ბუნდესლიგას დამაჯერებლად და დამსახურებულად ლიდერობს "დორტმუნდი". თუ ლუსიენ ფავრის გუნდს ტემპი არ დაუვარდა, კონკურენტებს მისი დაწევა ძალიან გაუჭირდებათ.

"კონკურენტებს" კი ვწერთ, მაგრამ ცხადია, აქ უპირველეს ყოვლისა "ბაიერნს" ვგულისხმობთ.

"დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე ფავორიტია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ იშვიათად მაგრამ "ვერდერი" მაინც ახერხებს ხოლმე კარგად თამაშს. ასეა თუ ისე, მასპინძლებისთვის, ჩემპიონთა ლიგაში იოლად რომ მოუგეს "მონაკოს", ყველა შეხვედრა რთულია, რადგან ისინი გრძნობენ იმ დიდ წნეხს, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ლიდერი განიცდის, მით უმეტეს ისეთი, რომლისგანაც ლიდერობას არ ელოდნენ.

რა თქმა უნდა, "დორტმუნდი" ახალგამომცხვარი გრანდი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში იმდენი ლიდერი დაკარგა, ამადაც არ არის მისი ლიდერობა მოულოდნელი. სწორედ ამაშია მწვრთნელის დამსახურებაც. და მაინც, ვნახოთ რას მოახერხებენ "მუსიკოსები".

მას შემდეგ, რაც "ბაიერნში" ნიკო კოვაჩი მივიდა, "რეკორდმაისტერს" იოლ გამარჯვებას ვერავისთან ვუწინასწარმეტყველებთ. "ბაიერნი" სულ უგებს "ჰანოვერს" და ალბათ ასე იქნება ამ შეხვედრაშიც, თუმცა კოვაჩის გუნდს რას გაუგებ. თანაც "ბაიერნს" დააკლდებიან არიენ რობენი, ხამეს როდრიგესი და ტიაგო ალკანტარა.

ძალიან საინტერესო მატჩს ველით "ჰოფენჰაიმსა" და "გლადბახს" შორის". "ბაიერნისა" და "შალკეს" დარად, ჩემპიონთა ლიგაში "ჰოფენჰაიმმაც" ითამაშა, თუმცა "სიტისთან" მის მატჩს არანაირი დატვირთვა არ ჰქონია. გუნდები მუდამ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს ერთგულობენ და გამონაკლისი არც ამჯერად უნდა იყოს. მასპინძლებს დააკლდებიან ამირი და ნორდტვეიტი, სტუმრებმა კი წინასწარი პროგნოზის მიხედვით მათიას გინტერი ვერ უნდა დაიხმარონ.

ასევე უაღრესად საინტერესო უნდა იყოს "აინტრახტისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. აქაც შემტევი და სანახაობრივი თამაში უნდა გაჩაღდეს.

ფაქტები

"ნიურნბერგსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"აუგსბურგისა" და "შალკეს" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "ფორტუნასა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 თამაშში.

"ბაიერნმა" ბოლო 13 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".

"ჰოფენჰაიმისა" და "გლადბახის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შტუტგარტისა" და "ჰერტას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"დორტმუნდისა" და "ვერდერის" უკანასკნელ 9 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"მაინცმა" ბოლო მატჩი მოუგო "ლაიპციგს".

"ლევერკუზენმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში აჯობა "აინტრახტს".

ბუნდესლიგა. XV ტური

პარასკევი, 14 დეკემბერი

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 0:2

გოლები: 0:1 დანიელ გინჟეკი (58), 0:2 იოსიპ ბრეკალო (90+3)

შაბათი, 15 დეკემბერი

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 18:30

აუგსბურგი-შალკე 18:30

ფორტუნა-ფრაიბურგი 18:30

ჰანოვერი-ბაიერნი 18:30

შტუტგარტი-ჰერტა 18:30

დორტმუნდი-ვერდერი 21:30

კვირა, 16 დეკემბერი

ლაიპციგი-მაინცი 18:30

აინტრახტი-ლევერკუზენი 21:00

ბომბარდირები: 10 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 9 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"