნება და შეიძლება ვერც გავიაროთ, მაგრამ გუნდი პროგრესირებს და როგორც მინიმუმ, ნებისმიერ ნაკრებთან ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა მიეცეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი და რა არის მიზეზი, რომ გუნდი მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული?

- ეს უკვე მწვრთნელის კომპეტენციაა, თუმცა, ჩემი აზრით, რაც 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადავედით, წლიდან წლამდე დონე მაღლა იწევს. მომავალ წელს კიდევ უკეთესი იქნება და ჩვენი გუნდებიც თუ ევროტურნირებზე სტაბილურად გამოვლენ, მწვრთნელსაც საშუალება მიეცემა, რომ უფრო დიდი არჩევანი ჰქონდეს. ჩემი აზრით, ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს იმიტომ არ იძახებენ, რომ ნაკრების წევრები უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში რეგულარულად თამაშობენ. ამიტომ, როცა ეროვნული ლიგის დონე ამაღლდება, დარწმუნებული ვარ, ნაკრების მწვრთნელსაც ადგილობრივი მოთამაშეების მეტი იმედი ექნება.

ბოტანი
სახეზე ეტყობა აფერისტობა. აი ძველი ბიჭები რომ სათვალეს გაიკეთებენ ვითომ პატიოსანი ვიდი რომ მიიღონ :)))
Geo
გაგვარკვიე სხვებიც რა ხდება დაწერე
LEV
წარმატებები კახას და მთელ მის გუნდს!
Gio
Ra samwuxaroa ro saxeliani fexburteli ikavi da chveulebrivi korumpirebuli neqrtame gaxdi
Levani
ახალი სეზონიდან, თქვენი ფეხბურთელები ბრძოლა წესებით გარეშეში იღებენ მონაწილეობას, რადგან ფეხბურთზე უკეთ მუშტი კრივი გამოდით,, უდანაშაოლო მილიიციის თანამშრომელს რომ ნახევარი გუნდი წაშლილი მთვრალები, უმოწყალოდ ცემს ამსაქციელს როგორ ხსნით?
სოსო
ამ ზამთარსვე უნდა გააძლიერონ შემადგენლობა,რომ გუნდი შეიკრას და ზაფხულში,უშუალოდ ევროტურნირის წინ,თუ აუცილებელი იქნება,შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე ახალ წვეულის ჩართვა არ გახდეს აუცილებელი.ახლანდელი ტორპედო, ვფიქრობ ლუდოგორეცს,საკმაოდ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.
ქუთაისელი
სერიოზული თხოვნა: ფიზიკურ ასპექტში მეტი ვივარჯიშოთ, რა, ძალიან გთხოვთ, ეხლავე უნდა დავიწყოთ რამე ახალი სისტემით, რომ 6 თვეში ვიყოთ პიკზე, მარტო ევროპის ლიგაზე გასვლა კი არა, იქ ღირესეული ასპარეზობა მინდა და ფიზიკაში ყველა ვარიანტში უნდა მოვუმატოთ.
მოწოდებით ქართველი
ყველაფერი კახა ჩხეტიანის ბრალია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს